ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 09:22 PM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები. მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები. აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის. როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები. მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს. აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ. აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი. ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ). მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს. თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 11:09 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
esre ars cheshmariteba
ციტატა სულმოუთქმელად ველი მორმონთა წიგნის ქართულად გამოცემას რომელიც 3 წელიწადში იქნება ისე, 3 წელიწადში სულ გადამავიწყდება ეგ სექტა ციტატა გარეგნულად კარგი ხალხი ჩანს მაგრამ შეიძლება ეს მოჩვენებითი იყოს გიო, იმიტომ რომ თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს _ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. არაა, ამაში ვერ დაგეთანხმები. ადამიანს ეტყობა როცა ფარისევლობს და როცა მართლა გულიანია. ეგენი კი მართლა კარგი ადამიანები არიან შინაგანად. ციტატა ერთი მუხლი მომიგდეს მკვახედ და ისიც ვერ ან არ განმარტეს რომელ მომენტს გულისხმობ? ციტატა მოკლედ ვინც ბიბლიის გარდა სხვა რაიმეს მთავაზობს და ღვთის სიტყვად ასაღებს , ინტერესი მეკარგება მის მიმართ მით-უმეტეს ჯოზეფ სმიტის ნაბოდვარს ლოლუა ციტატა შენ მორმონებს რო შეხვდი რაზე ილაპარაკეთ? თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ მათი სახელმძრვანელო წმინდა წერილი მხოლოდ ბიბლიით არ შემოიფარგლება. ბიბლიის თანასწორ წმინდა წერილად აღიარებენ ე.წ. "მორმონის წიგნს", რომელიც ვითომდა ბიბლიის პარალელურად იწერებოდა ამერიკის კონტინენტზე და მოგვითხრობს იქ მცხოვრებ "წინასწარმეტყველებსა" და "პატრიარქებზე". აგრეთვე გადმოგვცემს იესო ქრისტეს ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომლებიც არაა მოცემული ოთხ სახარებაში. დღეს ვუყურეთ ფილმს იოსებ სმიტის შესახებ, თუ როგორ იხილა ვითომდა მამა და ძე ღმერთი, რომლებმაც "უთხრეს", რომ რც ერთი ეკლესია არ იყო ჭეშმარიტი და თავად მას დაავალა ახალი ჭეშმარიტი ეკლესიის დაარსება. ვცდილობ, რომ პოლემიკაში არ შევიდე, რადგან წმინდა წერილი ნაკლებად ესმით და თანაც არ მინდა ურთიერთობის გამწვავება, თორე მათი ჩაჭრა ძალიან ადვილია. ამბობენ ისეთ რაღაცეებს, რასაც საერთოდ არ გააჩნია ბიბლიური საფუძველი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი