![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ან მოვუწყოთ მათ სასამართლო
![]() არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, ![]() მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც. მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს... თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : ) ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა ![]() პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი". შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ. მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა. ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი? ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( ![]() ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი). ![]() რა უსამართლობაა... ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე. მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს). მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე. გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს. კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!) ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს. უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... ![]() ![]() პ.ს. მოდერ მაპატიე ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ნამეტანი ამუქებ კაი ერთი... ციტატა რწმენა არ დაუყვანია სასწაულამდე, მართალია... სასწაულზე დააყრდნო რწმენა. ციტატა ხოლო სასწაული გაქრობით იმიტომ მიეცა სასოწარკვეთას რომ იგრძნო თუ რა არის უფლის დაკარგვის შიში. უჰ...უჰ... კაი გაჩერდი ახლა... სასოწარკვეთასთან უფლის შიში არანაირ კავშირშია. ციტატა მე ვსაუბრობ ყველანაირ ჭრილში, ასევე დაცემული ბუნების გადმოსახედიდან. და არ ღირს ადამიანის ისე გაწირვა როგორც შენ წირავ და აკვდინებ საწყალ განდეგილს. მას საკმაოდ ღვაწლი ჰქონდა დაცემამდე. და ყველანაერ ჭრილი როგორია? თუ მხატვრული თვალსაზრისით უყურებ მაშინ ეს თავიოდანვე განწირულია. რადგან განდეგილს ისეთი ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები, როგორებიც იყვნენ-კიტა აბაშიძე , ესტატე ბოსლეველი , აკაკი ბაქარაძე და სხვანი.ლიტერატურული თვალსაზრისით ძალიან სუსტ ნაწარმნოებად მიიჩნევდნენ მას. აი უძლიერესია თეოლოგიური თვალსაზრისით და ამიტომაა ყველაზე მეტად მართებული ასე განხილვა. და მეორე. გასაგებია რომ ღვაწლი ქონდა.მაგრამ მერე რა?როცა ღვაწლი ქონდა უფლისგან მადლიც ქონდა მიღებული და ვნებების წინააღმდეგაც იბრძოდა. მაგრამ როდესაც სასწაულზე დააფუძნა თავისი რწმენა ეს მადლიც განქარდა და განქარვება მოხდა არა ერთბაშად,არამედ ეტაპობრივად.(და ეს ეტაპები ჩვენ ვნახეთ) და როდესაც მოუვიდა ნაწარმოების მიხედვით პირველი და ყველაზე სერიოზული გამოცდა-ჩაიჭრა და ჩაიჭრა სატიკად. რატომ? იმიტომ რომ მადლი აღარ ქონდა და ვერ შეძლო საკუთარი ვნებების მოთოკვა. ციტატა თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ. ![]() და მეორე. რა გინდა მაგით თქვა?(არ დაიწყო მე არაფერს ვამბობ სახარებაში წერია ასეო) რომ ჩვენდა უნებურად ჩვენთვის გაწერილია რაღაცა ღმერთის მიერ და ის უნდა ვაკეთოთ ჩვენ? იმისთვის ვართ მოწოდებულნი. ესაა ჩვენი ბედი და.ა.შ. შენთან მაქვს კითხვა ირა! ეგრე რატომ ფიქრობ? მკვლევარების არზს გაეცანი და მერე ჩამოგიყალიბდა თუ საკუთრივ შენი შეხედულებაა და არავის აზრზს არ მოუხდენია გავლენა? რატომ გეუბნევი ახლა. მე მაქვს პოემის შესქხებ ნესტან სულავას სერიოზული კრიტიკა. და ახლა დაგიდებ იქიდან ციტატებს. ახლა ატმანს ვუპასუხოთ. ციტატა "მამა სერგი" წაგიკითხავს? ტოლსტოის ჯერ არ ვკითხულობ..პირადი შეხედულებების გამო... მარა მოვა დრო როცა ვისწავლი. ციტატა (მგონი მამა გიორგი ბასილაძის წიგნში), როცა ბერი გაბრიელი სწორედ ამ მომენტს უწუნებს ილიას - "ასეთი მაღალი დონის ბერი ასე არ დაეცემოდაო". ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ილიას რომ აკრიტიკებდა ამ კუთხიუთ მახსოვს, და მერე იმასაც ამბობს, რომ ძალიან უყვარს ილია. ნუ.მამა გიორგი ბასილაძის სიტყვებზე არასდრო ვაკეთებ კომენტარს და არც იმას ვანიჭებ მნიშვნელობას მოწონს თუ აკრიტიკებს იგი ჭავჭავაძეს. აი ნებისმიერი ლიტერატურათმცოდნის,მკვლევარ ს ან კრიტიკოსის აზრი რომ დამიდო, იმას აუცლებლად ვუპასუხებ. ახლა ისევ ჩემს საყვარელ კრიტიკოსებს მივუბრუნდები. აი რას წერს ქალბატონი ნესტან სულავა: ,, მისი (განდეგილის A.V.M) სულიერი მრწამსი შეარყია მწყემსი ქალის არგუმენტებმა, არამცთუ წინააღმდეგობა გაუწია მას, არამედ თავადვე შეერყა რწმენა, სიტყვა ვერ მოძებნა, სიტყვა _ ყოვლის მძლე და სათავე სულიერებისა. ბერს ენა დაება მწყემსი ქალის ხორციელი ცხოვრების უპირატესობის დამამტკიცებელი არგუმენტების წინაშე, ალუღლუღდა და თავისი არჩევანი სულიერებისაკენ მიმავალი გზისა უბედურებად მიიჩნია. ცხადია, მან ეს გაუცნობიერებლად წარმოთქვა, მაგრამ ის სიტყვა ამოთქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ქვეცნობიერში ჰქონდა დაშრევებული. ყოველივე ეს კი იმას მიუთითებს, რომ მის არსებაში ეჭვი და შიში თავისი არჩევანის სისწორისა იმთავითვე იყო დასადგურებული'' ,, ბერმა ვერ შეინარჩუნა თავისი სიწმინდე, ვერ შეძლო ღვთის ნების კვალზე სვლა და ტრაგიკულ აღსასრულამდე მივიდა. იგი გათენებას და ღვთის განაჩენს, ღვთის ნების გამოვლინებას ელოდება, რაც საკუთარი საქციელის გამო შიშის დაუფლებით გამოწვეული ეჭვის საფუძველია. ეჭვი და შიში გაუმართლდა, იგი დამარცხდა, მზის სხივმა ლოცვანის წიგნი არ დაიჭირა, ანუ ღვთაებრივი მადლი დაისრიტა, რამაც საბოლოოდ მწირი ბერის სიკვდილი გამოიწვია'' და უყურე მთავარს. რა დაწერა ილიამ და რა დაგვანახა განდეგილის სახით: ,,დაცარიელდა ტაძარი _ ესაა ილიას სატკივარი, ამიტომაა ილიას ეს პოემა წინასწარმეტყველური; მწერალმა სულიერებისაგან დაცლილი, მატერიალურს გადევნებული ერის სატკივარი აჩვენა. უმოძღვროდ დარჩა ერიცა და კაცობრიობაც. ამიტომაც ილიას ბოლო მხატვრულ ნაწარმოებში `ოთარაანთ ქვრივი~ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება სულიერი მამა _ მღვდელი, რომელმაც მომაკვდავი გიორგი აზიარა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოძღვარი აღარ ჰყავს ერს და კაცობრიობას!'' ,, იგი ქართველი ერის ტრაგედიას ასახავს, თვით ილიას ტრაგიკულ განცდათა ძალუმ ანარეკლად გვევლინება, რადგან ბერის სიკვდილის შედეგად ღვთის სახლი _ ბეთლემის ტაძარი ცარიელდება, რაც ღმერთთან დაცილების შედეგია, უღვთისმშობლობაა, სწორედ ამას მიიჩნევს ილია ერის ტრაგედიად, კაცობრიობის ტრაგედიად.'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 01:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი