პატრიარქის იდეები და მის მიერ მოცემული კურთხევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის იდეები და მის მიერ მოცემული კურთხევები |
ილია |
Oct 28 2007, 10:37 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
დღეს სამების ტაძარში პატრიარქმა მთელი საქართველო აკურთხა რომ განსაკუთრებით ვილოცოთ ეს კვირა მოგეხსენებათ რო მოსალოდნელია მაშტაბური აქციები...
რაც შეიძლება მეტჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო, 50 ფსალმუნი და 90 ფსალმუნი. ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
A.V.M |
Sep 21 2012, 10:04 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
1-ელ ოქტომბრამდე პატრიარქმა ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა
20:46 21-09-2012 ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდუბეში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიბრძანდა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. "ჩვენ ვემზადებით არჩევნებისათვის, სადაც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შევთხოვოთ ღვთისმშობელს, დედა საქართველოს გადააფაროს თავისი კალთა, დაიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაამშვიდოს საქართველო", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას. პატრიარქმა ისაუბრა ღვთისმშობლის ერთ-ერთ ლოცვაზე, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს, კერძოდ, "მოწყალებისა კარი განგვიღე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო". უწმინდესის თქმით, ამ ლოცვას ქართველი ხალხი არაერთხელ უხსნია განსაცდელისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მონღოლების შემოსევის დროს, ქართული ჯარი საფრთხის მომენტში დადგა და მუხლმოდრეკით ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ ლოცვით. ახლა მთელი საქართველო დაიწყებს ლოცვას და ეს გაგრძელდება 1-ელ ოქტომბრამდე. როცა გექნებათ დრო, თქვით ეს ლოცვა და ღმერთი უშველის საქართველოს და ჩვენ", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას. პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა ერს, სადაც არ უნდა იყვნენ, გზაში, სახლში თუ ტაძარში, როცა ექნებათ საშუალება მუდმივად იმეორონ ეს ლოცვა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქთან ერთად ტაძარში შეკრებილმა მრევლმა რამდენჯერმე გაიმეორა სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლისადმი. დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პატრიარქის მიბრძანებასთან დაკავშირებით ეკლესია და ტაძრის ეზო მომლოცველებით სავსეა. http://www.interpressnews.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი