თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
A.V.M |
Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები. 1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი). 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). 1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით. 2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40 თბილისი, 0105, საქართველო info@tsas.ge www.tsas.ge +995 32 2 98 91 16 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 25 2012, 11:28 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატიმრებს27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას 16:00 საათზე, სპორტის სასახლიდან მეტეხის ხიდისკენ, 100 000 მოწამის წამების ადგილისაკენ, კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყობა , - ამის შესახებ სიონში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა შალვა კეკელიამ განუცხადა.
როგორც მამა შალვამ აღნიშნა, დღევანდელი მსვლელობით ისინი თანადგომას უცხადებენ პატიმრებს და მათ ოჯახებს და გმობენ ძალადობას პატიმრებზე. ასევე, მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ საპატიმროებში აღარ განხორციელდესმისივე თქმით, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროებში, პატიმრები გამოთქვამდნენ შიშს, რომ მათი და ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მათზე შესაძლოა ძალადობა კიდევ განხორციელდეს. ამ წუთებში უკვე სიონის ტაძარში სასულიერო პირები ღვთისმშობლის პარაკლისს ასრულებენ ქვეყანაში მშვიდობისა და ერთიანობისათვის. საეკლესიო მსვლელობა სპორტის სასახლიდან დაიწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მოუძღოდნენ. მასში მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წევრები, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები. ქუჩაში გამვლელები მათ სოლიდარობას უცხადებდნენ ტაშით, მძღოლები კი თანადგომას სიგნალიებით გამოხატავდნენ. მსვლელობისას ისმოდა გალობა, ხალხური სიმღერები, პერიოდულად მსვლელობის მონაწილეები ჩერდებოდნენ და ამბობდნენ "მამაო ჩვენოს", ასევე "მოწყალების კარი განგვიღე ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო", რომლის თქმის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ახლახან მისცა განსაცდელებიდან მშვიდობიანად გამოსასვლელად. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/61865-sasuli...e#ixzz27VjUpsA5 ნახეთ როგორი სისულელე ვიპოვე კიდე: ,,,,რეზონანსის“ კორესპონდენტის ცნობით, ფილარმონიასთან შეკრებილი მანიფესტანტები საკათედრო ტაძარ სიონისკენ მიემართებიან. ცოტა ხნის წინ საპროტესტო მსვლელობას სპორტის სასახლიდან მოძრაობა ,,დავითიანი" და სასულიერო პირები შეუერთდნენ.'' http://resonancedaily.com არადა ჩვენ დავგეგმეთ ეს მსვლელობა,ჩვენ განვახორციელეთ და ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხის ნაწილი შემოგვიერთდა მაშინ როდესაც სიონის ტაძრისკენ მივემართებოდით... (ვითომ არაფერი , მაგრამ სერიოზული შეცდომაა) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი