საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gvanchi |
Aug 28 2012, 10:45 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
მოდერის თხოვნით ვწერ ჩემს ეპარქიაზე
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთით - ზემო იმერეთში, ისტორიული არგვეთის, იგივე მარგვეთის, საერისთავოში მდებარეობს. იგი ჭიათურა-საჩხერის რაიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს რეგიონი, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის შექმნამდე, მარგვეთის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ჭიათურა-საჩხერის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა და ახლად შექმნილ სამღვდელმთავრო სამწყსოს ჭიათურის ეპარქია ეწოდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმიდან სინოდის განჩინებით მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ქუთაის-გაენათის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის, სამხრეთ-დასავლეთიდან ურბნისისა და რუისის. ისტორიულ წყაროთა უწყებით ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ტრადიცია, ამერ-იმერის საზღვარზე „ჯვარის“ უღელტეხილის სახელწოდებას, ასევე „რკინის ჯვარს“ და სხვ. ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა საქართველოში მიმოსვლას უკავშირებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მახლობელი პერიოდის არქიტექტურული ძეგლები ამ მხარის აქტიურ გაქრისტიანებას მიანიშნებს. არგვეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოება აღმოსავლეთ საქართველოს უშუალო მეზობლობითა და მისი გავლენით გავრცელდა. ეს მხარე თავიდანვე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1810 წ. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკაფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა. ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ცალკე ეპარქიებად გამოყოფის შემდეგ, 1995 წლიდან მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე ითავსებდა, 1998 წ. 8 ოქტომბრიდან მას მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მართავდა, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დანიელ დათუაშვილს. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი