ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
აკაკი |
Sep 21 2012, 01:49 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
peritoniti
არა მეგობარო, ჩემეული ხედვა არ დამიწერია... ეამას ამბობს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა და სწორედ იმ მოციქულებმა ააღორძინეს, რომელთა შორისაც ოდესღაც იუდასაც მოუწოდა მაცხოვარმა... ასე რომ ეკლესიამ ეს იცის, ვინ და როგორ... საერთოდ, როდესაც საეკლესიო, საღვთისმეტყველო საკითხებზე ვსაუბრობთ ყველანაირი პირადი მოსაზრება უნდა გამოირიცხოს... არც ჩემი, არც შენი, არც სხვისი, არამედ მთავარია რას ასწავლის ეკლესია. ღმერთმა ყველა დაიფაროს დიდი ამპარტავნებისა და სიამაყისაგან (რადგან ჩვენც ვართ ასეთები იმიტომ დავწერე "დიდი", თუმცა არც ჩვენ ვართ სახარბიელოდ), თქვენ თუ იცნობთ ადამიანს ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ან როდესმე ჰქონია ასეთი ბრძოლა, ის დაგიდასტურებთ - რა აზრები, ზრახვები ტრიალებს ამ დროს ადამიანის გონებაში. ჩემი ნახევარი ბეწვის სისხო გამოცდილებიდანაც ვიცი ეს. ეს სააშკარაო აღიარება არ ყოფილა. თუ იუდას დანაშაულის აღიარება უნდოდა ის ფარისევლებთან კი არა უფალთან მივიდოდა, მას ჰქონდა ამის დროცა და საშვალებაც.. მივიდოდა დედა მარიამთან, მოციქულებთან.. იმ წმინდა კრებულში გამოთქვამდა თავის სინანულს და არა მტერ ფარისევლებთან.. იტირებდა ღვთის წინაშე. და საერთოდ, ფარისევლებთან სულ ტყუილად მივიდა, არ იცოდა რა ექნა, ფულის მიცემაც უბრალოდ სიტყვები იყო. აი წმ. იოანე ოქროპირის განმარტება: "მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთU დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი. - ეს ზრდის მის ბრალეულობასაც და იმათსაც: მისას, არა იმიტომ, რომ შეინანა, არამედ იმიტომ, რომ ძალზეც გვიან შეინანა და თვითონ გამოუტანა მსჯავრი საკუთარ თავს (ღმერთს არ აცალა, ღმერთის მოწყალება, მისი აზრი, არც გაიაზრა.. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მისი სინანული ღვთის წინაშე არ ყოფილა); რადგანაც თვითOნ აღიარა, რომ გასცა იგი. მათ ბრალს კი იმიტომ ზრდის, რომ მათ, ჰქონდათ რა საშუალება, შეეცვალათ თავიანთი აზრი, არ შეუნანიათ. შეხედე, როდის ნანობს იუდა? როდესაც უკვე ჩადენილია და ბოლომდე მიყვანილია ბოროტმოქმედება. ასეთია ეშმაკი: იგი არ ანებებს დაუდევართ, დაინახონ საკუთარი ცოდვა მანამ, ვიდრე ისინი ჩაიდენენ მას, რათა მის ბადეში გახვეულმა არ შეინანონ. გამცემი არ შეძრულა მაშIნ, როდესაც იესომრავალგზის ამხელდა მას, მაგრამ როდესაცუკვე ჩადენილია დანაშაული, გაახსენდა მას სინანული;გაახსენდა, მაგრამ უსარგებოდ. რა თქმა უნდა, გამართლებას იმსახურეს ის, რომ მან აღიარა, დააბნია ვერცხლი და არ შეუშინდა იუდეველებს, მაგრამ ის, რომ თვითOნ ჩამოიცვა თავზე ყილფი - ეს ცოდვა მიუტევებელია, ეს ბოროტი დემონის საქმეა. ეშმაკმა ყურადღება გადაატანინა სინანულიდან, რათა იგი უნაყოფო შექმნილიყო მისთვისლ მანვე მოაკვდინა სამარცხვინო და ყველასთვის თვალსაჩინო სიკვდილით< როდესაც შთააგონა რა თავი მოეკლა". ახლა წმ. თეოფილაქტე: "იუდა გონს გვიან მოდის, თუმცა კი აღIარებს თავის დანაშაულს, მაგრამ არა სასიკეთოდ. დანაშაულის აღიარება, რა თქმა უნდა კეთილი საქმეა, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა უშმაკისგანაა, შეუწყნარებელ ცოდვად ითვლება. მან კი ეშმაკის შთაგონებით, მოსალოდნელი შეურაცხყოფა ვერ დაიმინა და თავს თვითOნვე მოუსწრაფა სიცოცხლე, მაშინ როცა თავი ეშმაკებისთვის კი არ უნდა მიეყიდა, არამედ ტირილი და მის მიერ გაცემულისთვის პატიების თქმა მართებდა. სხვათა შორის, ზოგიერთები ამბობენ, რომ თითქოს იუდას, როგორც ვერცხლისმოყვარე ადამიანს, ეგონა, რომ ქრისტეს გაყიდვით ფულსაც შეიძენდა და ქრისტეც არ მოკვდებოდა, იუდეველებისაგან თავს დააღწევდა. ახლა კი როცა იხილა, რომ ის გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რადგან სინამდვილეში არ მოხდა, როგორც ვარაუდობდა, ამიტომ თავი ჩამოიხრჩო, ვინაიდან თითქოს განზრახული ჰქონდა, რომ იესოს ჯოჯოხეთში დაასწრებს და იქ შეევედრებოდა მას და ცხონებას მიიღებდა. ეს ყველაფეი კი მაინც მტრის შეგონებით იყო. გარდა ამისა, დაე უწყოდე, რომ მიუხედავათ იმისა, რომ იუდამ ყელზე ყულფი ჩამოიცვა და რომელიღაც ხეზე ჩამოეკიდა, ის ცოცხალი გადარჩენა (წარმოიდგინე რამდენჯერ ამხილა, რამდენჯერ მისცა შანსი), რადგან, ღმერთს სურდა მისი გადარჩენა ან სინანულისთვის, ან როგორც სამარცხვინო იგავად. ამაზე მოწმობას გვაწვდის ლუკა მახარებელი, თავის წიგნში "საქმე მოციქულთა", იქ ვკითხულობთ იუდაზე, რომ "განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი (ე. ი შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი)". ამბობენ, რომ მას წყალმანკი დაემართა და მისი სხეულისა ძლიერ გასივდა, იქ სადაც ეტლი თავისუფლად გადადიოდა, ვერ გაეტია, ძირს დაეცა, გასკდა და "განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. (საქმე მოციქულთა 1, 18), როგორც ამას ლუკა მახარებელი ამბობს "საქმეებში". სახარებაში ტუილად როდია აღწერილი სინანულის ორი სახე, წმ. პეტრესი და იუდასი... აი ორი მაგალითი, სინანული და "სინანული".... იუდას განა საქციელისა რცხვენოდა, არამედ იმისა, თუ როგორ გამოჩენილიყო იგი ამის მერე იმ კრებულში, რომელთაც მაცხოვრის მოწაფეები ეწოდებოდათ... კიდევ დავამატებ, რომ იუდას თავად უფალი იესო ქრისტე უწოდებს "წარწყმედის ძეს"... მან კი არ შეინანა (და სინანულით კი ადამიანები ღმერთთან მიდიან და ცხონებას იღებენ), არამედ თავის ეშმაკს გადასცა და წარწყმდა. მემგონი საკმარისია ყოველივე აღწერილი... უმჯობესია რომ ეკლესიას ვუსმინოთ, ვიდრე საკუთარ თავსა და შეხედულებებს, რადაგნ ამაან დაღუპვამდე მიიყვანა არაერთი პიროვნება, მათ შორის ეკლესიის მოძღვრები (მწვალებლები), შეიქმნა უამრავი სექტა, რომელმაც კიდევ მრავალი ადამიანი შეაცდინა და დაღუპა.. ციტატა რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა გარად იმ პასუხისა, რაც ა.ვ.მ-მ დაწერა (და ეს სავსებით მართალია) მეც დავწერ.. მაცხოვრის მოკვდინება გადაწყვიტა არა იუდამ (ეს არც ჰქონდა განზრახული) არამედ ფარისევლებმა, ჯერ კიდევ ძალიან ადრე გადაწყვიტეს ეს ფარისევლებმა თავიანთ შესაკრებელში...რომც არ ყოფილიყო იუდა, ფარისევლები მაინც მოკლავდნენ მაცხოვარს (თავიანთ გულში მათ უკვე მოკლული ჰყავდათ). იუდამ რაც აღასრულა, ღმერთს არ დაუკისრებია მისთვის, თვითონ მოისურვა ამის გაკეთება და გააკეთა კიდეც... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი