სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დათიკო |
Jun 29 2007, 11:40 PM
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ხალხნო, მოკლედ ამას წინათ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ თურმე სომხები თავის თავს მიაფიზიტებს უწოდებენ. ზოგადად ეს ორი ტერმინი ერთნაირად იტარგმნება, მაგრამ თუმე სწყინთ როცა მათ მონოფიზიტებად იხსენიებენ, რადგან მონოფიზიტური სწავლება თავადაც ანათემაზე გადაუციათ.
კი ვიცოდი რომ ისინი თავს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას უწოდებენ და მართლმადიდებლებადაც მიაჩნიათ თავი, მაგრამ ეს ტერმინი პირველად გავიგე. მინდა რომ ამ თემაში უფრო დეტალურად ვისაუბროთ მონოფიზიტობისა თუ ორიენტალ ორთოდოქსიის შესახებ. ანუ როგორც დიალოგისას შევიტყვე: მიაფიზიტებს მართლაც ქრისტეს ერთი ბუნების სწამთ, მაგრამ მონოფიზიტებისგან განსხვავებით, მათ სწამთ, რომ ეს ერთი ბუნება სრული ღვთიური და სრული ადამიანური ბუნების თანაბარი მონაწილეობით არის შექმნილი, მათი ერთმანეთთან შერევის, ერთმანეთისგან განცალკავების და რომელიმე მათგანის ცვლილების გარეშე. მოკლედ, ვისაუბროთ ამაზე. |
![]() ![]() |
| konstantin Logos |
Sep 6 2012, 08:22 PM
პოსტი
#2
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 |
A.V.M
ციტატა ფილიოკვე ამოღებულია კათოლიკური სარწმუნეობის სიმბოლოდან.(ბენედიქტე 16ის ინიციატივით, რომელსაც ის ჯერ კიდევ კარდინალობის დროს 2000 წლიდან მოითხოვდა) ციტატა მე სვა რამეს ვწერ შენ სხვა რამეს ამბობ. ჩემი პასუხი ეხებოდა „და“ კავშირს, რომელიც შენ ახსენე. ვიფიქრე რომ საუბარია სულიწმინდაზე, რომელიც გამოვალს მამისაგან „და“ ძისაგან, ანუ ფილიოკვეს ფორმულირება, რომელსაც კათოლიკეები იყენებენ „ხანდახან“ ციტატა ახლა გეკითხები-რა გახდა მთავარი მიზეზი დასავლურ-აღმოსავლური ეკლესიაების გათიშვისა. 11 საუკუნისთვის მრავალი მიზეზი დაგროვდა(შაბათის მარხვა, რძითა და ყველით მარხვა, სამღვდელოთა უქორწინებლობის მოთხოვნა (ცელიბატი), ფილიოკვე (მრწამსისათვის დამატება ფრაზისა ძისაგან სული წმიდის გამოსვლის თაობაზე), წვერის პარსვა, დიაკონთა ეპისკოპოსად კურთხევა, უფუარი პურის გამოყენება ზიარებისას და სხვა)) , სიტუაცია მომწიფდა ამისთვის, თუმცა ბიძგი, საბაბი იყო დასავლეთ საქრისტიანოს(ლათინები) თავისებური აღქმა ეკლესიის ერთიანობისა. ანუ ეკლესიის ერთიანობაში რომი გულისხმობდა ცენტრალიზაციას, ანუ ერთის(რომის) გარშემო გაერთიანებას, და სწორედ რომს უნდა ჰქონოდა უპირატესობა სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შედარებით... ხოლო აღმოსავლეთ საქრისტიანო(ქალკედონიტი მართლმადიდებლები) ერთიანობაში გულისხმობდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთობლიობას, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას თანასწორობის შენარჩუნებით... სწორედ აქედან გამომდინარეობდა „რომის პირველობის“ განსხვავებული შეფასება ეკლესიებს შორის... რომის სამხრეთ პროვინციებში ბიზანტიური წესის შეცვლის მოთხოვნები და თავისმხრივ ბიზანტიაში ლათინური წესის მქონე ტაძრების დახურვამ კი ეს დაძაბულობა და ურთიერთგათიშვა სისრულეში მოიყვანა... ციტატა ეგენი ყველაფერი წვრილმანებია. შენ მთავარი მითხარი თუ რატომ მოვიდა ქრისტე. შენთვის შეიძლება წვრილმანია ქრისტე მოვიდა იმიტომ, რომ დამახინჯდა სწორი სწავლება და ის მოითხოვდა განახლებას..ქრისტე მოვიდა ცოდვების ასაღებად საკუთარ თავზე რომ გაეთავისუფლებინა ადამიანები ჯოჯოხეთისგან და მიეცა ადამიანებისთვის გადარჩენის შანსი წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებით, თავისი ცხოვრებით მოგვცა მაგალითი და მოგვცა სწავლება, რომელიც თავის მოციქულებს დაუტოვა საქადაგებლად მთელს მსოფლიოში.. ციტატა .(ამის ნიშნები მართლმადიდებლობაში არის) ციტატა ეს ტრადიციული დაბლოებაა... და ტრადიციულად უპასუხოდ რჩება ციტატა და ვინ მოქმედებს ეკლესიის სახელით? ხელდასმული მოციქულები? ციტატა შენ ევსები კესარიელი თუ გაქვს წაკითხული? (სადაც საუბრობს ხელდასხმულთა ჯაჭვის შესახებ?) რომელი? ორიგენეს მოწაფეს გულისხმობ, არიანელობას რომ იწყნარებდა? ციტატა სამოციქულო ეკლესია არის ბიზანტიის იმპერიის ეპისკოპოსები? ციტატა არანირად. სამოციქულოა ის ეკლესია რომელიც დღემდე იცავს ქრისტეს სწავლებას. (წვრილმანებზე არაფერს ვიტყვი. მაგალითად სამების დოგმატს) და ქრისტეს სწავლებას მხოლოდ მართლმადიდებლობა იცავს? თუ შეიძლება დავუშვათ რომ სხვა კონფესიებიც? თუ არა, მაშინ ქრისტეს სწავლების რომელ დოგმატებს ეწინაამღდეგება მაგალითად კათოლიკეობა ან ორიენტალური ეკლესიები?(ნუ პროტესტანტებზე მერე ვისაუბროთ) A.V.M ციტატა გაიზარდა ხატებისადმი თაყვანისცემა, წმინდანების რაოდენობა და მათი და თაყვანისცემა.. ციტატა ეს რამენაირად ეწინააღმდეგება ქრისეს სწავლებას? კი, ეწინაამღდეგება, არამარტო ქრისტეს სწავლებას, არამედ მოსეს, აბრაამის, იაკობის და ისააკის სწავლებასაც... ციტატა გამრავლდა ხატების სახელწოდებები, მაგალითად ჩვენ ვხვდებით ღვთისმშობლის ათეულობით განსხვავებულ ხატს, რომელსაც მართლმადიდებლების ცხოვრების ყველა წესისთვის იყენებენ, მაგალითად ბარაქის ღვთისმშობელი, უშვილობის მკურნალი ღვთისმშობელი და ა.შ. ბოდიში და ეს ემსგავსება კერპთაყვანისცემას, ვინაიდან უკვე არა ღვთისმშობლის თაყვანისცემა, არამედ კონკრეტული ხატის თაყვანისცემა ხდება... ციტატა და შენ თუ ვინმე კონკრეტული მრევლის ან თუნდაც სასულიერო პირის ფანატიკურ დამოკიდებულებას ნებისმიერი სიწმინდის მიმართ,მიიჩნევ ზოგადად ეკლესიის პოზიციად მაშინ ძალიან ცუდი. ეკლესიის პოზიციის გარეშე გამოუშვებენ ასი ათასი მოწამეთა ხატებს სხავდასხვა სახელებით? ანბანის მიხედვით: წმინდა გივი, წმინდა ჯუმბერი, წმინდა ამბაკო.. ვინ გაარჩევს იმ ასი ათასიდან ვის რა ერქვა, მაგრამ ხატები უკვე არსებობს ნებისმიერ ქართულ სახელზე, და თან ანბანის მიხედვით არის დალაგებული, იყიდება სამების ტაძარშივე... ნუთუ ამას ეკლესიის თანხმობის გარეშე ყიდიან???? ხე ნაყოფით შეიცნობა... 135 ნაირსახეობის(მეტი თუ არა) ღვთისმშობლის ხატი არსებობს, ყველა განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ მოვლენას ერგება.. როგორ ფიქრობ ეს ნორმალური მოვლენაა? თუ ღვთისმშობლის თაყვანისცემა ხდება, რაღატომ არსებობს ამდენი ხატი სხვადასხვა დატვირთვის მქონე, თითქოს ღვთისმშობელის „ავატარები“ იყოს... ძალიან მაგონებს ინდუისტურ „მონოთეიზმს“, ერთი ღმერთის მრავალნაირ გამოვლინებას.. თაყვანს ვცემთ კრიშნას მეათე ინკარნაციას, სადაც ის ღატაკთა მფარველად გვევლინება, თაყვანს ვცემთ კრიშნას მეორე ინკარნაციას, სადაც ის ავადმყოფთა მკურნალად გვევლინება .. . ახლა არ მითხრა რომ მართლმადიდებლური ხატები ეკლესიის პოზიციით არ არის გამყარებულიო... ციტატა შეიცვალა პირჯვრის გადაწერის წესი, ციტატა ამაზე იმდენი გვაქვს ნაკამათევი ამ ფორუმზე...(თუნდაც ბატონ ძველმართლმადიდებელთან) რომ აღარ მაქვს სურვილი კიდევ ვწერო გაუთავებელი პოსტები... მითხარი რომელი წესი როგორ შეიცვალა და რაში ეწინააღმდეგება ეს ქრისტეს სწავლებას? საერთოდ პირჯვრის გადაწერის ტრადიცია რომელი საუკუნიდან იწყება ჯერ ეს არის გასარკვევი...მეორეც თუ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ასეთ დეტალებს, მაშინ რაღატომ ვკიცხავთ სხვა კონფესიების? გიტარაზე დაკვრა და სიმღერა ტაძარში ეწინაამღდეგება ქრისტეს სწავლებას? უფუარი პურის გამოყენება ეწინაამღდეგება? სასულიერო პირების წვერის პარსვა ეწინაამღდეგება? ციტატა შემოღებულია: ხატების, ჯვრების კოცნა, მღდელმსახურების ხელზე მთხევა, სანთლების დანთება... ციტატა იგივე კითხვა. ყოლივე ეს რაში ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას? იხილე წინა პოსტი... ციტატა სწავლება სულის წარმოშობის შესახებ(კრეაციონისტული), სხვათა შორის ახლახანს ვეცნობოდი ედიშერის ნაშრომს სულის წარმოშობაზე. მაგრამ შენ ეგ მითხარი ვინ შეცვალა ეგ სწავლება და როდის? ედიშერ ჭელიძის შეფასებები კიდევ ცალკე თემაა.. ის წინაამღდეგობაში მოდის რუსი მართლმადიდებელი თეოლოგების შეფასებებთან ამ საკითხთან დაკავსირებით. თვითონ წმინდა მამების გამონათვამებიდან მსჯელობა რთულია, როცა წინაამღდეგობრივი აზრია ჩადებული.. A.V.M ციტატა შეცვლილია ნათლობის წესი და მნიშვნელობა... ციტატა ეს საინტერესოა. რას გულისხმობ წესისა და მნიშვნელობის ცვლილებაში? ვგულისხმობ ჩვილობაში მონათვლის წესს ვითომდა პირველქმნილი ცოდვის მოსახსნელად, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, თუ არ ვცდები კართაგენის კრებაზე დაადგინეს. ანუ აქ წყლით ნათლობისთვის მეტი დატვირთვაა მიცემული, და მონანიებას, შეგნებულ არჩევანს და მადლისმიერ ნათლობას(სულით ნათლობას) მეორეხარისხოვანი... ანუ რიტუალურ წესზეა(ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა) აღებული ორიენტირი და არა მადლზე, რომელიც მხოლოდ პირადი რწმენით, პირადი ღირსებებით და პირადი არჩევანით, მონანიებით და მართალი ცხოვრებით მიიღწევა(რაც ჩვილს ვერ ექნება)... ციტატა შეცვლილია ტერმინოლოგია(უჰიპოსტასო ბუნების შესაძლებლობა+ დიოენერგიზმი, უჰიპოსტასო ბუნებისთვის ჰიპოსტასის მოხმობის საშუალება) ციტატა აქაც კონკრეტული მაგალითებით უნდავილაპარაკოთ. თორემ იმდენად ფაქიზია ეგ თემა( ჰიპოსტასი , ბუნება , ქმნილება და.ა.შ.) რომ შეიძლება უნებლიედ შეცდომბი დავუშვათ. მესამე საეკლესიო კრების ჩათვლით ტერმინები უჰიპოსტასო ბუნება, ორი ბუნების შეერთება ერთ ჰიპოსტასში წარმოუდგენელი იყო...ამას მოწმობს ალექსანდრიული სკოლის/კათედრის წარმომადგენლების ტერმინოლოგია, რომლებმაც მესამე საეკლესიო კრებაზე ნესტორიანობა დაგმეს.(ნესტორმაც კი იცოდა რომ უჰიპოსტასო ბუნება მხოლოდ აბსტრაქციაა, შესაბამისად ორ ბუნებას ორი ჰიპოსტასი მიუსადაგა) ... თვითონ ქალკედონურ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება „ორი ბუნების შესახებ“ არ იყო ნათელი და მოითხოვდა დაზუსტებას თუ როგორ მოხდა ამ ორი ბუნების შეერთება ისე, რომ სიტყვა-ღმერთის ჰიპოსტასი საერთო გახდა როგორც ღვთაებრივი ბუნებისთვის ასევე ადამიანურისთვის.. მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ შემოვიდა მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ლოგოსის ღვთაებრიობის წყალობით მოხდა ადამიანური ბუნებისთვის ჰიპოსტასის მოხმობა, ანუ „ჰიპოსტასიზაცია“... საერთოდ ქალკედონიტებისთვის არ იყო უცხო ახალი ტერმინების შემოღება და სწორედ ეს გახდა მიზეზი შემდეგში ისედაც გაბზარული ურთიერთობების აღსადგენად ქალკედონირებსა და ანტიქალკედონიტებს შორის... ციტატა თანაც უნიკალურ სასწაულად, რომელიც ვითომდა მართლმადიდებლებზე გადმოდის... ციტატა აბა შენი აზრი გვითხარი ამ ყოველივეზე. ცეცხლი არ გადმოდის და ხელოვნურად ვანთებთ? თუ სხვებზეც გადმოდის ამ დღეს და არ ვაჩენთ? 1)ჩვეულებრივი ცერემონიალი, სადაც ანთებენ ისევე როგორც ჩვეულებრივ დღესასწაულებზე... შეიძლება ყოფილა შემთხვევა ღვთაებრივად ანთების, მაგრამ არა ყოველ წელს, არა ერთსა და იმავე დღეს ანუ დაკვეთით ასეთი რამ არ ხდება... 2)ცეცხლი გადმოდის სხვებზეც. მაგალითად იყო შემთხვევები როცა სომხების კალენდარსა და მართლმადიდებლების კალენდრებს შორის ცდომილება იყო. მაშინ სომხებს ცალკე ჩაუტარებიათ ცერემონიალი და ცეცხლი გადმოსულა(აინთო/აანთეს).. 3) უფლის საფლავთან ლოცულობს არამარტო მართლმადიდებელი პატრიარქი, არამედ სომეხი არქიმანდრიტიც. |
დათიკო მიაფიზიტები Jun 29 2007, 11:40 PM
მნათე ამ საუბარში მეც ვმ... Jun 29 2007, 11:48 PM
დათიკო მნათე
ნუ ლოსკის მი... Jun 30 2007, 12:01 AM
ლეონტი არსებობს ცნობები, ... Jun 30 2007, 12:01 AM
Sotiris დათიკო
ნუ ანერვიუ... Jun 30 2007, 01:12 AM
დათიკო Sotiris
არაა ეგ პრობლემ... Jun 30 2007, 01:17 AM
Sotiris
Sotiris
არაა ეგ პრობლე... Jun 30 2007, 04:27 AM
ნათია ძალიან საინტერესო ... Jun 30 2007, 01:50 AM
მნათე
მოკლედ ჩვენ ვამბო... Jun 30 2007, 02:40 AM
დათიკო მნათე
კი
მაცხოვარ... Jun 30 2007, 02:46 AM
მნათე
და ეს მიაფიზიტები... Jun 30 2007, 02:50 AM
ლეონტი სოტირისის მოტანილ... Jun 30 2007, 09:40 AM
Sotiris
სოტირისის მოტანილ... Jul 1 2007, 07:53 PM
italieli-dato
[b]ღმერთმა გვაშოროს... Jul 1 2007, 07:58 PM
ალექსანდრე ქართულად თარგმნეთ ... Jul 1 2007, 05:40 AM
დათიკო გაღმა ფორუმზე ასეთ... Jul 1 2007, 05:40 PM
Lenus "Our Church is Orthodox, because it has the t... Jul 1 2007, 06:10 PM
დათიკო Lenus
სწორედ რომ ბუნე... Jul 1 2007, 06:17 PM
დათიკო მე რატომღაც ასეთ ტ... Jul 1 2007, 08:13 PM
Sotiris აგერ ვდებ ლინკებს ... Jul 1 2007, 08:51 PM
forumis virusi
შამბეზის დოკუმენტ... Jul 1 2007, 09:44 PM
დათიკო Sotiris
ნეტში ხომ არ გე... Jul 1 2007, 09:13 PM
Sotiris
Sotiris
ნეტში ხომ არ გე... Jul 1 2007, 09:29 PM
დათიკო Sotiris
სამწუხაროა. არა... Jul 1 2007, 09:42 PM
Sotiris
Sotiris
კურაევის წერილ... Jul 1 2007, 10:13 PM
დათიკო Sotiris
მოკლედ რა.
რა არ... Jul 1 2007, 10:21 PM
დათიკო Audio interview with His All Holiness Ecumenical P... Jul 1 2007, 11:02 PM
Sotiris
Audio interview with His All Holiness Ecumenical ... Jul 1 2007, 11:22 PM
კანუდოსელი
უფრო საინტერესო ი... Jul 2 2007, 11:58 AM
Sotiris
ანათემა ეხება მონ... Jul 2 2007, 07:00 PM
დათიკო კანუდოსელი
მე კი მ... Jul 2 2007, 04:44 PM
likita ისეთი შთაბეჭდილებ... Jul 2 2007, 04:58 PM
Lenus
მგონი არა მარტივ, ... Jul 2 2007, 05:02 PM
დათიკო Lenus
ხო, არც ისე მარტი... Jul 2 2007, 05:28 PM
კანუდოსელი
Lenus
ხო, არც ისე მარტ... Jul 2 2007, 05:37 PM
დათიკო კანუდოსელი
აბა რო... Jul 2 2007, 05:46 PM
Lenus
კი, ბევრი არ წამიკ... Jul 2 2007, 06:35 PM
კანონისტი აი რა ვნახე ვიკიპე... Sep 6 2007, 12:28 PM
Sotiris
Православные Церкви не явл... Sep 6 2007, 08:48 PM
კანონისტი აქვე, სომხეთის სამ... Sep 6 2007, 12:48 PM
დათიკო ბოლო ბოლო გაირკვა ... Sep 6 2007, 07:28 PM
კანონისტი დათიკო
წაიკითხე ის... Sep 6 2007, 07:32 PM
დათიკო კანონისტი
წავიკით... Sep 6 2007, 07:35 PM
დათიკო Sotiris
:lol:
უი ეგ ვერ შევ... Sep 6 2007, 09:24 PM
რემანოზი რაც შ Sep 11 2007, 09:12 PM
კანონისტი ძალიან საინტერესო ... Oct 2 2007, 11:59 AM
konstantin Logos სომხური ეკლესია არ... Jul 6 2012, 08:41 AM
A.V.M konstantin Logos
რაღაც მაინტ... Jul 11 2012, 05:05 PM
konstantin Logos
konstantin Logos
რაღაც მაინტ... Jul 20 2012, 09:30 AM
dokeri მონოფიზიტობა არის ... Jul 20 2012, 03:34 PM
konstantin Logos
მონოფიზიტობა არის... Jul 20 2012, 08:47 PM
afxazi konstantin Logos
გინდა მიაფ... Jul 20 2012, 09:29 PM
konstantin Logos
konstantin Logos
გინდა მიაფი... Jul 20 2012, 10:17 PM
afxazi konstantin Logos
საერთოდ ეს ... Jul 21 2012, 01:23 PM
A.V.M ფორუმული პოლემიკე... Jul 21 2012, 03:02 PM
konstantin Logos afxazi
მგონი დეფინიცი... Jul 21 2012, 10:50 PM
dokeri ჭეშმარიტება ერთია ... Aug 29 2012, 07:27 PM
A.V.M konstantin Logos
ახლა ვნახე შ... Aug 29 2012, 09:26 PM
konstantin Logos dokeri
რა თქმა უნდა ჭეშ... Aug 30 2012, 07:36 AM
A.V.M konstantin Logos
ჯერ კონკრეტ... Aug 30 2012, 12:27 PM
dokeri
ჭეშმარიტი და უნაკ... Aug 30 2012, 02:11 PM
A.V.M
არა მგონია...
,,ქრის... Aug 30 2012, 10:04 PM
dokeri [quote name='A.V.M' post='714879' ... Sep 3 2012, 01:34 PM
konstantin Logos A.V.M
ვარ მართლმადიდე... Sep 4 2012, 08:48 AM
konstantin Logos dokeri
ასე რომ ყოფილიყ... Sep 4 2012, 09:02 AM
A.V.M
ჩვეული პასუხია...:D
(... Sep 4 2012, 12:20 PM
konstantin Logos A.V.M
ბართლომე არ არი... Sep 4 2012, 12:22 PM
A.V.M
საჭირო რომ ყოფილი... Sep 4 2012, 12:28 PM
konstantin Logos A.V.M
ფილიოკვე ამოღებ... Sep 4 2012, 01:23 PM
A.V.M
მე სვა რამეს ვწერ შ... Sep 4 2012, 01:59 PM
dokeri konstantin Logos
ბართლომე არ... Sep 4 2012, 04:01 PM
A.V.M
მთლად საუბარზე ნუ ... Sep 4 2012, 04:30 PM
A.V.M
ფილიოკვე რა თქმა უ... Sep 6 2012, 09:54 PM
konstantin Logos A.V.M
ვერ გავიგე :(
ჩვე... Sep 6 2012, 10:14 PM
George Leluashvili konstantin Logos
არა ბიჭო ეხლ... Sep 6 2012, 10:34 PM
A.V.M
მოიცა!მოიცა!
ახ... Sep 6 2012, 10:35 PM
konstantin Logos A.V.M
ბოდიში მაგრამ ... Sep 6 2012, 10:37 PM
konstantin Logos
ამაზე არსებობს მი... Sep 6 2012, 10:53 PM
A.V.M
რა პრობლემებიცაა ... Sep 7 2012, 11:11 PM
A.V.M
ზომიერება ყოველთვ... Sep 8 2012, 12:39 AM
konstantin Logos A.V.M
როგორც ვხედავ ს... Sep 8 2012, 01:07 AM
konstantin Logos A.V.M
არა, მე ვგულისხმ... Sep 8 2012, 01:26 AM
A.V.M
ღმერთმა ნუ ქნას ვი... Sep 9 2012, 11:54 PM
konstantin Logos A.V.M
ლაშა რატომ უნდა ... Sep 12 2012, 12:49 PM
A.V.M თქვენი აზრით წმ.მო... Oct 11 2012, 01:53 AM
A.V.M რატო არ წერთ არაფე... Oct 12 2012, 02:32 AM
Otherguy A.V.M
მთავარი პრობლემ... Oct 19 2012, 10:30 PM
A.V.M Otherguy
ველოდი პოსტს ამ... Oct 20 2012, 02:16 AM
Otherguy A.V.M
ათეიზმი აქ არაფ... Oct 20 2012, 08:43 PM
A.V.M
ანუ იესო ღმერთკაც... Oct 21 2012, 01:28 AM
Otherguy A.V.M
ათეიზმი რა შუაშ... Oct 21 2012, 01:56 AM
A.V.M Otherguy
მე რაღაც გკითხე... Oct 22 2012, 01:49 AM
George Leluashvili Otherguy
ღვთაებრივ ნება... Oct 22 2012, 02:49 AM
Otherguy A.V.M
არიან მწვალებლე... Oct 22 2012, 07:23 AM
marine რაღაც ასე მახსოვს, ... Oct 22 2012, 05:00 PM
afxazi Otherguy
მარტივი და გულ... Oct 22 2012, 08:28 PM
Otherguy
Otherguy
მარტივი და გულ... Oct 23 2012, 07:52 AM
George Leluashvili Otherguy
"დამორჩილებუ... Oct 22 2012, 11:08 PM
A.V.M Otherguy
აფხაზმა დაგიწე... Oct 23 2012, 01:28 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th July 2026 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი