ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 09:22 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები. მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები. აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის. როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები. მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს. აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ. აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი. ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ). მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს. თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 7 2012, 12:05 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
.
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
puskuu |
Sep 7 2012, 09:10 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 88 რეგისტრ.: 6-September 10 წევრი № 9,417 |
ლოლუა კარგი, თან სურათებსაც მოვაყოლებ ეს ვართ მე და შმაგი (esre ars cheshmariteba) მათ აქვთ მკრეხელური სწავლებები, როგორიც არის იესო ქრისტეს შობა არა მამა ღმერთისგან, არამედ მამა ღმერთის ცოლისგან (ღმერთმა მომიტევოს ამის გამეორება). აგრეთვე ასწავლიან, რომ მამა ღმერთს აქვს ჩვენი მსგავსი სხეული, მაგრამ ის არ ექვემდებარება ხრწნას. ასწავლიან, რომ მოციქულების გარდაცვალების შემდეგ დადგა "დიდი განდგომა", რაც გულისხმობს სახარების დაკარგვას მთელი 19 საუკუნის განმავლობაში და ჭეშმარიტი ეკლესიის არ არსებობას იოსებ სმიტამდე. უხუცესები ლი რედფილდი და ანტონ სტეგელი. მართლმადიდებლობისაგან განსხვავებულად ასწავლიან სამოთხისეულ საფეხურებს, რომლებსაც კონკრეტული დასახელებები აქვთ და სხვადასხვა რჯულისა და ცოდვილობის ხარისხის ადამიანები იმკვიდრებენ იქ. ასწავლიან, რომ მე-19 საუკუნეში ღვთის დავალებით იოსებ სმიტმა აღმოაჩინა ოქროს ფირფიტებზე დაწერილი "მორმონის წიგნი", რომელშიც აღწერილია იესო ქრისტეს ცხოვრების ისეთ დეტალები, რომლებიც არაა მოცემული ოთხ სახარებაში. აგრეთვე ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები "წინასწარმეტყველები" და მათი თავგადასავლები, რომლებიც ზღაპარსუფრო გავს. და ეს წიგნი თანაბრმნიშვნელოვანია ბიბლისა, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მათ აქვთ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, რომელიც შედგება ბიბლიის კითხვის, გალობის და ზიარებისგან. აზიარებენ პურითა და წყლით... ურთიერთობა გვაქვს ძალიან თბილი და მეგობრული. მართლა კარგი ადამიანები არიან. რუსთავში სულ 6 მორმონია, რომლებიც ამერიკიდან არიან სამქადაგებლო მისიით გამოგზავნილნი (ერთი მათგანი ინგლისელია, ერთიც მექსიკელი). ეს ვაშკაცებნი ჩემი მეზობლები არიან ) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი