IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ყორანქედის მამათა მონასტერი :(, გავერთიანდეთ დასახმარებლად
mariami-k
პოსტი Aug 25 2012, 01:21 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ერთხელ უკვე დავეხმარეთ ამ მონასტერს
http://church.ge/index.php?showtopic=7679&...%83%98%E1%83%A1

მაგრამ ეხლა უფრო მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. sad.gif
ახლა შემატყობინეს, რომ გუშინ დაიწვა მონასტრის შენობა. ხანძარი სახურავიდან გაჩნდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს. მადლობა ღმერთს, რომ თვითონ არ დაშავდნენ. ტრაპეზის დროს მოხდა ეს შემთხვევა.

იქნებ გავრთიანდეთ უწინდებურად და აქცია მოვაწყოთ მათ დასახმარებლად?


ეს ის შენობაა, რომელიც მამებმა საკუთარი შრომის და დიდი ენერგიის ფასად ააშენს და ხანძარმა გაანადგურა.

IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
mariami-k
პოსტი Sep 9 2012, 07:43 PM
პოსტი #2


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



http://www.kvirispalitra.ge/public/13670-s...-monasters.html


შევეწიოთ მონასტერს!
"ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს"

ცოტა ხნის წინ, რუის-ურბნისის ეპარქიის ყორანქედის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის ბერების საცხოვრებელ სენაკებს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ბერების სენაკები და იქ არსებული ინვენტარი. სასულიერო პირებს დღესდღეობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი),მონასტრის წინამძღვარი:

- 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, საოცარი განსაცდელი დაგვატყდა თავს... იმ პერიოდში მე მონასტერში არ ვიყავი, ტაძრის (რომელიც მშენებლობის პროცესშია) ნახაზებში რაღაც დეტალების დამატება მინდოდა და ამასთან დაკავშირებით თბილისში გახლდით ამოსული. იმ დღეს მუშები ტაძრის მოპირკეთებაზე ჩვეულებრივად მუშაობდნენ, მონასტრის წევრები წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ. მოკლედ, როდესაც ყველანი, სხვადასხვა მიზეზით, კელიებიდან გამოსულები ვიყავით, იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი როგორც ირკვევა, მანსარდში ელექტროსადენიდან გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა: კელიები, სატრაპეზო, სათავსები... როდესაც მუშებმა კვამლი შენიშნეს, უკვე გვიანი იყო, ცეცხლი გამძვინვარებულიყო და ყველანი მის ჩაქრობას ცდილობდნენ... შენობა, რომელშიც ვცხოვრობდით, 3 წლის აშენებულია, მაგრამ როგორც ჩანს, სახურავში რომელიღაც სადენი სუსტი აღმოჩნდა...

ხაშურის სახანძრომაც ცოტათი დააგვიანა მოსვლა (გზაში უამრავი აღმართია გასავლელი) და სახანძრო რომ მოვიდა, შენობას სახურავი აღარ ჰქონდა. ჩვენს დასახმარებლად ბორჯომიდანაც წამოვიდა სამხიდიანი "კამაზი", მაგრამ ისიც გზაში რაღაცამ შეაფერხა...

- მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ?
- მაშინვე დამირეკეს. თბილისში ყველაფერი გადავდე და მონასტრისკენ გავეშურე, მაგრამ გზაში ავარიაში მოვყევი, უკნიდან მანქანა დაგვეჯახა. ღვთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ მანქანა, რომელშიც ვიჯექი, აღარ ვარგა... მონასტერს რომ მივუახლოვდით, გზაში დედაო გველოდებოდა, ჯიპით რომ ავსულიყავით ზემოთ. ჯიპში ჩავსხედით თუ არა, მანქანაში წყალი ადუღდა. შემდეგ ჩემს ასაყვანად მონასტრის მანქანას დავურეკე და მასაც საწვავი გამოელია... ყველა წინააღმდეგობა თითქოს იმიტომ შეიქმნა, რომ დროულად არ ავსულიყავით იქ... ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ნამდვილად განსაცდელი იყო და არა უბრალოდ შემთხვევა...
მადლობა ღმერთს, რომ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ.

- კი, მაგრამ ამ ზამთრისთვის ღია ცის ქვეშ რომ დარჩით...
- კი, ასეა. თან, ხაშურის რაიონში ადრე ზამთრდება...

- ახლა დროებით სად ცხოვრობთ?
- ბერებიდან ზოგმა კარავს შეაფარა თავი, ზოგი ღია ცის ქვეშ ათენებს, ზოგიც ვტოფარეხში, კონტეინერში... იმედი მაქვს, რომ ადამიანების დახმარებით, ყველაფერი მალე აღდგება. ყოველ შემთხვევაში, შენობა გადაიხურება და ფანჯრები ჩაისმება, რომ ზამთარში შიგ შესვლა შევძლოთ.

- ამ ფაქტმა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობას ხელი ხომ არ ეუშალა?
- ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელი სწორედ მაგ ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. მართლაც ისეთი რუდუნებით, წვალებითა და შრომით იგება ეს ტაძარი, რომ...

- რას გულისხმობთ?
- ნებისმიერ განსაცდელს თავისი ახსნა აქვს: დიდი მადლის კეთებისას წინააღმდეგობები ოველთვის იქმნება ხოლმე... მადლობა ღმერთს, რომ ღვთის წყალობით, ტაძარი მშენებლობის
იმ ეტაპზეა, რომ საქმის 70% უკვე გადალახულია... განსაცდელი იმიტომ შეგვემთხვა, რომ მშენებლობა გაჩერებულიყო და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგვეტანა. ღვთის შეწევნით,
არ ვჩერდებით! ადამიანებს არც ჩვენთვის და არც ტაძრისთვის სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ. ამ ამბის შემდეგაც აქტიურად მოდიან, რეკავენ, ყოველთვის გვერდში გვედგნენ...

ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს. უნდა მოვითმინოთ! მით უმეტეს, ქრისტიანი ადამიანი ხომ მუდმივად ღვთის ნებასა და განგებაზეა დამოკიდებული... ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ყოველ წელიწადს ახალ მონასტერში მიწევდა გადასვლა. აშენდებოდა, გაკეთდებოდა და იქაურობას ვტოვებდი. ამ მონასტერში უკვე სამი წელიწადია, რაც ვმოღვაწეობ. თავიდან რომ მოვედით, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. არაფერი გვქონდა და ახლაც ნულიდან გვიწევს დაწყება.

- ბევრ მონასტერში იმსახურეთ?
- მეცხრე წელია, რაც რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მონასტერში მომიწია მოღვაწეობამ, კერძოდ, ძამის ხეობაში - ტბეთის მონასტერში, ბერად იქ აღვიკვეცე, საიდანაც სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერში გადავედი, შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში ერთი წელი ვიმსახურე და მერე ყინწვისის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლა კი ხაშურის სოფელ ხცისის მახლობლად ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღოლი ვარ. იმ ადგილას, სადაც ახლა ვმოღვაწეობ, სამონასტრო ცხოვრება როგორც გითხარით, ნულიდან დავიწყეთ. პატარა ტაძარი, რომელიც ავირჩიეთ, VIII საუკუნეში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გარშემო საუცხოო ბუნებაა და ამონასტრო ცხოვრების დასაწყებად ადგილმდებარეობა ძალიან მოგვეწონა.

- როგორც გავიგე, ყინწვისიდან იქ თქვენი ნებით წასულხართ. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- მეტი სიმყუდროვე გვინდოდა... მოკლედ, გადავედით თუ არა, დავიწყეთ წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. მლოცველებმაც იმატა. მრევლი გაიზარდა და პატარა ტაძარში, რომელიც ზომით - 9/4-ზეა, ვეღარ ვეტეოდით და სივიწროვის გამო ახალი, მასშტაბური ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ. თანდათან მონასტრის ძმობაც გაიზარდა და უკვე 2 წელია, რაც ჩვენი სურვილი, უფლის შეწევნით, რეალობად იქცა და ელია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარს ვაშენებთ.როგორც გითხარით, ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და მოპირკეთება მიმდინარეობს.

- მონასტერი სოფელს დიდად არის დაშორებული?
- სოფლიდან კილომეტრ-ნახევარია. მთიანი ადგილია კია, მაგრამ რამდენიმე სამანქანო გზა ადის. ულამაზესი ბუნება და იშვიათი მიკროკლიმატია: ფრინველები და ცხოველები გასამრავლებლად მთებიდან ყორანქედის მიდამოებში ჩამოდიან... ყოფილა შემთხვევა, დათვებს ჩვენთვის საზამთრო მარაგიც კი შეუჭამიათ. ცხვრები გვყავდა და ისინიც გაგვინადგურეს. რამდენიმე კვირის წინ, 15 მეტრში დავინახეთ, დათვი როგორ ჭამდა ტყემალს. რომ დაგვინახა, გაიქცა.

- ხანძრამდე როგორ ცხოვრობდით მონასტერში?
- ჩვენი მეურნეობა გვაქვს: საკუთარი ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ. გვყავს საქონელი და ფრინველი. საზამთროდ ჩვენს მოწეულ მოსავალს ვიმარაგებთ. ასევე მრევლიც გვეხმარება. ვისაც შეხება აქვს ეკლესიასთან და წარმოდგენა აქვს ეკლესია-მონასტრის დანიშნულებაზე, ყველა გვერდში გვიდგას: ზოგი ფიზიკურად გვეხმარება, ზოგი - მატერიალურად, ზოგიც მასალით... მოკლედ, ერთსულოვნებითა და ღვთის შეწევნით ვცხოვრობთ...

- ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა უშუალოდ ვინ დააფინანსა?
- არის ერთი პიროვნება - ვეფხვია კობახიძე, რომელმაც ამ ტაძრის ასაშენებლად დიდი საქმე გააკეთა. ამასთან, ჩვენი მონასტრის სახელზე ბანკში გახსნილია ანგარიშიც. საკმაოდ მასშტაბური ტაძარია. მისი ზომებია: 17/12-ზე; სიმაღლეში ჯვრიანად 19 მეტრი. უკვე ჯვარიც დავადგით. ტაძარი სულ ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული მიწისქვეშაა, სადაც კიბით ჩადიხარ. იმ სართულზე კიდევ სამი ტაძარია: მაცხოვრის შობის სახელობის, ღვთისმშობლის და პანტელეიმონ მკურნალის...

- მამაო, წარმოშობით სადაური ხართ?
- სიღნაღიდან ვარ, ქიზიყელი, მაგრამ თბილისში გავიზარდე და სკოლა და უმაღლესი განათლებაც თბილისში მივიღე.

- ბერობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეთ?
- კი. თუმცა მანამდე ეკლესიამონასტრებში ვცხოვრობდი... 2004 წლიდან კი უკვე ბერი ვარ...

- ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. თან, ძალიან ახალგაზრდა ღკვეცილხართ ბერად...
- 21 წლის ვიყავი, მაგრამ მანამდე ღმერთმა ბევრი რამ დამანახვა... ვნახე, რა იყო ღირებული და რა - არა... დღეს ბევრი მეკითხება, - 21 წლისას ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდაო?..

- დედა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- აბა, რა გითხრათ? გვარში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მე ვიყავი... ძალიან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის ჩემი ნაბიჯის აღქმა. მამა ექიმია, დედა - ფარმაცევტი... 4 წელიწადი ფაქტობრივად, მამასთან ურთიერთობა არ მქონია. ნაწყენი იყო, მაგრამ დღეს ჩემთან ერთად არის, გვერდში მიდგას და მეხმარება...

- დედმამიშვილი არ გყავთ?
- და მყავს, რომელსაც 3 შვილი ჰყავს... ყველანი გვერდში მიდგანან.

- საერთოდ, საკუთარი ცხოვრების შესახებ სასულიერო პირები, მით უფრო ბერები, თითქმის არ ლაპარაკობენ... მინდა, მადლობა გითხრათ, ჩემს კითხვებს რომ უპასუხეთ.
- რაღაც ისე მოხდა, რომ მართლაც ბევრი ვილაპარაკე (იღიმება). საერთოდ, მეუბნებიან, განსაკუთრებული სიტყვაძუნწობით გამოირჩევიო...

- რა დაგანახვათ თქვენმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ შეაფასებდით მას?
- შეფასება ის არის, რომ სულზე ღირებული არაფერია! ამაზე დიდი საუნჯე სხვა არ არსებობს.

- მერე ამ გზაზე სიარული ადვილი რომ არ არის?
- სულისთვის ზრუნვა არ არის ძნელი, მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგე. ღმერთი სიყვარულია, ყველაფერს ითვალისწინებს და გაგიგებს, მაგრამ ის, რომ საღმრთო სჯული დავარღვიოთ და ურჯულოდ ვიცხოვროთ, ამის პირობას არ გვიქმნის... სახარებაში წერია: "რომელსაც თვალნი აქვს და ყურნი აქვს, ესმოდეს და სწორად ხედავდეს". დიახ, სწორად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ხოლო თუ სწორად ცხოვრება გინდა, აუცილებლად მოძღვარი
უნდა გყავდეს, რადგანაც ცხვარი მწყემსის გარეშე ყოველთვის დაბნეული იქნება. ვერც ერთ წინააღმდეგობას ვერ გადალახავს... უფალი ბრძანებს: "არ არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს". ადამიანი ისე ვერ იცხოვრებ, რომ შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ მთავარი სინანულია. ყველა ადამიანს თავისი უნდა ჰქონდეს.

P.S. გთხოვთ, შეეწიოთ მონასტერს, რათა დროულად მოხდეს სენაკების აღდგენა
და ბერები ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

საბანკო კოდი: TBCBGE22,
ლარის ანგარიშის ნომერი
GE95TB0652936080100004,
დოლარი/ევრო
GE15TB0652936180100005,
მიმღები: რუის-ურბნისის
ყორანქედის ელია
წინასწარმეტყველის სახელობის
მამათა მონასტერი, ან
დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან
და ბილაინიდან ტელეფონის
ნომერზე: 0901080809
ზარის ღირებულება - 1 ლარი:
მონასტრის საკონტაქტო
ტელეფონია: 593 121055

ლალი ფაცია (ჟურნალი ”გზა”)


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mariami-k   ყორანქედის მამათა მონასტერი :(   Aug 25 2012, 01:21 PM
A.V.M   იდეა, ფული და ერთი შ...   Aug 26 2012, 09:10 PM
mariami-k   :( http://b.pix.ge/w/0yd7z.jpg   Aug 26 2012, 09:12 PM
mariami-k   http://a.pix.ge/w/vx14g.jpg   Aug 26 2012, 09:25 PM
A.V.M   მამა სერგი რა კაცი...   Aug 26 2012, 09:28 PM
mariami-k   A.V.M მეც მეცოდება ძა...   Aug 26 2012, 09:30 PM
A.V.M   ვნახოთ აბა...მე ყოვ...   Aug 26 2012, 09:34 PM
lingvo   ფორუმის ფონდი აღარ...   Aug 26 2012, 10:00 PM
mariami-k   lingvo კი, მაგრამ დახმა...   Aug 26 2012, 10:04 PM
izi-bartki   :((((( ვაიიი, აუფ რა ცუდ...   Aug 26 2012, 10:20 PM
mariami-k   იქნებ შევძლოთ თანხ...   Aug 26 2012, 10:29 PM
A.V.M   მე ვარ მზად ლინგვო....   Aug 26 2012, 11:13 PM
სიდონია   მეც აქ ვარ:)   Aug 27 2012, 10:34 AM
lingvo   A.V.M თუ მზად ხარ მაში...   Aug 27 2012, 12:54 PM
mariami-k   lingvo გაიხარე. :) გურამ...   Aug 27 2012, 01:08 PM
mariami-k   http://s018.radikal.ru/i523/1208/d7/3dc59632385a.j...   Aug 27 2012, 01:30 PM
A.V.M   lingvo აღმოჩნდა რომ მე ...   Aug 27 2012, 04:03 PM
mariami-k   A.V.M შენ რომელ დღით ჩ...   Aug 28 2012, 02:20 PM
A.V.M   5-ისკენ ვეპირები   Aug 28 2012, 02:23 PM
mariami-k   A.V.M მე 3 ან 6 სექტემბე...   Aug 28 2012, 02:26 PM
A.V.M   კი ბატონო! მოკლე...   Aug 28 2012, 02:28 PM
A.V.M   http://church.ge/index.php?act=ST&f=39&t=4...220#e...   Aug 28 2012, 02:57 PM
lingvo   დაწერეთ როცა ჩამოხ...   Aug 30 2012, 08:33 PM
mariami-k   დღეს ვნახე მამა სვ...   Aug 30 2012, 09:52 PM
mariami-k   gJqqh8WwH5Q http://www.facebook.com/pages/ყო...   Sep 2 2012, 11:56 AM
A.V.M   mariami-k და გორი რატომ ა...   Sep 2 2012, 01:12 PM
mariami-k   A.V.M არ ვიცი...   Sep 2 2012, 03:17 PM
A.V.M   მოკლედ დღეს შევხვდ...   Sep 7 2012, 08:46 PM
mariami-k   http://www.kvirispalitra.ge/public/13670-s...-mona...   Sep 9 2012, 07:43 PM
mariami-k   http://s019.radikal.ru/i636/1209/63/f0eb67c72f91.j...   Sep 10 2012, 09:05 PM
A.V.M   თუ მოლოცვაზე ვერ მ...   Sep 10 2012, 09:11 PM
სიდონია   დიდი სურვილი მაქვს...   Sep 12 2012, 11:14 AM
A.V.M   სიდონია მონატსერშ...   Sep 12 2012, 11:27 AM
სიდონია   გასაგებია, გმადლობ...   Sep 12 2012, 11:34 AM
სოფი   კვირას რომელზე და ...   Sep 15 2012, 11:48 AM
A.V.M   სოფი მოკლედ დაახლო...   Sep 15 2012, 05:05 PM
სოფი   A.V.M ოკ,მომწერე შენი ...   Sep 15 2012, 07:16 PM
A.V.M   სოფი ვიკითხავ თუ ვ...   Sep 15 2012, 09:11 PM
სოფი   A.V.M კიი, ქაშუეთი ყვე...   Sep 15 2012, 10:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 04:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი