ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
აკაკი |
Sep 21 2012, 09:19 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
peritoniti
ჰო, საქმე იმაშია, რომ იუდა მცირედმორწმუნე იყო... ნუ მივიდოდა ვინმესთან, არამედ როგორც პეტრეს, შეეძლო ღვთის წინაშე დაეტირა ნამდვილი სინანულით... ასე არ მოხდა. მისულიყო იესოსთან გოლგოთაზე, განა უამრავი უცოდვილესი ადამიანი არ ჰყავდა ნანახი იესოს მიერ შეყნარებული? (მათ შეინანეს და ისე მიახლნენ უფალს, უფალმაც მიიღო.. და ეს იუდას ნანახი ჰქონდა) ის კი მაინც, საკუთარი სიამაყის გამო, არ მიდის უფალთან შენდობისა და პატიების მისაღებად. რომ ვთქვათ, ყველაფერი წინასწარ იგეგმებოდა ფარისეველთა შორის მაცხოვრის შეპყრობაზე... თან უნდოდათ უხმაუროდ მომხდარიყო მისი შეპყრობა, უფალს კი არ ჰქონდა საკუთარი სახლი... სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა ხოლმე... გამორჩეული ჰქონდა ადგილები, სადაც ხშირად მიდიოდა ხოლმე, მაგალითად სალოცავად მთებზე და ა.შ. ფარისევლებს ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, მაგრამ არა ჰეროდეანებს (ანუ ჰეროდეს საჯარისო ნაწილებს), სწორედ ამათ შეიპყრეს ქრისტე გეთსიმანიის ბაღში, უფლის ამ ბაღში მყოფობა კი იუდამ აუწყა მათ. უფალს არც გამორჩეულად ემოსა, არც ბრწყინვალებით შემკული დადიოდა ადამიანთა შორის გარეგნულად. საჭირო იყო, რომ მეომრები მიმხდარიყვნენ თუ რომელი იყო მათგან იესო, ჩვენ ვიცით რომ სამი მოწაფე ახლდა თან უფალს გეთსიმანიის ბაღში. ჰეროდეანებიც ფრთხილობდნენ, რადგან ეგონათ რომ ეს ადამიანი თავს გამეფებისათვის ამზადებსო და თავისი მეომრები ჩასაფრებულნი იქნებიან სადღაც ამ ბაღშიო.. ანუ მეტად მიწიერი, ცრუ წარმოდგენა ჰქონდათ შემნილი მაცხოვარზე, ისევე როგორც იუდას, ერისა და ფარისეველთა უმეტეს ნაწილს... ამაში აიღო ფული. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი