სულიერი ფილმები, ფილმები, რომლებიც სულს აამაღლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიერი ფილმები, ფილმები, რომლებიც სულს აამაღლებს |
dima-dima |
Dec 31 2010, 12:55 PM
პოსტი
#61
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 30-December 10 წევრი № 10,187 |
მოგესალმებით ყველას!
აქ მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო თემა, რომელიც ალბათ ბევრს დააინტერესებს. ეს ის ფილმებია, რომლებიც აამაღლებენ ჩვენს სულს. მსოფლიოში აფასებენ იმ ფილმებს, რომლებიც ვნებებს და ცდუნებებს აღვეძებენ. მაგრამ არის არც ისე ცოტა ისეთი ფილმებე, რომლიბიც შთაგონებას მოგვცემენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სულიერი წინსვლა. აქ მინდა მივიყვანო რამოდენიმე ესეთი ფილმი: "Мирный воин" - <a href="http://kinopod.ru/video.html?id=4740" target="_blank">http://kinopod.ru/video.html?id=4740</a> - ეს ძალიან საინტერესო ამერიკული ფილმია. ამ ფილმის ნახვა ონ-ლაინში შეგიძლიათ ამ ბმულზე. შინაარსი კი ესეთია: როდესაც ერთი ამერიკელი სპორტსმენი მატერიალისტი და ათეისტი ხვდება ერთ საოცარ ადამიანთან სოკრეტესთან , და ის ხდება ამ ახალგაზდდა ბიჭის "გურუ"-მასწავლებელი და ძალაუნებურადერთვება ცხოვრების ჭეშმარიტების შეცნობის პროცესში. სოკრატე არცერთი რელიგიის მიმდევარი არაა... ის უბრალოდ ცდილობს დაანახოს მას უფრო მაღალი ჭეშმარიტება. მე ამ ფილმს შევადარებდი ძენ-ბუდისტურ იგავებს. ბედნიერ დამდგომ ახალ წელს! -------------------- Smaller than the smallest,
Larger than the largest, The soul breathes in the secret heart of man. -mantra from upanishad უმცირესზე უმცირესი, უდიდესზე უდიდესი, სული სუნთქავს ადამიანის საიდუმლო გულში. - მანტრა უპანიშადებიდან |
აკაკი |
Sep 18 2012, 05:23 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Atm@n
აქცენტზე გეთანხმები და ეს ასეა... მაგრამ, ვფიქრობ, სიხარულიც და სიყვარულიც ამაში პოულობს სწორედ უდიდეს გამოხატულებას... ადამიანები თითქოს მივეჩვიეთ სახარებისეულ, უფლის სიტყვებს, შეგონებებს, მცნებეს... თითქოს ვამბობთ, "ეს ხომ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, გვქონდეს გონებაში... ერთ-ერთი უდიდეესი რელიგიის მოძღვრებაა და არ უნდა ვიცოდეთ?". აი ასე მიძინებულები ვართ დღეს მთელს მსოფლიოში ხალხი, მივეჩვიეთ ამ უდიდესი სიღრმითა და სიცოცხლით სავსე სიტყვებს... ჩვენს გულებს (ჩვენივე თავის გამო) აღარ ეხება ცოცხლად... თანაც მსოფლიოში ცრუ სიხარული, ცრუ სიყვარული და ფსევდოპოზიტიური ემოციები, გრძნობები მოჭარბდა... ოდენ მიწიერ, ხორციელ სიამოვნებამდე დავიდა.. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ფილმს რაღაც დიდის მოცემა შეუძლია... მეტად დამაფიქრებელია ადამიანისთვის... თანაც ფილმში აშკარა მცდელობაა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო გადმოცემული (ვნებას, ტანჯვას ვგულისხმობ), როგორც აღწერილია ოთხთავში და როგორადაც სტანჯავდნენ რომაელები ადამიანებს... დღევანდელ მსოფლიოშ, ალბათ, მნიშვნელოვანი განაცხადია ეს ფილმი. ბევრს ეუბნება დღევანდელ კაცობრიობას... სინდისზეც მოქმედებს, აღვიძებს. "იესო ნაზარეველი". ეს ფილმი ადრე მაქვს ნანახი, მაგრამ მაშინ არც ისე დაკვირვებით... ახლახანს მოვისმინე, რომ მრავალი რამ გაუკუღმართებულია და არასწორი მხრითაა ნაჩვენები... თუმცა, მახსოვს, პატარა რომ ვიყავი (და მაშინ არავინ გვესაუბრებოდა სარწმუნოებაზე, ჩვენს უფალზე და სარწმუნოებაზე.. არც ვიცოდი სახარებისეული ისტორია, რა და როგორ იყო) და ვუყურებდი ამ ფილმს, კერძოდ ჯვარცმას, მაგიდაზე ვიჯექი და ცრემლები წამომივიდა, პატარა წავიტირე... ეს, ალბათ ბუნებრივია ბავშვის გულზე... ნეტა ისეთი (ბავშვის) გული მქონდეს ახლაც და სულ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი