ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
შოთაძე |
Jan 31 2008, 03:17 AM
პოსტი
#21
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ეს თემა დიდიხანია მინდოდა გამეხსნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი მოვისმინე პროფესიონალების შეფასება ქართველი მსმენელის მიმართ და ძაან ცუდი შეფასება მისცეს, ყველა დამეთანხმებით რომ ფოლკლორის და სხვადასხვა კარგი სიმღერის განვითარება ისე არ მოხდება თუ კარგი მსმენელი არ ყავს.
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ბოლოდროს ისე ხდება რომ ქართველ შემომქმედებს უცხოელები უფრო აფასებენ ვიდრე ქართველები, თუნდაც გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული ერისიონის კონცერტი გერმანიაში, როდესაც გერმანელმა მაყურებლებმა ტირილიც კი დაიწყეს, და მიზიდულობის კანონი დაარღვიეთო, და ეგეთი საკმაოდ კარგი შეფასებები დაუმსახურებიათ უცხოელებისგან, აბა გისმენთ მცოდნეებს რა შეფასებას მიცემთ ქართველ მსმენელებს პ.ს ხომ არ ვარ ამ განყოფილების მტერი? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
A.V.M |
Sep 3 2012, 02:10 PM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეს ესე რამდენიმე კაი ხნის წინ დამაწერინა უნარების მასწავლებელმა. ხოდა დავდებ აქ.
,,ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში ახალი ელემენტები სშეტანა და მათი გათანამედროვეობა. რაშედეგი მოაქვს ამას ქვეყნის კულურისთვის?' რა შედეგის მომტანია კულტურისთვის ფოლკლორში ცვლილებებისშეტანა ? ეს კითხვა აქტუალური იყო , არის და ალბათ იქნება კიდეც . ჩემი აზრით ახალი ელემენტების შეტანა არაა ყოველთვის საზიანო .პირიქით ზოგჯერ აუცილებელიცაა . რა თქმა უნდა შესაძლებელია , რომ სხვადასხვა ინიციატივამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს , მაგრამ ასე არ მოხდება რაციონალურად მოქმედების შემთხვევაში . მოცემულ ესსეში შევეცდები დავასაბუთო ჩემი მოსაზრება. ძველი რომაელები ამბობდნენ : ,.,TEMPORA MUTANTUR EN TUS MUTANTUR IN ILLIS’’რაც ნიშნავს- ,,დრონი იცვლებიან , ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად . ‘’ ვფიქრობ დამეთანხმებით რომ საინტერესო გამოთქმაა. სანამ უშუალოდფოლკლორს შევეხებით , ვნახოთ სხვა სფეროებიც და დავფიქრდეთ-აუცილებელი იყო თუ არა ცვლილებები მათში. დავიწყოთ რწმენის საკითხით . ჩემი წინაპარი ღამისთევის მსახურებას სანთლის შუქზე აღავლენდა .ხოლო დღეს ამ ლიტურღიის ჩატარებაში გვეხმარება ხელოვნური განათების სხვადასხვა მოწყობილობები .(მაგალითად ელ.ნათურა). ამ უბრალო შედარებით მივდივართ იმ დასკვნამდე , რომ ტიბიკონი წირვისა იგივეა , მაგრამ შეიცვალა სხვა ფაქტორი და ეს ცვლილება გამოიწვია კაცობრიობის განვითარებამ , რომელიც აუცილებელია საზოგადოებისთვის. დავუფიქრდეთ კიდევ ერთ ფაქტს . ცხოველთა აბსოლიტური უმრავლესობა მოძრაობისას ძირსიყურება , ადამიანი კიწელში გამართულია და იცქირება მაღლა-ცისკენ . იქნებამ ითაცაა გამოწვეული ის , რომ იგი გამუდმებით მიილტვის ცვლილებების , განვითარებისა და სიახლეებისკენ. რწმენის შემდეგ გადავხედოთ მოდის ტენდენციებს . ადამიანს ჩაცმულობის სტილში ცვლილებები , რომ არ შეეტანა ახლა მე ტანზე ტყაპუჭი მეცმეოდა , ფეხზე-ქალამანი , ხელში კი კალმის მაგივრად ბატისფრთა მექნებოდა . დასკვნები თქვენთვის მოგვინდია იმის დასტურად თუ რა დაშავდა და რა გაკეთდამოდი სსამყაროში ახალი ელემენტების შეტანით . რადგან წერა ვახსენეთ არშეიძლება არ შევეხოთ შოთარუსთაველს . მან თავისი უკვდავი პოემა - ,,ვეფხისტყაოსანი’’ შეასრულა ხბოს ტყავზე-იგივე ეტრატზე და არაქაღალდზე . რატომ ?იმიტომ რომ არ ჰქონდაიგი . რომ ჰქონოდა ფურცლის გამოყენების შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენებდა მას , იმიტომ , რომ ეს გზა უფრო მოსახერხებელი , ჰუმანური და ეფექტურია . გავიხსენოთ მართლმადიდებლობის ბურჯი-წმ.ბასილიდიდი . იგი აქტიურად ეცნობოდა წარმართულ ლიტერატურას და გვარიგებდა , რომ გვეცხოვრა ფუტკრებივით , რომლებიც უამრავ ყვავილზე სხდებიან , მაგრამ თაფლს მხოლოდ საუკეთესოსგან ამზადებენ. ფოლკლორზე საუბრისას უნდა ვახსენოთ სხვადასხვა მაგალითები . მაგალითად ისეთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფები , როგორებიცაა-შინი , მგზავრები , ფრანი და სხვანი . ისინი საკმაოდ წარმატებულნი არიან საკუთარსფეროში (და არამარტოსაკუთარში) . მათრ ეპერტუარში თუ ინსტრუმენტებში არისცვლილებები , მაგრამ ეს ცვლილებებია ზომიერი , რაც ძალიანმნიშვნელოვანია . სხვა შემთხვევაში კი ჩემთვის მიუღებელი იქნება . მაგალითად – ჩანგურ-ფანდურითა და გუდასტვირით მძომე როკის შესრულება , ანაც ჰიპ-ჰოპის აკომპანიმენტი . ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება გამაჩნია ქორეოგრაფიასთან დაკავშირებით . ავიღოთ ყველაზე წარმატებული ჯგუფი ამ სფეროში , ესაა-,,სუხიშვილების ანსამბლი.’’ ვთვლი , რომ მათ გადააცილეს იმ ზღვარს , რომელზეც ჩვენ ვსაბრობდით , მაგრამფაქტია , რომ უფრო მეტად გააცნეს ეროვნული კულტურა უცხოელებს , ვიდრე რომელიმე სხვა ჯგუფმა , რომელიც ყველანაირი ცვლილებების გარეშე ასრულებს ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას . ეროვნულობაზე საუბრისას არ შეიძლება გამოგვრჩეს ილია ჭავჭავაძე , რომელიც გვარიგებდა : ,,ამ ცხოვრებას თუ ფეხივერაუწყე ისე გაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.’’ ე.ი.თავად ეროვნული მოძრაობის ლიდერიც მოგვიწოდებდა დროსთან ერთად ცვლილებებისკენ . ამ საკითხს სხვა ადგილზე უფრო მკაფიოდ ეხება იგი : ,,მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება უსარგებლო იქნება , თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ . რაცა მამა-პაპას უქნია , ის ჩვენ უნდა ვქნათო…თუ მაგას მივყევით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წარვსდგამთ.’’ ამ ესსეთი მსურდა მეთქვა , რომ ცვლილებები ნებისმიერ სფეროში ( მათ შორის ქორეოგრაფიასა და სიმღერაში) არათუ ზიანის მომტანი , არამედ აუცილებელიცაა . მთავარია ზომიერების დაცვა . ჩვენ არ გამოვრიცხავთ , რომ ამ დროს შესაძლებელია შეცდომების დაშვება , მაგრამ როგორც ჰელვეციუსი იტყოდა : ,,შეცდომების შესაძლებლობის შიშმა , ხელი არუნდა აგვაღებინოს ჭეშმარიტების ძიებაზე.’’ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი