IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი
marine
პოსტი Mar 7 2008, 12:29 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს smile.gif

(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.)

ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა.

კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო smile.gif

გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო.

ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი smile.gif

მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე smile.gif რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 21 2012, 04:07 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სარკე“, 22-28 აგვისტო, 2012

დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია აშენდა

ამ ზაფხულს თბილისში, ივლისის თვეში, 22 რიცხვში, დიდი დიღმის შესასვლელში ახალი ტაძარი ეკურთხა. პატარა, ლამაზი, ჯვარგუმბათოვანი სტილის ეკლესიის მშენებლობა 10 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელს ატარებს. ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი (შაქარაშვილი) ამბობს, რომ სალოცავის მშენებლობაში თავად უფალი მონაწილეობდა.

-მამაო, ბოლო წლებში, გაჭირვების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მრავალი ტაძარი აშენდა. ამბობენ, როცა ეკლესიის მშენებლობა იწყება, მერე მას თავად უფალი აშენებს.

ამ ტაძრის მშენებლობა 1999 წელს დავიწყეთ. მაშინდელი თბილისის მერი ვანო ზოდელავა გვეხმარებოდა. 2003 წელს პოლიტიკური ვითარების გამო ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა და 2004 წლიდან განახლდა. ჩემი სულიერი შვილი გახლავთ გიორგი გოგუაძე, რომელიც „სახალხო ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. რათქმაუნდა, სხვა მოქალაქეებიც დაგვეხმარნენ და უფლის შეწევნითა და მის მიერ დაშვებული სასწაულებით დავამთავრეთ. ტაძარი 2012 წლის 22 ივლისს ეკურთხა. ხალხმა შანდლები, ხატები, სამშენებლო მასალა შემოგვწირა. ვისაც რითი შეეძლო, იმით გვეხმარებოდა. ერთმა პიროვნებამ, ილია გიორგობიანმა, დიდი რაოდენობით ცემენტი და ბლოკი შემოგვწირა.

-როგორ შეირჩა ეს ადგილი?

ამ უბანში ეკლესიის ასაშენებლად ადგილს ვეძებდით. აქ საცხოვრებელი სახლი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მისი საძირკველი გაძარცვეს. მხოლოდ არმატურები იყო, ბეტონი არ იყო ჩასხმული. ის არმატურები ხალხმა დაჭრა, ამოიღო და ჯართში ჩააბარა. ამ სახლის მშენებლობის გაგრძელება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. ადგილი მოგვეწონა, რადგან აქ, თუ დააკვირდებით, თითქმის ყველა ქუჩა რომელიღაც წმინდანის სახელს ატარებს. ვთხოვეთ მერიას და მას, ვის ბალანსზეც ეს საძირკველი იყო, რომ ჩვენთვის გადმოეცათ. უსასყიდლოდ გადმოგვცეს.

-როგორ არის დაშვებული, ვინ წყვეტს რომელმა ტაძარმა რომელი წინდანის სახელი უნდა ატაროს?

ეს ეკლესია იწოდება იოანე ზედაზნელისა და მისი ათორმეტი მოწაფის სახელობის ტაძრად. ტაძრის დღესასწაული 20 მაისსაა. მოგეხსენებათ, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრები მთელ საქართველოშია გაბნეული და რადგან ნაწილობრივ დიდგორი აქედან იწყება, ჩავთვალეთ, რომ ასურელი მამების ღვაწლი მოგვეხმარებოდა ამ ტაძრის მშენებლობის დაგვირგვინებაში. პირველი დღეებიდანვე მრევლი მედგა გვერდში. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აზრი საპატრიარქოსთვის მიგვეწოდებინა. ეს ტაძარი მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელია. ამჟამად მხოლოდ რუსთავში, საბავშვო ბაღის შენობაში, ერთ ოთახში მოწყობილი ეკლესია ატარებს ათორმეტი მოწაფის სახელს და, როგორც მითხრეს, კიდევ სადღაც შენდება. საქართველოში გაბნეულია 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრები. აქ კი ყველა ერთად არის. ასე რომ, სულ ზეიმი გვექნება. ჩვენი ტაძრის დღესასწაულია თითოეული ასურელი მამის დღე - შიო მღვიმელის, აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის...

-ამბობენ, რომ ძველი ეკლესიები უფრო დიდი მადლის მატარებელია. როგორ აღიქვამს მრევლი ახალაშენებულ ტაძარს და რადმენად მალე ივანებს ასეთ ადგილას უფლის მადლი?

სანამ ჭერს გადავხურავდით, ტაძარში წყალი ჩამოდიოდა. თანამედროვე სამშენებლო მასალა რომ სველდება, მერე გალესილ კედელზე მარილის მსგავსი სითეთრე ჩნდება. ტაძარი ახალაშენებულს კი არა, მე - 10-11 საუკუნეებში აგებული ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ძველი ტაძარია განახლებული. ესეც ღვთის ნებაა. ყველა ახალ ტაძარში ასეა - სამების საკათედრო ტაძარშიც ასე მოხდა. რაც შეეხება ღვთის მადლს, ის ახალ ტაძარშიც სუფევს და ნანგრევებშიც. ღმერთი მალევე ივანებს თავის სახლში, ეს მშენებლობის დროსაც კი იგრძნობოდა.

-რა ფორმით გრძნობდით, რომ ის ახლო იყო?

თანადგომით. მაგალითად, ბევრჯერ ფული არ გვქონდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა და ამ დროს უცებ სასწაული ხდებოდა. მშენებლობის დროს აქ ძაღლები და ძროხები შემოდიოდნენ. საფიქრალში ჩავვარდი - აღარ ვიცოდი, რა მექნა და უცებ მოვიდა კაცი, რომელმაც მითხრა, მინდა, შესაწირი გავაკეთოო. ვკითხე, რა ფორმით აპირებთ შესაწირის გაკეთებას-მეთქი. მკითხა, რა გჭირდებათო. ყოველთვის ვცდილობ, ფულთან შეხება არ მქონდეს. ვინც მსგავსი შემოთავაზებით მოდიოდა, ვეუბნებოდი, მინდა ქვიშა, ცემენტი... ეს ყველაფერი ჩამოვთვალე და მივაყოლე, ცხოველები შემოდიან და რამდენიმე კარი მჭირდება-მეთქი. მითხრა, მაგას მე გავაკეთებო. ტაძრის ყველა კარი, აღსავლის კარის გარდა, მისი შემოწირულია. იმ კაცს თენგიზი ჰქვია, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. თემქაზე ცხოვრობს. თემქიდან დიდ დიღმამდე სანამ მოვიდა, რამდენიმე ეკლესია გამოიარა, მათ შორის - მშენებარე. ვკითხე, რაღა მაინცდამაინც აქ მოგინდათ შესაწირის გაკეთება-მეთქი. მიპასუხა, არ ვიცი, ღმერთმა აქ მომიყვანაო.
მშენებლობა რომ დავიწყეთ, ყოველ დილით, როცა მოვდიოდით, ერთი მანქანა ბლოკი მხვდებოდა ეზოში. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. მერე დავუყარაულდი და, როცა დაცლა დაიწყეს, ვუთხარი, აი, ხომ „დაგიჭირეთ“-მეთქი. ის ადამიანი შესაწირს ჩუმად გასცემდა. იმიტომ დავუყარაულდი, რომ მინდოდა, იმ შემწირველზე მელოცა.
ჩვენს ახალკურთხეულ ტაძარში სხვა სასწაულებიც მოხდა. რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ და წირვა-ლოცვებზე დასწრების შემდეგ გაუარათ.
ერთი გოგონა მოვიდა. მითხრა, შვილის მონათვლა მინდა და აქ უნდა მომინათლოთო. აქვე ცხოვრობს. თურმე მრავალი წელი შვილი არ ჰყავდა. მშენებარე ტაძარს აუვლიდა, ჩაუვლიდა და ღმერთს შვილს სთხოვდა. აღთქმა დადო, ამ ტაძარში მოვნათლავო. ასე რომ, უკვე ნაკურთხი კი არა, მშენებარე ტაძარიც ისმენს უფლისადმი მიმართულ თხოვნას.

-მთელ ტაძარში თითქმის სულ ახალდაწერილი ხატებია.

სამი სასწაულმოქმედი ხატის ასლები გვაქვს დაბრძანებული ტაძარში. ერთი ქალბატონი, ნინო მირიანაშვილი, რომელიც თავიდანვე ჩვენ გვერდით იდგა, გარდაიცვალა და ახლობლებმა მის სახელზე „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლი შემოსწირეს. „წილკნის ღვთისმშობელი“ და „ღირს არსის“ ხატებიც ჩვენმა მრევლმა შეიძინა ტაძრისთვის. ამ სამების ხატის მსგავსს, რომელიც ჩვენს ტაძარშია, ვერსად ნახავთ, ასეთი არსად შექმნილა. ესეც მრევლმა შემოგვწირა. რამდენიმე ძველი ხატიც მოაბრძანეს. დიდი ხატებია, - მაცხოვრისა და წმინდა ნიკოლოზის. კომუნისტების დროს რესტავრატორები უძვირფასეს ხატებს სახლებში ინახავდნენ, ახლა კი ტაძრებს სწირავენ.

-ტაძარს საოცარი ჭაღი ამშვენებს, მსგავსი არსად მინახავს.

რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში ვიყავი, მერე - ათონის მთაზე. პროფესიით მშენებელი გახლავართ და ყოველთვის ვაკვირდები ტაძრების არქიტექტურას, განლაგებას და სხვა დეტალებს. ჩემი ყურადღება მიიქცია იქაურ მონასტრებში არსებულმა საოცარმა ჭაღებმა. მერე ხელში ჩამივარდა ეკლესიების ჭაღების კატალოგი. მოგეხსენებათ, საბერძნეთში კარგად არის განვითარებული საეკლესიო ნივთების წარმოება და, როცა ჭაღზე მიდგა საქმე, ამ კატალოგში ამოვარჩიეთ. ჩვენი თანამემამულე ემიგრანტები დაგვეხმარნენ. ეს ჭაღი 210 ნათურისაგან შედგება და გარშემო წმინდანების ხატებით არის შემკული. ხმა გაგვივრცელეს, რომ ოქროს ჭაღია და 60 ათასი ევრო დაგვიჯდა, მაგრამ არც ოქროსია და მხოლოდ 2500 ევრო გადავიხადეთ.

-მამაო, ტაძრამდე რა გზა გამოიარეთ, სასულიერო პირი რომ გახდით?

1978 წლიდან ეკლესიაში ვარ. ჩვენი პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი ვიყავი მისი ინტრონიზაციის შემდეგ. სასულიერო ცხოვრებამდე ადამიანი რწმენას მიჰყავს.

-აქამდე სად მსახურობდით?

აქვე, დიდ დიღოში, ყოველთა ქართველთა ეკლესიაში ვმსახურობდი, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული. ჩემი მრევლი გაიყო - ზოგი იქ დარჩა, ზოგი აქ დადის ჩემთან. იმედი მაქვს, მრევლი მოგვემატება.
1989 წელს სოხუმში მაკრუთხეს დიაკვნად. 1990 წელს კი მღვდელი გავხდი. ვმსახურობდი დრანდაში, აგუძერაში. სამწუხაროდ, როგორც გავიგე, დრანდაში, საეპისკოპოსო ტაძრის კელიებში დღეს ციხის საკნებია გაკეთებული. 1936 წელს კომუნისტებმა ტაძარი დახურეს და ციხედ გადააკეთეს. 1990 წელს პირველი მღვდელი ვიყავი, ვინც იქ მსახურება განაახლა, პარაკლისებს ვიხდიდით. ახლა კი იქ ისევ ციხეა. 1992 წლიდან 1999 წლამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ვმსახურობდი, მერე - დიდ დიღომში. სკოლის შენობაში ის ეკლესიაც ჩემი გაკეთებულია.

-იმ ხნის განმავლობაში, რაც მოძღვარი ხართ, პირადად შესწრებიხართ ღვთის სასწაულს?

ჩემ ცხოვრებაში პირველი სასწაული დედაჩემის განკურნება იყო. დედას ფეხებზე საშინელი გამონაყარი ჰქონდა. სტკიოდა, ტირილით დადიოდა. ექიმებმა განგრენის დიაგნოზი დაუსვეს. ჯერ გამონაყარი დაულურჯდა, მერე - ფეხები. 1978 წელი იყო. ტაძარში დაიწყო სიარული და მეც დავყვებოდი. ერთი თვის მერე დედა სიონში უწმინდესმა აზიარა. საღამოს ლოცვასაც დავესწარით. იქიდან ფეხით წამოვედით. ტრავმაიში რომ ჩავსხედით, დედას მაშინ გაახსენდა, რომ ფეხები აღარ სტკიოდა და ისე დადიოდა. ვერც გრძნობდა. სახლში რომ მივედით, წყლულებიც გამქრალი იყო.
ერთი სასწაული მაქვს ჩემი თვალით ნანახი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს შეემთხვა. მაშინ იგი მამა დავითი იყო და მე - მორჩილი. ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ტაძარს ვკეტავდით, ქალი რომ შემოვარდა. ყვიროდა, მიშველეთო. აღმოჩნდა, რომ მის შვილს ბევრი წამალი დაელია და დედა ითხოვდა, სანამ გარდაიცვლება, მონათვლა მაინც მოვასწროთ. ყველა მონაცემით, ბავშვი უნდა დაღუპულიყო. მამა დავითი სწრაფად შეუდგა ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას. ნათლობა დამთავრდა და ბავშვმა მოიხედა კიდეც.
ყველაზე დიდი სასწაული კი, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, ზიარებაა. არასოდეს მავიწყდება, პირველი ზიარების შემდეგ რა გრძნობაც დამეუფლა - დავფრინავდი. ახლაც, როცა ვეზიარები და ბარიმთან მივდივარ, აშკარად ვგრძნობ, ღვინისა და პურის მაგივრად მას სისხლის სუნი ასდის.

-როცა აღსარებაში დიდ ცოდვაზე გიყვებიან, რას გრძნობთ მაშინ?

ჩემი თავი მებრალება, რადგან მეც იმ ცოდვის ნაწილი ვარ. რაც ჩემ გარშემო ხდება, მეც ხომ იმის ნაწილი ვარ. მე რა გავაკეთე იმისთვის, რომ ის ცოდვა არ მომხდარიყო? უძლურად რომ გრძნობთ თავს, არ გეცოდებათ თქვენი თავი? რადგან ის ცოდვა ხდება, ესე იგი მე ვარ უძლური. უკვე არანაირი ცოდვის მოსმენა აღარ მიკვირს.

-ახლა ჩვენი ერი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ისევ ორად გაიხლიჩა. ქვის სროლა და ლანძღვა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს რისი ნიშანია?

სამწუხაროდ, 20 წელია ქართველი ხალხი ერთმანეთს ლანძღავს. ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია. მორწმუნე ადამიანი მეორეს გასალანძღად და დასამცირებლად არ გაიმეტებს. დიდი ღვაწლია საჭირო, რომ სულით და ხორცით ღმერთს შეუერთდეთ. თითქოს რაღაც საფეხურზე ავედით და ახლა ისევ დაბლა დაცემულნი ვართ. ოჯახის ინსტიტუტის როლი დაკნინდა. ეს ლანძღვა-გინებაც ამის ბრალია. პირველი ადგილი, სადაც ბავშვი რამეს სწავლობს, ოჯახია. თუ იქ ვერაფერი ისწავლა, გარეთ რომ გამოვა, გააკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. ამ საქციელით კი ქვას სხვას კი არა, საკუთარ თავს ესვრიან, ჩვენივე თავს ვესვრით.

-შვილები გყავთ?

კი, ქალ-ვაჟი მყავს 19 და 21 წლის. რთულია მღვდლის ოჯახში ბავშვის აღზრდა, რადგან შინ სხვანაირი გარემო აქვთ და გარეთ თეთრი ყვავებივით არიან. მიდის ბრძოლა თანამედროვეობასა და იმას შორის, რასაც რჯულის მიხედვით ასწავლი. მე რომ ვეუბნები, ასე უნდა იყოს-მეთქი და თვითონ სხვა რამეს ხედავენ, ამბობენ, თუ ასე უნდა იყოს, ისე რატომ ხდებაო. ვეუბნები, თქვენ არ დაემსგავსოთ სხვას, თქვენ მღვდლის შვილებს უნდა ჰგავდეთ-მეთქი.

-გიჯერებენ?

მეტნაკლებად. ჩვენც ხომ ასე ვიყავით?! ჩემს მშობლებს არც მე ვუჯერებდი ყველაფერს.

/რუსუდან ადვაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი   Mar 7 2008, 12:29 PM
მარიამი   სიამოვნებით მოვილ...   Mar 7 2008, 01:14 PM
marine   სიამოვნებით მოვილ...   Mar 7 2008, 01:29 PM
მარიამი   გაიხარე, მარი და ცა...   Mar 7 2008, 03:07 PM
თათარაშვილი   მეც აუცილებლად მოვ...   Mar 7 2008, 02:53 PM
zviadauri   მეც აუცილებლად მო...   Mar 7 2008, 04:58 PM
marine   გიგა მართლა მადლი...   Mar 7 2008, 05:03 PM
marine   თათარაშვილი მარია...   Mar 7 2008, 04:05 PM
zviadauri   დიდ დიღომში, ჰიპერ...   Mar 7 2008, 05:20 PM
ket_ketevani   ეს ტაძარია უკვე სა...   Mar 7 2008, 05:28 PM
marine   ეს ტაძარია უკვე სა...   Mar 10 2008, 11:28 AM
ekato   ქეთი, მინდა გაგახა...   Mar 10 2008, 04:12 PM
marine   უი რა კარგიააა, მეც...   Mar 10 2008, 04:14 PM
xornabujeli   :) გაიხარე მარინე,რო...   Mar 11 2008, 02:48 AM
marine   :) გაიხარე მარინე,რ...   Mar 11 2008, 10:43 AM
marine   გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა მამ...   Mar 17 2008, 01:26 PM
მარიამი   დღეს ჩავუარე გვერდ...   Mar 18 2008, 10:22 PM
ekato   აი კიდევ ამ ტაძრის ...   Mar 19 2008, 01:03 AM
xornabujeli   აი კიდევ ამ ტაძრის ...   Mar 19 2008, 01:11 AM
mii   ძალიან გამიხარდა ა...   Mar 21 2008, 01:15 PM
marine   მარიამი ekato მადლობა...   Mar 21 2008, 01:23 PM
ianeti   ძალიან დიდი მადლობ...   Mar 22 2008, 09:50 PM
xornabujeli   :) როცა გულით გინდა...   Mar 23 2008, 01:53 AM
marine   ტაძრის შემოსვა უკვ...   Apr 1 2008, 04:45 PM
marine   გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა წირ...   Apr 7 2008, 02:37 PM
ekato   [color=#990000][size=2]გ-ა-ნ-ც-ხ-ა-...   Apr 7 2008, 09:55 PM
marine   როგორც მე ვიცი მთლ...   Apr 8 2008, 03:45 PM
ekato   რას მეუბნები, ეკუნ...   Apr 8 2008, 05:15 PM
marine   გუშინ გამოაცხადა ...   Apr 8 2008, 05:20 PM
marine   ხვალ, 20 მაისს, ამ მშ...   May 19 2008, 11:44 AM
marine   ხვალ, 21 ივლისს, 5 საა...   Jul 20 2012, 01:03 PM
lingvo   4 წელი გავიდა თემის ...   Jul 20 2012, 02:46 PM
marine   http://s017.radikal.ru/i435/1207/e9/6db7f937fe38.j...   Jul 23 2012, 11:59 AM
A.V.M   ძალიან სასიამოვნო...   Jul 23 2012, 12:01 PM
marine   შაბათ-კვირის გარდა...   Jul 23 2012, 12:48 PM
marine   http://s15.radikal.ru/i188/1207/f6/7fe8c638b50c.jp...   Jul 23 2012, 01:57 PM
lingvo   მადლობა მარინე თბი...   Jul 23 2012, 07:36 PM
A.V.M   მარინე! რატომღაც ...   Jul 23 2012, 08:24 PM
marine   lingvo გაიხარე, ვახო :wub:...   Jul 24 2012, 11:04 AM
A.V.M   გასაგებია ყვლაფერ...   Jul 24 2012, 12:12 PM
marine   გასაგებია ყვლაფერ...   Jul 24 2012, 12:59 PM
marine   ესე იგი, ცამეტი ასუ...   Jul 30 2012, 11:02 AM
marine   ტაძრის შინაგანაწე...   Aug 6 2012, 01:33 PM
marine   18-19 სექტემბერს მამა ...   Sep 12 2012, 04:16 PM
marine   „სარკე“, 22-28 აგვისტო...   Sep 21 2012, 04:07 PM
marine   ტაძარში მსახურება ...   Sep 24 2012, 04:20 PM
marine   „22 ივლისს გარდაბნი...   Sep 25 2012, 04:16 PM
marine   ზეგ, 20 ოქტომბერს, მა...   Oct 18 2012, 04:09 PM
marine   20 ნოემბერს საღამოს ...   Nov 5 2012, 02:23 PM
marine   შეგახსენებთ: 20 ნოე...   Nov 9 2012, 04:07 PM
marine   შეგახსენებთ: 20 ნოე...   Nov 14 2012, 04:19 PM
marine   დღეს, 3 დეკემბერს, 6 ს...   Dec 3 2012, 10:45 AM
A.V.M   ნუ მთლად ამ თემისა ...   Dec 5 2012, 02:03 AM
marine   A.V.M :მპუა2:   Dec 5 2012, 11:10 AM
marine   ხვალ 8 დეკემბერს, ჩვ...   Dec 7 2012, 03:54 PM
zaz   ესე გვიან იწყება ლ...   Dec 7 2012, 04:51 PM
marine   ესე გვიან იწყება ლ...   Dec 10 2012, 01:15 PM
marine   რადგან 15 დეკემბერს ...   Dec 13 2012, 10:48 AM
marine   ხვალ, 18 დეკემბერს ს...   Dec 17 2012, 11:14 AM
marine   შეგახსენებთ: დღეს, ...   Dec 21 2012, 10:34 AM
marine   ტაძარში არ არის გა...   Dec 24 2012, 12:54 PM
marine   რადგან ტაძარში ცივ...   Dec 31 2012, 08:46 PM
marine   საშობაო ლიტონიობა ...   Jan 4 2013, 10:43 AM
marine   დღეს გავიგე სამწუხ...   Jan 4 2013, 03:49 PM
marine   მამა დავითის ქალიშ...   Jan 28 2013, 11:29 AM
marine   მოგეხსენებათ ყველ...   Mar 11 2013, 12:44 PM
marine   ორშაბათიდან, ანუ დ...   Mar 18 2013, 10:53 AM
marine   მამა დავითმა თქვა, ...   Mar 25 2013, 10:12 AM
marine   პარასკევს 29 მარტს დ...   Mar 26 2013, 10:26 AM
marine   შეკვეთილ წირვას გა...   Mar 27 2013, 02:05 PM
marine   პარასკევს 5 აპრილს ...   Apr 4 2013, 10:38 AM
marine   დღეს 12 აპრილს 6 საათ...   Apr 12 2013, 02:43 PM
marine   ვნების კვირის სამშ...   Apr 23 2013, 04:30 PM
qetevano   ...   Apr 23 2013, 04:36 PM
marine   დღეს ტაძრის დღესას...   May 20 2013, 09:47 AM
დემი   დღეს ტაძრის დღესა...   May 20 2013, 09:46 PM
marine   ქრისტე აღდგა. კეთი...   May 21 2013, 10:11 AM
დემი   დემი, შენც ჩვენი ტა...   May 22 2013, 09:12 PM
marine   არა ქრისტეს მიერ ს...   May 23 2013, 03:06 PM
Qristi_317   მოგესალმებით ყველ...   May 27 2013, 11:39 AM
G_saxva   მოგესალმებით ყველ...   May 27 2013, 12:00 PM
marine   მოგესალმებით ყველ...   May 27 2013, 04:02 PM
Qristi_317   მე ქრისტინე ვარ.დი...   May 27 2013, 11:36 PM
marine   მე ქრისტინე ვარ.დი...   May 28 2013, 10:22 AM
Qristi_317   ქრისტინე, ვიცი რომ...   May 28 2013, 11:32 AM
marine   გაიხარეთ!! მეც მ...   May 28 2013, 11:46 AM
marine   დღეს 6 საათზე ჩატარ...   Jun 12 2013, 03:43 PM
marine   მოგეხსენებათ, რომ 20...   Jun 17 2013, 03:34 PM
marine   Qristi_317 ქრისტინე, აქაც...   Jun 20 2013, 03:21 PM
G_saxva   მეც ვულოცავ :)   Jun 20 2013, 03:38 PM
marine   მეც ვულოცავ :) გაიხ...   Jun 20 2013, 03:40 PM
marine   დღეს 6 საათზე და ხვა...   Jun 21 2013, 02:43 PM
marine   ამ დღეებში ცუდად რ...   Jul 2 2013, 04:48 PM
marine   [img]http://img547.imageshack.us/img547/8250/m1ki....   Aug 26 2013, 11:51 AM
marine   [img]http://img713.imageshack.us/img713/3540/p3f3....   Aug 29 2013, 10:27 AM
marine   :) ჩვენ ტაძარში ასეთ...   Sep 23 2013, 11:15 AM
G_saxva   :) ჩვენ ტაძარში ასე...   Sep 23 2013, 11:44 AM
qetevano   ადრე მე მქონდა ახა...   Sep 23 2013, 12:00 PM
G_saxva   ადრე მე მქონდა ახა...   Sep 23 2013, 01:17 PM
marine   ჩემი პირველი მოსა...   Sep 23 2013, 01:24 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 11:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი