ფორუმელთა შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა შემოქმედება |
missis_kartveli |
Feb 25 2007, 06:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ფორუმელებო დააწყვეთ თქვენი ნამუშევრები, თქვენი ფანტაზიის ნაყოფი: ნახატები, ლექსები,მოთხრობები, ჩანახატები, თუნდაც რომელიმე პროგრამაში შექმნილი რამ, ან თქვენი გადაღებული ფოტოები, მოკლედ რაც თქვენს გონებას და ხელს ეკუთვნის ყველაფერი.... მგონი საინტერესო იქნება, ვის რა შეუძლია ერთმანეთს რომ გავუზიაროთ...
|
missis_kartveli |
Apr 7 2007, 07:31 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ერიდე ბოროტს
ნუ აჰყვები ხმას, მცდარსა გულისთმას! თუ იჩენ უგნურებას, ავლენ შენს უძLურებას. თუ მიჰყვები გონებას, არ სდევ ბოროტთ მონებას, არ მიჰყვები გულისთქმას, _კარგ ნაყოფს გამოისხამს. ერიდე ქურდსა, ავაზაკს, მეძავს, ბოროტის მთესველსა, "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა.” არ ხარ ქურდი და მეძავი? ფიქრობ ხარ კეთილზნიანი? თუ იმეგობრებ ბოროტთან, გამოხვალ თანაზიარი. მხოლოდ სიტყვითა არ კმარა, შენს სიტყვას საქმით ამკობდე, შენნი საქმენი იტყდონენ, შენ კი არასა ამბობდე. ერიდე ამპარტავნებას, თავისა გამოჩინებას, თვის ფიქრით უკანასკნელიi პირველად გამოვლინდება. უსმინე შენსა ენასა, ავს არაფერსა იტყოდეს, ბილწს და აუგს არ ამბობდეს, კეთილსა გამოიტყოდეს. ენა სარკეა სულისა, გამომხატველი ღირსების, ერიდე ბილწსიტყვაობას, სული ენითაც იხრწნების. იყავი მიმტევებელი, გულს ნუ ჩაიდებ წყენასა, მოსისხლე მტერსა საწყევლად ნუ მისცემ შენსა ენასა. სხვაში ნუ ეძებ თმის ბეწვსა, როცა შენს თვალში დირეა, რადგან მის ნაკლი შენზედა გაცილებითა მცირეა. . . . მოძებნე დირე, სანამ დრო არის, უფლისა მადლი რომ არ დაკარგო, და სათნოებით "ჩვენთან არს ღმერთი" გულის ფიცარზედ ამოიქარგო! (ესეც ჩემი გონების ნააზრევი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი