გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
ნაინა |
Sep 26 2012, 08:41 PM
პოსტი
#1
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მერამდენე გავუზიაროთ გავხსენით არ ვიცი, უკვე დათვლაც მეზარება.
აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ხორცის ჭამა-არ ჭამაზე სჯა ბაასი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 26 2012, 11:56 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა (ვთქვათ იმას რომ ძროხის ხორცის ჭამის შემთხვევაში შიმშილით მოვკვდები)მე არც მუხუდოს ჭამით მოვკვდები შიმშილით. ტყაპუჭით რომ ვიარო არც მაშინ მოვკვდები სიცივით და არ გავიყინები. არც ქალმნებით სიარულით მომტყდება ფეხები. მაშინ ავდგეთ და ე.წ. ბათინკები არ ჩავიცვათ.არ ჩავიცვათ ფეხსაცმელი რომელიც ტყავისაა და ნაჭრისათი ვიაროთ. ბიჭოოო მე არ მაქვს საუბარი რა შემთხვევაში მოკვდები და რა შემთხვევაში – არა. ვიმეორებ – ცხოველისათვის სიცოცხლის წართმევა იმის გამო, რომ სტომაქი გაისიო, არის ძალიან დაბალი დონე და ქრისტიანისათვის შეუფერებელი. უფლის ქმნილებების სიყვარულზე მიქადაგოს ვიღაცამ და ქათამს თავი წააგდებინოს, ცოტა შეუსაბამო საქციელია, ხო? ციტატა არასდროს მოუთხოვია მართლმადიდებელ ეკლესიას რომ ხორცი არ ჭამოთო. ციტატა რასაც შენ ამბობ ეგ არის ძალიან დიდი უკიდურესობა რომელიც არასდროს არ დაუშვია მართლმადიდებლურ ეკლესიას. მე ძალიან მომწონს ამასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის გამონათქვამი: "ნადირობა დასაშვებია მაშინ, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა გაქვს და მშიერი გყავს ოჯახი, მაშინ შეიძლება, მაგრამ ცოტა არ იყოს, უფალი მონადირეს მწყრალი თვალით უყურებს." აი კიდევ, რას ამბობს წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე): "სოლომონ ბრძენი, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: „მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო.“ (იგავ. სოლ. 12.1). ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა; მას ებრალება იგინი. ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთანაც, ანუ შინაურს საქონელთან." ისევ მამა გაბრიელის გამონათქვამი: "ჭიანჭველას მოკვლა თუ შეიძლება?" "რას ამბობ, ჩემი გაჩენილია რომ მოვკლა? ვაი იმას, ვისაც მწერი არ ეცოდება. ავიღოთ მაგალითად, სპილო და ჭიანჭველა. სპილოს რაც ტვინი აქვს, იგივე აქვს ჭიანჭველას, ახლა ავიღოთ და ჭიანჭველას ტვინი ჩავდოთ სპილოს თავში, მერე მოვკლათ. რამხელა ცხოველი მოგვიკლავს. ერთი ეპისკოპოსი კიბეზე ადიოდა. ჭიანჭველაზე ფეხი რომ არ დაედგა, ფეხი მოიტეხა. თუ ეპისკოპოსმა ეს გააკეთა, ჩვენ უფრო მეტი არ გვმართებს? აქ მთავარია სულის სიფაქიზე. და ნურავინ იტყვის იმას, რომ ფაქიზი სულის მქონე ადამიანი პირუტყვს მუცლის გამო, მოსაკლავად გაიმეტებს. მაკარი დიდს კოღომ უკბინა, მან კი კოღო მოკლა და ამის შემდეგ წავიდა და 40 დღე ჭაობში გაატარა, სადაც უამრავი მავნე მწერი უმოწყალოდ კბენდა. ამის გაკეთებას არავინ გთხოვთ, მაგრამ თუ იმ წმინდა მამას ასეთი ფაქიზი სული ჰქონდა, ჩვენ სულ მცირედი მაინც არ გვმართებს რომ შევასრულოთ? ციტატა კი გასაგებად ამბობ მაგრამ მე უფრო გასაგებად გეტყვი:ფეხის სითბოსთვის არაა აუცილებელი ცხოველი მოკლა და მისი ტყავით გაკეტებული ფეხსაცმლით იარო. შეიძლება ფეხსველამ იარო და არ მოკვდები.არ მოჭრა ხე რადგან ცოცხალი ორგანიზმია იგიც.არ მიიღო ბოსტნეული რადგან მცენარეც ცოცხალი ორგანიზმია და მისი მოკვლა არ შეიძლება.არ დაანთო ზამთარსი გაზი,რადგან მისი გამონაბოლქვი ახზიანებს აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმს-ჰაერს.არ იარო ავტომობილით რომელიც ბენზინ-დიზელზეა რადგან ცოცხალ ორგანიზმებს აზიანებ!არ ჩაიცვა ტყავის ქურთული და იარე შიშველი.თუ მაინცდამაინც ფოთლებიტ შეიმოსე.(მაგრამ ფოთოლიც ცოცხალი ორგანიზმია)მოკლედ ამ შენ უკიდურესობას დასასრული არ ექნება რა... უკიდურესობებზე კიდე მე მელაპარაკები? სადმე ვახსენე მცენარის საკვებად გამოყენება არ შეიძლება - მეთქი? სადამდე მიგყავს საუბარი? მცენარე არაა ცხოველის დონე. ცხოველი გრძნობს, უყვარს, ხედავს, ესმის, დედაშვილური ინსტიქტები აქვს, მეგობრობა შეუძლია და მცენარეს? მცენარე არის საკვები, რომელსაც სამოთხეშიც კი მიირთმევდნენ, ამიტომ ამის არგუმენტად მოყვანა, რომ ცხოველების ხოცვა გაამართლო, უბრალოდ სასაცილოა .zakaria. ციტატა თუმცა მჭირდება და მაინც ვჭამ , როცა არ დამჭირდება აღარ შევჭამ. ვის როგორ ესმის "საჭიროება"... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი