ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 09:22 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები. მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები. აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის. როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები. მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს. აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ. აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი. ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ). მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს. თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 15 2012, 11:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
lasha_k
ლაშას გაუმარჯოს! მომენატრა შენი პოსტები... დაიკარგე რაღაც იმედია მაგრად ხარ ციტატა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებთან ვარ შეხვედრილი ისიც 8-9 წლის წინ .... მე კი ლამის ყოველ დღე ვხვდები, ლამის მთელი რუსთავის სექტას ვიცნობ. თბილად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს და თუ რაიმე საკითხი შემთხვევით წამოიჭრა, პოლემიკასაც ვმართავთ ციტატა მახსოვს საუბრისას ბევრჯერ გამაწითლეს, ხმა ვერ ამომაღებინეს და გამაჩუმეს .....ბოლო ძლივს ამოვღერღე რომ მოვრჩეთ საუბარს და დატოვეთ აქაურობა მეთქი ... ასეა, როცა გაუცნობიერებელ ადამიანებს ჩაიგდებენ ხელში... გააბრუებენ ხოლმე ციტატებით და ისინიც გაოგნებულნი და გაორებულნი შესჩერებიან. ძალიან მეცოდება ასეთი ხალხი... ისეთ ადამიანებს აცდუნებენ, რომლებმაც მხოლოდ ის იციან სანთელი როგორ დაანთონ და პირჯვარი როგორ გამოისახონ. ციტატა აი იმ დღიდან დავიწყე მართლმადიდებლობაში ღრმად ჩახედვა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, რა წიგნსაც ვერ ვყიდულობდი (ფინანსების გამო) ეკლესიაში საათობით ვიდექი და ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას და წმინდა მამათა განმარტებებს... ჩემი თავი წარმომიდგა ციტატა ამაში თავად დარწმუნდებით როცა ფორუმ.გე -ში შემოიჭყიტინებთ წავიკითხე შენი პოსტები მოწმეების წინაამდეგ და სხვათაშორის, ძალიან კარგად ხარ გაცნობიერებული სექტოლოგიაში... მართლა მომეწონა, კარგად უმკვლავდები ციტატა გიო შენი ნიჭით,ცოდნით და შემართებით აღფრთოვანებული ვარ ....კეთილი შურით მშურს შენი ....ეგრე გააგრძელე გაიხარე, მადლობა. ვეცდები მართლა ისეთი გავხდე, როგორადაც დამახასიათე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი