![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან ! იხარეთ; კაიროსი! --------------------------------------------------------------- ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ ![]() ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით... მოკლედ ესაა Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. აი დანარჩენები: ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება. თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ. ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა: * toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ. * toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად. * toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ. * Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. * toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ. * Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის. http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა: "აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, " (დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)." http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი: მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც... მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა... და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც : ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი. "კაიროს მეწამული ვარდი"(1985) მია ფეროუ მთავარ როლში, ჰაჰაჰა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მხევალის თხოვნით შემოგთავაზებთ მოკლე მიმოხილვას მართლმადიდებლობისა და ვარსკვლავის სიმბოლიკასთან დაკავშირებით.
ჩემი დამოკიდებულება იკი იცით ყველამ ფორუმ-გესთან დაკავშირებით ამიტომ ამაზე არ შევჩერდები.არც იმაზე დავკარგავ დიდ დროს ვინ რა თქვა თუ რა დააბრეხვა ამა თუ იმ სიმბოლოთან დაკავშირებით. მე მოკლედ დავწერ მართლ;მადიდებლობისა და ვარსკვლავის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სანამ უშუალოდ ბიბლიაში ვარსკვლავის მდებარეობასა და მის დანიშნულებაზე ვიტყოდეთ უნდა მოგახსენოთ რომ ზოგადად მართლმადიდებლობას არანაირი კავშრი არ აქვს ოკულტიზმთან და სხვა მისნაერ გაუკუღმართებულ სწავლებებთან.ამას ეკლესია პირველივე საუკუნეებიდან გმობდა ხოლო დაკავშირებას ჩვენი რელიგიისას სხვადასხვა ასტრონომ~უიულ სხეულებთან ცდილობდნენ ისეთი გაუკუღმართებული ადამიანები რომლებიც ეკლესიისადმი მებრძოლ სხვადასხვა ჯგუფებში იყვნენ გაერთიანებულები.(მაგალითად შტაინერის მოძღვრების მიმდევარნი, მათ სურდათ რომ ქრისტიანობა წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად წარმოგვიდგინონ. ისინი ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, თითქოს ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა.) დარწმუნებული ვარ მხევალს ეცოდინება თუმცა მაინც დავწერ რომ საქართველოში.(წინარექრისიანულ ხანაში) ვარსკვლავებს სხვადასხვა დატვირთვა გააჩნდათ. მაგალითად-მზე დედა იყო,მთვარე მამა ხოლო დანარჩენი ვარსკვლავები მათი სვილები. აღარ დავკარგავ დროს ეგვიპტურ თუ ანტიკური ეპოქის წარმოდგენებზე და აღარაფერს ვიტყვი ,,რაეს'' კულტის სემოღებაზე ეგვიპტეში. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ჩვენს ვარსკვლავებს სხვადასხვა რელიგიურ წარმოდგენებში სხვადასხვაგვარად ატრიელებდნენ. ვნახოთ ბიბლიაში რას ვიგებთ ამის შესახებ. პირველად ვარსკვლავების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ დაბადების წიგნშია აღწერილი :13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე. 14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა.''(დაბ.1) თუმცა აქ ნათქვამია რომ შეიქმნა და მეტი არაფერი.არავითარ სიმბოლურ დატვირთვაზე საუბარი არ გვაქვს. ვარსკვლავის ერთ-ერთ გამოვლენად შესაძლებელ იქნას მიჩნეული ებრაელების წინამძღოლი ვარსკვლავი,რომელიც მათ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ გზას უნათებდა. ვარსკვლავების შესახებ საუბრობს დავით წინასწარმეტყველიც არაერთგან.აი ერთ-ერთი მათგანი: ,,მზე მფლობელ დღისა რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი და მთვარე მფლობელად ღამისა რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.'' დავითის შვილმა -სოლომონმა უფრო აქტიური გამოყენება დაიწყო ამ ციური სხეულის და საკუთარი ტაძრის ტავ-საკიდურზეც ამოაჭდევინა.არსებობს ვარაუდი რომ ანტიქრისტე სწორედ ახლადაღდგენილ სოლომონის ტაძარში უნდა ეკურთხოს მეფედ ამიტომაცაა შეიძლება გამოწვეული ის ფაქტი,რომ ეს სიმბოლო უმალ აიტაცეს მასონურ-კაბალისტიკურმა წრეებმა და საკუთრად გაიხადეს. (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ტრადიციული ვარსკვლავი თეთრი მაგიისაა ,ხოლო ამობრუნებული შავი მაგიის) ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით კომუნისტებმაც აიღეს ეს სიმბოლო. საერთო ჯამში მივდივართ იმ დასკვნნამდე რომ მოცემული ვარსკვლავი ქვეყანაზე მონოპოლიის ნიშნად აღიქმებოდა და აღიქმება , მაგრამ ამისთვის არ გამოუსახავს იგი სოლომონს ტაძარზე. ესაა ვარსკვლავი. ![]() ![]() ხოლო ეს კი უკვეა რიტუალური დანიშნულების იარაღი. ამ საკითხზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ საოცარი ვარსკვლავი,რაც ვარსკვლავთმრიცხველებს მიუძღოდათ იესოს შობის ადგილზე. (არასერიოზულად მიმაჩნია ვისაუბრო ისეთ საკითხზე როგორიცაა ქურდული ვარსკვლავი. ,,კაი ბიჭებს'' რომ მხრებზე აქვთ (უფრო სწორად ქონდათ) მხრებზე გამოსახული) უბრალოდ დავსძენ იმას,რომ თავად ხუთქიმიანი ვარსკვლავი ადამიანის სქემატური გამოსახულებაა. (თავი და კიდურები) და სქემატურად იგი ძალიან გავს ჯვარს.რომლიდანაც აგრეთვე ადამიანის გამოსახულება ,,გამოსჭვივის.'' თუმცა ძველი აღთქმიდან ბევრი რამე შეიცვაა და ვფიქრობ მხევალს აუცილებლად აინტერესებს თუ როგორია ახალ აღთქმაში ამ ასტრონომიული სხეულის ადგილი. ოთხთავში რამდენიმე ადგილზსე ვხვდებიტ ვარსკვლავზე საუბარს მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ თქვენის ნებართვით იოანე მახარებლის აპოკალიფსზე.ვნახოთ რა წერია იქ: ,,1. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ. 2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე. 3. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. 4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან. '' (გამ.3.1-4) საკმაოდ საინტერესოა ამ მუხლის განმარტება.ვნახოთ ერთ-ერთი მოსაზრება რის შესახებაა სდაუბარი მოცემულ მომენტში. ,,სარდე ძველად იყო ლიდიის ოლქის დიდი და მდიდარი ქალაქი, აქ მდებარეობდა კრეზის ბრწყინვალე სასახლე; აქ ქადაგებდა ეზოპე თავის ზნეობრივ აპოლოგიებს, ხოლო სოლონი ჭკუას ასწავლიდა ძველი საუკუნეების უმდიდრეს მონარქებს და ეუბნებოდა, რომ სიმდიდრე ბედისწერის სიმუხთლისგან ვერ იხსნისო ადამიანს. ქრისტეს შობამდე 550 წლით ადრე სარდე კიროსმა დაიპყრო; ხოლო ნახევარი საუკუნის შემდეგ ის ათინელებმა დასწვეს; ტიბერიუსის დროს მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია იგი, მაგრამ ძალიან მალე განახლდა და მცირე აზიის ეკლესიათა რიგშიც აღმოჩნდა" (Христианские Чтения, 1843 г., ч. III, стр. 428; приводится по «Сборнику статей» М. Барсова, стр. 74). იულიანე განდგომილის დროს სარდე კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა და ძალიან მალე აღიგავა კიდევაც პირისაგან მიწისა. "ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი". ქრისტე აქ წარმოსდგება, როგორც "ღვთის შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავის" მქონე. ამ "შვიდ სულში" რა იგულისხმება ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. საკითხი იმის შესახებ, იგულისხმება თუ არა მათში სულიწმიდის მადლი თუ ეს უბრალოდ ღმრთის საყდრის შვიდი ანგელოზია, - ღიად რჩება. წმ. ანდრია კესარიელი ბრძანებს, რომ "შვიდი ვარსკვლავი", როგორც უკვე ვთქვით, შვიდ ანგელოზს ნიშნავს; "შვიდი სული" ან შვიდი ანგელოზი ან ცხოველმყოფელი სულის შვიდი ნიჭია, რამეთუ ერთნიცა და მეორენიც ქრისტეს ხელმწიფების ქვეშ არიან. პირველთ ის განაგებს, როგორც მეუფე, ხოლო მეორის მომნიჭებელია, როგორც მისი (სულიწმიდის) თანაარსისა. საყვედურობს ეკლესიას იმის გამო, რომ მკვდარია კეთილ საქმეთაგან და ცოცხალი სარწმუნოების ოდენ სახელწოდებასღა ატარებს". (apocalypse) დარწმუნებული ვარ მხევალ აინტერესებს თუ როგორია დღეს-დღეისობიტ ეკლესიაში თუ მსახურების დროს ვარსკვლავის ადგილი. უპირველესად გამახსენდა სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტი-ზოდიაქოს რკალი. (საუბარი მაქვს ამ ნაწილზე.) ![]() ამ საკითხზე ვრცელი გამოკვლევა აქვს დაწერილი ჩემს ლექტორს-(დეკ.ბიძინა გუნიას. ვფიქრობ ნინოს დააინტერესებს ამონარიდი მოცემული შრომიდან) (მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ სქემატურ მოდელსაც) ![]() ,,განსახილველი საკითხი სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ განფენილ ერთ-ერთ ფრესკას უკავშირდება, რომელზეც აპოკალიფსის ამსახაველი ფრაგმენტებია გამოსახული. ამ ფრესკის მთლიანად განხილვა ფრიად საინტერესოა, მაგრამ ჩვენი საუბრის თემატიკიდან გამომდინარე, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ოთხი ცხოველი, ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები, (ხოლო მათ შორის) მზე, მთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი (იხ. ამ ფრაგმენტის სქემატური გამოსახულება). მეტი სიცხადისათვის, განსახილველ ფრაგმენტთან დაკავშირებით, ძალზე მოკლედ ზოგიერთ ასტრონომიულ ცნებას განვიხილავთ. მზის გარშემო დედამიწის ჭეშმარიტი მოძრაობა, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის, ცაზე - ვარსკვლავების ფონზე, მზის წლიური ხილული მოძრაობით გამოიხატება. ამრიგად, ცის სფეროს დიდ წრეწირს, რომელზეც წარმოებს ვარსკვლავების შორის მზის ხილული წლიური მოძრაობა, ეკლიპტიკა ეწოდება. ეკლიპტიკის წრე იმავე სიბრტყეში ძევს, რა სიბრტყეშიც მდებარეობს მზის გარშემო დედამიწის გარემოქცევის ტრაექტორია (ორბიტა). ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ვარსკვლავები გააერთიანეს ჯგუფებად, ე.წ. თანავარსკვლავედებად, რომლებსაც სახელებიც მიაკუთვნეს. სულ მთელ ცაზე გამოყოფილი და სახელდებულია 88 თანავარსკვლავედი, რომელთაგან თითოეული გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული. ამ 88 თანავარსკვლავედს შორის ეკლიპტიკის გასწვრივ მხოლოდ 12 თანავარსკვლავედია განლაგებული. ამდენად, მზე წელიწადის სხვადასხვა დროს თავისი ხილული გადაადგილებისას, სხვადასხვა თანავარსკვლავედში იმყოფება. იმ წრიულ ზოლს, სადაც განლაგებულია ეს თანავარსკვლავედები, ზოდიაქოს უწოდებენ. თითოეულ თანავარსკვლავედს ზოდიაქოს გასწვრივ დაახლოებით 30˚ უკავია. მაშასადამე, მზე, რომელმაც მთელი ზოდიაქოს ზოლი 12 თვეში უნდა გაიაროს, დაახლოებით თითო თვეს იმყოფება თითოეულ თანავარსკვლავედში. საგულსხმოა, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე, გარდა მზის ხილული წლიური გზისა, მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზებიც გადის. სიტყვა „ზოდიაქო“, ბერძნული სიტყვიდან „ძოონ“ (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე (უმთავრესად) ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება „ზოდიაქოს“ აღსანიშნავად ძველ-ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: „ცხოველთა-სახილველი“ ანუ „ცხოველთა-სახილავი“, „ბურჯი“ და „ეტლი“ (იხ. სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“). ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიგვაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან გვაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას. ამ მიმართებით თავიდანვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებლობისათვის არათუ რომელიმე, არამედ ნებისმიერი სახის მკითხაობა და მათ შორის ადამიანთა ბედის ვარკსკვლავთა და პლანეტების ურთიერთგანლაგებასთან დაკავშირებაა მიუღებელი, მაგრამ არამც და არამც ხილული ზეცის - ვარსკვლავიერი ცის თანავარსკვლავედებად დაყოფა, სხვადასხვა ასტრონომიული თუ (მართლმადიდებლობისათვის მისაღები) ზოდიაქური გამოთვლებისათვის. ამის თაობაზე ვფიქრობთ უმჯობესია ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმიდა იოანე დამსაკელს (VIII ს.) მოვუსმინოთ, რომელიც ასე გვმოძღვრავს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურითიერთმიახლოებით (ურთიერთგანლაგებით - ბ.გ.) წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია, და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა (მოგვანიჭა რა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება - ბ.გ.), და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონი ჩვენი საქმეების. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ესე იგი აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით... უფრო მეტიც: თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა“. შემდეგ წმიდა მამა დასძენს: „ამდენად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ქვეყნად აღსრულებული არცერთი საქმის, არცერთი მოვლენის მიზეზნი არ არიან, არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. ... მავანმა შეიძლება ისიც თქვას, რომ ... რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერატმენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანებშიო. მაგრამ, ჩვევებიც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება“ (იხ. 2, წგ. II, თ. 7, გვ. 200). ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მკითხველისათვის სავსებით ცხადია ეკლესიის დამოკიდებულება დასმული საკითხისადმი, რის გამოც უშუალოდ ხსენებული ფრაგმენტის განხილვაზე გადავალთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრაგმენტის ცენტრში იესო ქრისტეა გამოსახული, მჯდომარე „საყდართა დიდებისა თვისისათა“, ... „და ყოველნი ანგელოსნი მისნი მის თანა“ (მთ. XXV, 31), რომლის შესახებაც წმიდა წერილი გვაუწყებს: „მე ვარ ანი და ჰოე, ... რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხადება I, 8). ვფიქრობთ, უმჯობესია თავდაპირველად აღნიშნული ფრაგმენტი ქრისტიანული მსოფლმხედველობის შუქზე განვიხილოთ, რათა უკეთ გავაცნობიეროთ აქ წარმოდგენილი საღმრთო ისტორიის მნიშვნელობა. მართლმადიდებლური სწავლებით სამყარო თვითმყოფადი არ არის,იგი ღვთის მიერ არის შექმნილი. უწყება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ“ (დაბადება I, 1). სიტყვა „დასაბამად“ იმ საწყის მომენტზე მიუთითებს, რომელშიც შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო (იხ. 5, გვ. 172). უხილავ სამყაროში ანგელოზები იგულისხმება, ხილული სამყარო კი ეს არის მთელი ხილული კოსმოსი, მატერიალური - ნივთიერი სამყარო. უხილავი - სულიერი სამყარო ზეციურია, ხოლო ხილული - ნივთიერი კი - მიწიერი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ ქმნულ სამყაროთა განსხვავებულ სახეებს, ისინი ერთნი არიან ღმერთში, როგორც მათი საერთო შემოქმედში. ღმერთი შეურევნებლად იმყოფება თითოეულში და მათ ჰარმონიულ, მადლისმიერ ერთობას განუწესებს. ისინი ერთმანეთსაც ავსებენ და ამავე დროს ორ განსხვავებულ (ქმნულ) სამყაროდაც რჩებიან. ამასთან, ზეციურ, უხილავ სამყაროს ამ ერთობაში იერარქიულად უპირატესი ადგილი უკავია მიწიერ, ხილულ სამყაროსთან შედარებით (იხ. 4, გვ. 7). განსახილველ ფრაგმენტზე ხილულ სამყაროში მზე, მთვარე და ვარსკვლავები - ზოდიაქოს თანავარსკვლავედები „იხილვება“, უხილავი სამყარო კი ანგელოზთა დასითაა წარმოდგენილი. ხილული სამყარო ორ ეტაპად არის შექმნილი. თავდაპირველად (საწყის მომენტში), ღმერთმა არაფრისაგან სიტყვით პირველმატერია (თავდაპირველი ნივთიერება) შექმნა, შემდეგ კი (ბიბლიურ) ექვს დღეში მოაწყო იგი (იხ. 5, გვ. 196). ეს საწყისი მომენტი არის ზღვარი დროსა და მარადისობას შორის. ამ მომენტიდან (რომელსაც არა აქვს ხანგრძლივობა) იწყება სამყაროში სხვადასხვა პროცესები, რომლებიც განაპირობებენ კიდეც დროის არსებობას. სამყაროს გარეშე არ არსებობს დრო, ვინაიდან მარადისობაში არ არსებობს ხანგრძლივობა. ამდენად, მართებულია თუ ვიტყვით, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო არა დროში, არამედ დროსთან ერთად (იხ. 5, გვ. 173). აქ იმასაც დავძენთ, რომ უხილავ სამყაროში არ არის დრო და სივრცე, ხოლო ხილული სამყარო კი ექვემდებარება დროისა და სივრცის კანონებს (იხ. 4, გვ, 7). ბიბლიური სწავლებით ღმერთმა მეოთხე დღეს ცის მნათობები - მზე, მთვარე და ვარსკვლავები შექმნა (იხ. „დაბადება“, I, 14-19). მნათობები დღე-ღამისა და წელიწადის დროთა რიტმულ მონაცვლეობას თავიანთი მიმოქცევით განაპირობებენ, რაც ეგზომ აუცილებელია ცოცხალი არსებებისათვის. რაც შეეხება დროის პერიოდს (ბიბლიურ) მეოთხე დღემდე, წმ. იოანე დამასკელის სწავლებით შესაქმის პირველი სამი დღის განმავლობაში დღე და ღამე იმის მიხედვით დგებოდა, რომ საღმრთო ბრძანებით, ნათელი ხან ვრცელდებოდა, ხან იკუმშებოდა (იხ. 2, გვ. 196). წმიდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ „როცა განასრულა (ღმერთმა) ცის გამშვენება, დასხნა რა მას ზედა ვარსკვლავები და შექმნა ორი დიდი მნათობი (მზე და მთვარე - ბ.გ.), მაშინ დაუდო დასასრული დღეს“... (იხ. 1, გვ. 47 - ქვ. 22-20), და რომ მზეც, მთვარეცა და ვარსკვლავებიც... „ჩვენი კეთილდღეობისა და ხსნისათვის არიან შექმნილნი (იხ. იქვე - ქვ. 12-11), ...რათა ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ როგორ აფასებს იგი ადამიანთა მოდგმას, და (გვასწავლის იმას), რომ ჩვენ, ამით ძღვანებულნი, მისი სადარი პატივი მივაგოთ მას. და როგორი უგუნურება იქნებოდა, ქმნილებათა სილამაზით მოხიბლულნი, მათზე რომ შევჩერდეთ, და არ აღვაპყროთ გონიერი მზერა შემოქმედისაკენ, არ ჩავწვდეთ ნეტარი პავლეს (სიტყვებს- ბ.გ.), რომელიც ამბობს: „რამეთუ უხილავი იგი მისი, დაბადებითგან სოფლისათ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების“ - რომ. I, 20 (იხ. იქვე - ქვ. 10-1). ციური სხეულები მორწმუნე ადამიანის მზერას ღვთის სიტყვის მორჩილ აღმსრულებლადაც წარმოუდგება, რომელთაგან თითოეული „რჩება რა საკუთარ საზღვრებში, არასდროს გადადის დადგენილ მიჯნას“ (იხ. იქვე - გვ. 46 - ქვ. 15-13). ამასთან, ისინი ღვთის „სადიდებელსაც“ აღავლენენ, რაზეც წმიდა წერილი შემდეგი სიტყვებით გვამცნობს - „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“ (ფს. 181). ეკლესიის მამათა სწავლებით „ამ ადგილას (სიტყვები - ბ.გ.) ცანი და სამყარო ერთი და იგივეს ნიშნავს“... ანუ ... „სადაც დასხმულ არიან ვარსკვლავნი, მზე და მთოვარე“ (იხ. 6, გვ. 109). ფრაგმენტზე მაცხოვრის მახლობლად ოთხი ცხოველია გამოსახული, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: „და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა... და ოთხთა მათ ცხოველთაისა“... (გამოცხ. VII, 11); ... „და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისა, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისა, და მესამე ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინველისა“ (გამოცხ. IV, 7). წმიდა ანდრია კესარია-კაბადუკიელის განმარტებით: ... „ესენი სახე არიან ქრისტეს განგებულებისა, რამეთუ ლომისა პირი სახეი არს მისი, ვითარცა მეუფისაი; და კუროისაი, ვითარცა მღვდელისაი, და უფროისად მსხუერპლისაი; ხოლო კაცისაი, ვითარცა ჩვენთვის განკაცებულისაი; ხოლო არწივისაი, ვითარცა სულისა წმიდისა მომცემელისაი, რომელი ფრინავნ ჩუენ ზედა ზეცით“ (იხ. 3, გვ. 17-18). ფრაგმენტის შიდა წრეზე ბერძნული წარწერაა, რომელიც ქართულად შემდეგნაირად იკითხება: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზე და მთოვარი, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი“. აღნიშნული ტექსტი წმიდა წერილიდან არის აღებული და იგი 148-ე ფსალმუნის 1-3 მუხლებს წარმოადგენს. აპოკალიფსის ამსახველ ფრესკაზე დავით წინასწარმეტყველის ზემოთ მოხმობილი სიტყვები ყოველი ადამიანის ღვთის სადიდებლად მოწოდება გალხავთ, რაც ჩვენი სულების უგულისხმო და უდარდელი მდგომარეობიდან გამოფხიზლებას ემსახურება. წმიდა ანგელოზთა დასისა და უსულო ქმნილებათა (მზის, მთვარისა და ვარსკვლავების) მოხმობით, სიტყვა აქ ადამიანთა გულებისაკენ არის მიმართული, რათა ოდნავ მაინც ვცდილობდეთ ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეთა წვდომას და ღვთის შიშითა და სიყვარულით აღძრულნი, ერთობლივად, ყველა ქმნილებასთან ერთად ვადიდებდეთ მას. (შევნიშნავთ, რომ ფსალმუნთა იმ ქართულ რედაქციაში, რომლითაც დღეს სარგებლობს ეკლესია, ზემოთ მითითებული ტექსტი ბოლოვდება სიტყვებით - „და ნათელნი“, ხოლო ფსალმუნთა ბერძნულ რედაქციაში კი ეს ორი სიტყვა არ გვხვდება - იხ. SEPTUAGINTA, ფს. 148). ფრაგმენტზე მაცხოვარს მარცხენა ხელში (ანუ ჩვენგან მარჯვნივ) ნახევრად გახსნილი გრაგნილი უჭირავს, რომელზეც ბერძნულად იკითხება შემდეგი: „იდეტე, იდეტე, ჰოტი ეგო ეიმი თეოს“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“. აღნიშნული სიტყვები ბიბლიიდანაა აღებული, რომელშიც ვკითხულობთ: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ, და არა არს ღმერთი ჩემსა გარეშე“ (მე-2 სჯულ. 32, 39). წმიდა წერილის ეს სიტყვები, დიდმარხვაში, სამშაბათობით, „უმცირესთა“ (10 ბიბლიურ საგალობელთა მუხლები, რომლებიც ჩაერთვის საცისკრო კანონთა 9 გალობას) II გალობის დროს იგალობება (იხ. ჟამნი, გვ. 61, ქვ. 2-1 და Ирмологии, გვ. 148, ქვ. 7-6). ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მთლიანად ფრესკა მასზე წარმოდგენილი აპოკალიფსის ამსახველი ფრაგმენტებით, ერთობ შთამბეჭდავია, მაგრამ გრაგნილზე არსებული ტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ფრესკის ავტორს (ან მის დამკვეთს) სრულებით არ ჰქონდა განზრახული განეცვიფრებინა ან ამაო ცნობისმოყვარეობით მიეზიდა მნახველი, არამედ საშინელ სამსჯავროზე ფიქრით, ღვთის შიში და სიყვარული ჩაენერგა მლოცველთა გულებში, და მსგავსად წმიდა ანდრია კრიტელისა ელოცათ: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე (ღმერთი - ბ.გ.), ისმინე შენ სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდუასა და ჰსძრწოდე, ვითარცა მსაჯულისა, და ვითარცა ღვთისაგან“ (იხ. მარხვანი - დიდი მარხვის I შვიდეულის ოთხშაბათის სერობის ანდრია კრიტელის კანონის მე-2 გალობა, გვ. 127).'' (orthodoxy.ge) საუბრის დასასრულს კი შემოგთავაზებთ თუ რა სახით გამოიყენება დღევანდელ მსახურებაში ვარსკვლავი და რატომ. ვინც საკურთხეველში მსახურებას ესწრება ყველას მოეხსენება,რომ ეს სახელი ეწოდება ერთ-ერთ ნივთს , რომელიც განკუთვნილია მსახურებისთვის. მეტი თვალსაჩინოებისთვის ფორუმელებს წარვუდგენ სურათს: ![]() ახლა კი ვნახოთ როდის და რატომ გამოიყენება იგი. (კვეთის დასრულების შემდგომ),,მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, შემოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას – ორივეს. ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ისევე იმათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა. კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობანი: ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი – იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს; მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა – ის ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს გვამი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე; სამკვეთლო მოასწავებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სული წმიდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ მღვდლის მიერ წმიდა ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.'' (მოვრჩი მგონი...) ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი