ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 09:22 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები. მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები. აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის. როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები. მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს. აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ. აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი. ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ). მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს. თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
lasha_k |
Sep 15 2012, 08:31 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
George Leluashvili
ციტატა მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები.აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. მხოლოდ იეჰოვას მოწმეებთან ვარ შეხვედრილი ისიც 8-9 წლის წინ ........სიმართლე გითხრა კარგად არ ვიყავი ჩახედული მართლმადიდებლურ მრწამში, მაგრამ რატომღაც მაინც გავუბი ლაპარაკი .....პირველი ჩემი გაოცება ის იყო რომ ერთი საერთო ბიბლია გვქონდა .....ერთი სიტყვით ასე დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ.....საუბარი შეეხო თუ რატომ ვუწოდებთ მამაოს, სული არ არსებობს და ასე შემდეგ ......ასევე მახსოვს საუბრისას ბევრჯერ გამაწითლეს, ხმა ვერ ამომაღებინეს და გამაჩუმეს .....ბოლო ძლივს ამოვღერღე რომ მოვრჩეთ საუბარს და დატოვეთ აქაურობა მეთქი .......აი იმ დღიდან დავიწყე მართლმადიდებლობაში ღრმად ჩახედვა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, რა წიგნსაც ვერ ვყიდულობდი (ფინანსების გამო) ეკლესიაში საათობით ვიდექი და ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას და წმინდა მამათა განმარტებებს.......ასე თუ ისე ეხლა მოწმეების რისხვა ვარ მხოლოდ ფორუმში ამაში თავად დარწმუნდებით როცა ფორუმ.გე -ში შემოიჭყიტინებთ .......(შეხვედრას მაინც გავურბივარ .....და რატომღაც არც მაქვს სურვილი) გიო შენი ნიჭით,ცოდნით და შემართებით აღფრთოვანებული ვარ ....კეთილი შურით მშურს შენი ....ეგრე გააგრძელე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი