IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე?
შოთაძე
პოსტი Jan 31 2008, 03:17 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ეს თემა დიდიხანია მინდოდა გამეხსნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი მოვისმინე პროფესიონალების შეფასება ქართველი მსმენელის მიმართ და ძაან ცუდი შეფასება მისცეს, ყველა დამეთანხმებით რომ ფოლკლორის და სხვადასხვა კარგი სიმღერის განვითარება ისე არ მოხდება თუ კარგი მსმენელი არ ყავს.
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ბოლოდროს ისე ხდება რომ ქართველ შემომქმედებს უცხოელები უფრო აფასებენ ვიდრე ქართველები, თუნდაც გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული ერისიონის კონცერტი გერმანიაში, როდესაც გერმანელმა მაყურებლებმა ტირილიც კი დაიწყეს, და მიზიდულობის კანონი დაარღვიეთო, და ეგეთი საკმაოდ კარგი შეფასებები დაუმსახურებიათ უცხოელებისგან, smile.gif

აბა გისმენთ მცოდნეებს smile.gif რა შეფასებას მიცემთ ქართველ მსმენელებს rolleyes.gif

პ.ს ხომ არ ვარ ამ განყოფილების მტერი? laugh.gif biggrin.gif tongue.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Sep 3 2012, 02:10 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეს ესე რამდენიმე კაი ხნის წინ დამაწერინა უნარების მასწავლებელმა. ხოდა დავდებ აქ.

,,ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში ახალი ელემენტები სშეტანა და მათი გათანამედროვეობა.
რაშედეგი მოაქვს ამას ქვეყნის კულურისთვის?'

რა შედეგის მომტანია კულტურისთვის ფოლკლორში ცვლილებებისშეტანა ? ეს კითხვა აქტუალური იყო , არის და ალბათ იქნება კიდეც .
ჩემი აზრით ახალი ელემენტების შეტანა არაა ყოველთვის საზიანო .პირიქით ზოგჯერ აუცილებელიცაა .
რა თქმა უნდა შესაძლებელია , რომ სხვადასხვა ინიციატივამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს , მაგრამ ასე არ მოხდება რაციონალურად მოქმედების შემთხვევაში .
მოცემულ ესსეში შევეცდები დავასაბუთო ჩემი მოსაზრება.
ძველი რომაელები ამბობდნენ : ,.,TEMPORA MUTANTUR EN TUS MUTANTUR IN ILLIS’’რაც ნიშნავს- ,,დრონი იცვლებიან , ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად . ‘’
ვფიქრობ დამეთანხმებით რომ საინტერესო გამოთქმაა.
სანამ უშუალოდფოლკლორს შევეხებით , ვნახოთ სხვა სფეროებიც და დავფიქრდეთ-აუცილებელი იყო თუ არა ცვლილებები მათში.
დავიწყოთ რწმენის საკითხით . ჩემი წინაპარი ღამისთევის მსახურებას სანთლის შუქზე აღავლენდა .ხოლო დღეს ამ ლიტურღიის ჩატარებაში გვეხმარება ხელოვნური განათების სხვადასხვა მოწყობილობები .(მაგალითად ელ.ნათურა). ამ უბრალო შედარებით მივდივართ იმ დასკვნამდე , რომ ტიბიკონი წირვისა იგივეა , მაგრამ შეიცვალა სხვა ფაქტორი და ეს ცვლილება გამოიწვია კაცობრიობის განვითარებამ , რომელიც აუცილებელია საზოგადოებისთვის.
დავუფიქრდეთ კიდევ ერთ ფაქტს . ცხოველთა აბსოლიტური უმრავლესობა მოძრაობისას ძირსიყურება , ადამიანი კიწელში გამართულია და იცქირება მაღლა-ცისკენ . იქნებამ ითაცაა გამოწვეული ის , რომ იგი გამუდმებით მიილტვის ცვლილებების , განვითარებისა და სიახლეებისკენ.
რწმენის შემდეგ გადავხედოთ მოდის ტენდენციებს . ადამიანს ჩაცმულობის სტილში ცვლილებები , რომ არ შეეტანა ახლა მე ტანზე ტყაპუჭი მეცმეოდა , ფეხზე-ქალამანი , ხელში კი კალმის მაგივრად ბატისფრთა მექნებოდა . დასკვნები თქვენთვის მოგვინდია იმის დასტურად თუ რა დაშავდა და რა გაკეთდამოდი სსამყაროში ახალი ელემენტების შეტანით .
რადგან წერა ვახსენეთ არშეიძლება არ შევეხოთ შოთარუსთაველს . მან თავისი უკვდავი პოემა - ,,ვეფხისტყაოსანი’’ შეასრულა ხბოს ტყავზე-იგივე ეტრატზე და არაქაღალდზე . რატომ ?იმიტომ რომ არ ჰქონდაიგი . რომ ჰქონოდა ფურცლის გამოყენების შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენებდა მას , იმიტომ , რომ ეს გზა უფრო მოსახერხებელი , ჰუმანური და ეფექტურია .
გავიხსენოთ მართლმადიდებლობის ბურჯი-წმ.ბასილიდიდი . იგი აქტიურად ეცნობოდა წარმართულ ლიტერატურას და გვარიგებდა , რომ გვეცხოვრა ფუტკრებივით , რომლებიც უამრავ ყვავილზე სხდებიან , მაგრამ თაფლს მხოლოდ საუკეთესოსგან ამზადებენ.
ფოლკლორზე საუბრისას უნდა ვახსენოთ სხვადასხვა მაგალითები . მაგალითად ისეთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფები , როგორებიცაა-შინი , მგზავრები , ფრანი და სხვანი . ისინი საკმაოდ წარმატებულნი არიან საკუთარსფეროში (და არამარტოსაკუთარში) . მათრ ეპერტუარში თუ ინსტრუმენტებში არისცვლილებები , მაგრამ ეს ცვლილებებია ზომიერი , რაც ძალიანმნიშვნელოვანია . სხვა შემთხვევაში კი ჩემთვის მიუღებელი იქნება . მაგალითად – ჩანგურ-ფანდურითა და გუდასტვირით მძომე როკის შესრულება , ანაც ჰიპ-ჰოპის აკომპანიმენტი .
ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება გამაჩნია ქორეოგრაფიასთან დაკავშირებით . ავიღოთ ყველაზე წარმატებული ჯგუფი ამ სფეროში , ესაა-,,სუხიშვილების ანსამბლი.’’ ვთვლი , რომ მათ გადააცილეს იმ ზღვარს , რომელზეც ჩვენ ვსაბრობდით , მაგრამფაქტია , რომ უფრო მეტად გააცნეს ეროვნული კულტურა უცხოელებს , ვიდრე რომელიმე სხვა ჯგუფმა , რომელიც ყველანაირი ცვლილებების გარეშე ასრულებს ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას .
ეროვნულობაზე საუბრისას არ შეიძლება გამოგვრჩეს ილია ჭავჭავაძე , რომელიც გვარიგებდა : ,,ამ ცხოვრებას თუ ფეხივერაუწყე ისე გაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.’’ ე.ი.თავად ეროვნული მოძრაობის ლიდერიც მოგვიწოდებდა დროსთან ერთად ცვლილებებისკენ . ამ საკითხს სხვა ადგილზე უფრო მკაფიოდ ეხება იგი : ,,მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება უსარგებლო იქნება , თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ . რაცა მამა-პაპას უქნია , ის ჩვენ უნდა ვქნათო…თუ მაგას მივყევით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წარვსდგამთ.’’
ამ ესსეთი მსურდა მეთქვა , რომ ცვლილებები ნებისმიერ სფეროში ( მათ შორის ქორეოგრაფიასა და სიმღერაში) არათუ ზიანის მომტანი , არამედ აუცილებელიცაა . მთავარია ზომიერების დაცვა . ჩვენ არ გამოვრიცხავთ , რომ ამ დროს შესაძლებელია შეცდომების დაშვება , მაგრამ როგორც ჰელვეციუსი იტყოდა : ,,შეცდომების შესაძლებლობის შიშმა , ხელი არუნდა აგვაღებინოს ჭეშმარიტების ძიებაზე.’’


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
შოთაძე   ქართული ფოლკლორის განვითარება   Jan 31 2008, 03:17 AM
yipiani gio   შოთაძე ძალიან კარგ...   Jan 31 2008, 11:47 AM
G A B O   კარგი იქნება ამ სა...   Jan 31 2008, 01:38 PM
ართი ვარდი   [quote name='G A B O' date='Jan 31 200...   Jan 31 2008, 02:42 PM
komisia   1. კარგი მსმენელი (გ...   Jan 31 2008, 02:38 PM
misdevs mela loms   G A B O 100%ით გეთანხმები...   Jan 31 2008, 03:23 PM
G A B O   http://www.myvideo.ge/?video_id=122943 ნახ...   Feb 1 2008, 02:34 PM
Didgoreli   G A B O :( :( ეეეჰ რა დღეში...   Feb 1 2008, 02:51 PM
yipiani gio   G A B O ეს ფოლკლორის ცე...   Feb 1 2008, 07:34 PM
Didgoreli   yipiani gio :D :D აუ მოკლედ ხ...   Feb 2 2008, 02:21 AM
yipiani gio   Didgoreli ეჭვი არ შეგეპა...   Feb 2 2008, 01:43 PM
didgoris fani   :yipiani gio ) ნუ რაღაც თან ...   Feb 4 2008, 12:46 AM
buta   misdevs mela loms გეთანხმები ...   Feb 4 2008, 12:57 AM
takuna   didgoris fani გეთანხმები ...   Feb 4 2008, 01:03 AM
N. R.   ჩემი აზრით ხსნა მხ...   Feb 4 2008, 02:10 AM
Beri kaci   ჩემი აზრით ხსნა მხ...   Feb 4 2008, 12:19 PM
misdevs mela loms   takuna გამორიცხულია დ...   Feb 4 2008, 06:15 PM
yipiani gio   misdevs mela loms ყველაფერია ...   Feb 4 2008, 08:52 PM
N. R.   რამდენადაც გამიგი...   Feb 5 2008, 01:34 PM
komisia   N. R. პირველად გავიგე ...   Feb 5 2008, 01:39 PM
N. R.   N. R. პირველად გავიგე...   Feb 5 2008, 01:42 PM
komisia   N. R. ჰმ, პირველად მეს...   Feb 5 2008, 01:45 PM
N. R.   N. R. ჰმ, პირველად მეს...   Feb 5 2008, 01:46 PM
komisia   N. R. ეგ ფოლკლორი კი ა...   Feb 5 2008, 01:54 PM
N. R.   komisia სხვათაშორის ჩე...   Feb 5 2008, 02:03 PM
Amuza   რაც ყურისთვის ძნელ...   Feb 7 2008, 12:15 AM
N. R.   Amuza ეს განმკითხვა კ...   Feb 7 2008, 07:33 PM
QIZIYELI   yipiani gio მანდ სულ სხვ...   Feb 8 2008, 12:16 AM
QIZIYELI   Amuza მიუხედავად საგ...   Feb 8 2008, 12:33 AM
QIZIYELI   ყველაზე მთავარი ი...   Feb 8 2008, 12:52 AM
N. R.   ყველაზე მთავარი ი...   Feb 8 2008, 02:03 AM
yipiani gio   QIZIYELI კი მაგრამ მგონი...   Feb 8 2008, 09:32 PM
kato_Bato   QIZIYELI ღმერთმა გისმინ...   Feb 8 2008, 11:37 PM
QIZIYELI   yipiani gio ეს უფრო შეგნე...   Feb 11 2008, 09:13 PM
yipiani gio   QIZIYELI ხო რავიცი:)მაგა...   Feb 12 2008, 12:07 AM
Didgoreli   ქართული ფოლკლორი ნ...   Feb 12 2008, 01:28 AM
mraavalui   Didgoreli და თან ე...   Feb 12 2008, 04:39 PM
QIZIYELI   mraavalui იცოცხლეთ! თქვ...   Feb 16 2008, 03:36 PM
Didgoreli   QIZIYELI გაიხარე ;)   Feb 18 2008, 07:28 PM
A.V.M   ეს ესე რამდენიმე კ...   Sep 3 2012, 02:10 PM
betkho   ჩემი აზრით, უნდა გა...   Sep 3 2012, 02:36 PM
George Leluashvili   ჩემი აზრით, უნდა გა...   Sep 3 2012, 03:23 PM
A.V.M   ეგ დღევანდელი მუს...   Sep 3 2012, 03:54 PM
betkho   ეგ დღევანდელი მუს...   Sep 3 2012, 04:08 PM
A.V.M   და ვინ გითხრა არ გი...   Sep 3 2012, 07:15 PM
ვეშაპო   მეგობრებო, "შინის...   Sep 5 2012, 02:00 PM
A.V.M   ვეშაპო ამხელა ლექტ...   Sep 5 2012, 06:13 PM
ჯეგე   G A B O კაი რაააა, დიუმ...   Feb 7 2013, 12:47 AM
A.V.M   ჯგუფმა – ,,ბანი'' , ...   Jul 11 2014, 02:49 AM
A.V.M   ისე , ჩემი მოკლე ჭკუ...   Jul 11 2014, 03:03 AM
qetevano   რა ქნა ასეთი? სტატი...   Jul 11 2014, 11:45 AM
G_saxva   qetevano აგერ ბატონო რა ...   Jul 11 2014, 12:51 PM
qetevano   უიმეეეე :/   Jul 11 2014, 01:00 PM
G_saxva   qetevano გურამიც მაგსა ა...   Jul 11 2014, 01:09 PM
A.V.M   G_saxva კი , გაიწაფა . მა...   Jul 11 2014, 02:31 PM
G_saxva   A.V.M რამდენს მოადგებ...   Jul 11 2014, 02:44 PM
MIRDAT   არ აუჭრელა ტაკუნებ...   Jul 11 2014, 08:45 PM
marine   "ლია სალაყაია ცდი...   May 15 2022, 07:28 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 01:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი