![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ან მოვუწყოთ მათ სასამართლო
![]() არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, ![]() მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც. მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს... თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : ) ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა ![]() პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი". შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ. მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა. ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი? ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( ![]() ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი). ![]() რა უსამართლობაა... ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე. მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს). მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე. გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს. კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!) ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს. უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... ![]() ![]() პ.ს. მოდერ მაპატიე ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა . ადრე სხივზე აყრდნობდა ლოცვანს, მერე ვეღარ დააყრდნო და ამ სხივქვეშ (რომელზეც ლოცვანი ვერ დააყრდნო) განუტევა სული. სხივი დიდ როლს თამაშობს. მაგ მომენტით ილია გვაჩვენებდა რომ არამატერიალურზე დგას მატერიალური. უბრალოდ ის რვეული ვერ ვნახე ჯერ სადაც განდეგილის შესახებ მიწერია.(თითქმის ყველა საკითხზე რაც პოემაში ვითარდება) მაგრამ აქ ვიტყვი. ციტატა ილიას "განდეგილს" რაღაცით ტოლსტოის "მამა სერგი" ჰგავს. როგორც ნაწარმოები მე ეს მეორე უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. "განდეგილი" ცოტა "ყალბად" მეჩვენება. პირიქითაა. სასულიერო პირის დაცემასთან საუბარი ევროპაშიც ძალიან იყო გავრცელებული. ცალკე სასაუბრო თემაა შუასაუკუნეები,როდესაც ადამიანი განიცდიდა რელიგიის სერიოზულ გავლენას. რაც შეეხება ილიას და ტოლსტოის. რადგან საუბარი სასულიერო ასპექტს ეხება.(სხვა მხრივ ტოლსტოი ბევრად ძლიერი მწერალი იყო ვიდრე ილია) აქ ილიას ერთი დიდი უპირატესობა იკვეთება. ილია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, ტოლსტოი კი პირიქით. რბილად ვიტყვი და ანტიმართლმადიდებელი იყო. ილია ამ პოემასში ავლენს მართლმადიდებლური თეოლოგიის ძალიან ღრმა ცოდნას. წმ.წერილის საფუძვლიანად შესწავალს და.ა.შ. დავფიქრდეთ აბა? და მივალთ დასკვნამდე. ილიას უპირვლელესად გვაჩვენებს ხიბლის მომენტს. განდეგილი ძლიერ იყო შეპყრობილი ამ ცოდვით და აუცილებლად უნდა მომხდარიყო მისი დაცემა. თუ გახსოვთ ერთი მომენტია,როდესაც განდეგილი პეიზაჟით გაოგნდება. აქედან უკვე უნდა ველოდოთ მის დაცემას. ხოლო თავად ხიბლმა უკვე მის სულირერ დეგრადაციამდე მიგვიყვანა. იქამდე განდეგილი საერთოდ არ აკვირდბოდა დროს. რატომ? იმიტომ რომ დრო ამქვეყნიურია,ხოლო განდეგილი არაამქვეყნიურისკნ ილტვოდა. მაგრამ ისევ და ისევ მისმა სულიერმა მდგომარეობამ მიიყვანა იგი უმძიმეს ვითარებამდე. გავიხსენოთ თუ როგორ საოცრად და ლაკონიურად (ეს არც უნდა გაგვიკვირდეს,რაგდან ილია კრიტიკული რელიზმის წარმომადგენელია და თითოეულ სიტყვას არ ხარჯავს ტყუილად)აღწერს მწერალი იმ მომენტს: ,,დღემდე თვით ჟამი არღარა იყო, და ეხლა წუთიც რად უძნელდება.'' აი უკვე პიკზე ვართ მისული მწირის დაცემისა. და მართლაც დაეცა. და დაეცა როდის ? როდის და როცა სხივმა ლოცვანი არ დაიჭირა. ანუ სასწაული არ განმეორდა. ამით ილია გვანახებს რომ ბერის რწმენა დაფუძნებული იყო სასწაულზე. ხოლო ამ საკითხზე კი გვაქვს ჩვენ სახარებისეული სწავება-,,ერი ცრუ და ერი მემრუშე ეძიებს სასწაულს.და მიეცემათ მათ სასწაული იონა წინასწარმეტყველისა.'' ილიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მართლმადიდებლური თეოლოგიის ღრმა ცოდნა და დაგვანახა რომ ადამიანი როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იყოს დაეცემა, თუ მას არ აქვს წმ.წერილის სწორი ცოდნა და გაგება. და მაინც.რატომ დაეცა განდეგილი? განდეგილი დაეცა იმიტომ რომ ხიბლის გამო დაშორდა რეალურ მრწამსს, თავისი რწმენა დააფუძნა სასწაულზე და მოიმკო ის,რაც უნდა მოემკო. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 01:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი