ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ფოლკლორის განვითარება, რამდენად არის დამოკიდებული მსმენელზე? |
შოთაძე |
Jan 31 2008, 03:17 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ეს თემა დიდიხანია მინდოდა გამეხსნა, მაგრამ თავს ვიკავებდი, დღეს კი მოვისმინე პროფესიონალების შეფასება ქართველი მსმენელის მიმართ და ძაან ცუდი შეფასება მისცეს, ყველა დამეთანხმებით რომ ფოლკლორის და სხვადასხვა კარგი სიმღერის განვითარება ისე არ მოხდება თუ კარგი მსმენელი არ ყავს.
კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ რამდენად მოგწონთ ქართველი მსმენელი? ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ბოლოდროს ისე ხდება რომ ქართველ შემომქმედებს უცხოელები უფრო აფასებენ ვიდრე ქართველები, თუნდაც გავიხსენოთ ახლახანს ჩატარებული ერისიონის კონცერტი გერმანიაში, როდესაც გერმანელმა მაყურებლებმა ტირილიც კი დაიწყეს, და მიზიდულობის კანონი დაარღვიეთო, და ეგეთი საკმაოდ კარგი შეფასებები დაუმსახურებიათ უცხოელებისგან, აბა გისმენთ მცოდნეებს რა შეფასებას მიცემთ ქართველ მსმენელებს პ.ს ხომ არ ვარ ამ განყოფილების მტერი? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
ვეშაპო |
Sep 5 2012, 02:00 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
მეგობრებო, "შინის", სუხიშვილების და ა.შ. კოლექტივების მოღვაწეობა ფოლკლორში ცვლილების შეტანა არ არის.
ფოლკლორში ცვლილება შეიძლება შეიტანოს გლეხმა, რომელიც ყოფაში ამყოფებს გინდა ცეკვას და გინდა სიმღერას. ჩვენთან კი ფოლკლორში ცვლილებები არ შედის, იმიტომ რომ ყოფიდან თითქმის გამქრალია სიმღერაც და ცეკვაც (სვანეთს არ ვგულისხმობ). თუმცა აქაცაა რაღაც განსხვავებები. სიმღერებს ყოფაში დღესდღეობით მხოლოდ სუფრაზე თუ მღერიან. ასევე ცეკვაც ქორწილებისა და დღეობების თანმხლები რამაა. "შინმა" და სუხიშვილებმა თავიანთ შემოქმედებაში უბრალოდ გამოიყენეს ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები. გადაამუშავეს, თავისი დაამატეს, რაღაც გამოაკლეს და ა.შ. ეს რასაკვირველია მაინც ქართული კულტურაა, თუმცა ფოლკლორი ნამდვილად არაა. რამდენად საჭიროა მათი შემოქმედება? ალბათ იმდენად, რამდენადაც მსმენელი და მაყურებელი ჰყავს. სანამ ეყოლებათ, მანამ იარსებებენ. მეტიც, შეიძლება მათმა შემოქმედებამ ფოლკლორშიც კი გადაინაცვლოს და ხალხურ ყოფაშიც დაიმკვიდროს, თუმცა არა მგონია ამან მასშტაბური სახე შეიძინოს. ქართულმა ტრადიციულმა ფოლკლორმა თავის პიკს მიაღწია უკვე XX საუკუნის დასაწყისში და გაჩერდა. უამრავმა ჟანრმა შეწყვიტა (ან თითქმის შეწყვიტა) ყოფაში არსებობა სოციალური პირობებიდან გამომდინარე. მაგალითად შრომის სიმღერები, სარიტუალო სიმღერები, სამკურნალო სიმღერები და ა.შ. ყველაზე "ჟივუჩი" (ასე ვთქვათ) სუფრული სიმღერები გამოდგა, თუმცა მათაც შეაჩერეს თავის განვითარება უცხოეთიდან შემოსული სხვადასხვა მიმდინარეობის ხელოვნების ფონზე. A.V.M, შენ რასაც განვითარებას უწოდებ, ეგ განვითარება არაა. ეგაა ახალი მიმდინარეობების შექმნა, თუნდაც ტრადიციული ელემენტების გათვალისწინებით. ბოდიში, რამე აბდაუბდა თუ დავწერე. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი