IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++
ნაინა
პოსტი Sep 26 2012, 08:41 PM
პოსტი #1


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მერამდენე გავუზიაროთ გავხსენით არ ვიცი, უკვე დათვლაც მეზარება.

აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ხორცის ჭამა-არ ჭამაზე სჯა ბაასი.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Sep 27 2012, 01:03 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მხევალი ნინო

ციტატა
სადაა აფხაზი : (


ამ საკითხს სერიოზულად განიხილავთ? biggrin.gif

George Leluashvili

ციტატა
ვიმეორებ – ცხოველისათვის სიცოცხლის წართმევა იმის გამო, რომ სტომაქი გაისიო, არის ძალიან დაბალი დონე და ქრისტიანისათვის შეუფერებელი.


სტომაქის გასიებას რას ეძახი? საკვების მიღებას? ანუ ხორცის საკვებად გამოყენებას? სტომაქის გასიება არის ნაყროვანება და არ აქვს მნიშვნელობა ხორცით გაისიებ სტომაქს თუ საზამთროთი, ორივე შემთხვევაში ზედმეტი საკვების მიღება, საჭიროების გარეშე არის ნაყროვანება და სწორედ ნაყროვანებაა ცოდვა. ხოლო ის, რომ ხორცი საჭმელად არ გამოიყენო, ანუ ცხოველი, რომლის ხორცის ჭამაც შესაძლებელია ჰუმანური მიზეზების გამო არ დაკლა (ეს სიტყვა კი ჟღერს სადისტურად, მაგრამ სხვა ტერმინი ვერ მოვიგონე) არასერიოზული და ვფიქრობ უაზრობაცაა.

მე არ მესმის საერთოდ რაზე დაყრდნობით აცხადებ, რომ თურმე ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება ქრისტიანობის მიერ უზნეობადაა შერაცხილი და თურმე:

ციტატა
უფლის ქმნილებების სიყვარულზე მიქადაგოს ვიღაცამ და ქათამს თავი წააგდებინოს, ცოტა შეუსაბამო საქციელია, ხო?


ამის მთქმელს ან ბიბლია არ წაგიკითხავს, ანდა საერთოდ არ გაცნობიხარ საეკლესიო ლიტერატურას. რადგან მეეჭვება რომ ასე იყოს, მაშინ მით უფრო გაკვირვებული ვარ.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ უფლის ქმნილებას, ცხადია მოფრთხილება სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარაზმში უნდა გადავიდეთ. არსად, არავის არ უთქვამს რომ ცხოველის ხორცი საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ხორცს ვერ მოვიპოვებთ სხვანაირად, თუკი "სიცოცხლეს არ გამოვასალმებთ" მას.

ჯერ ის ვთქვათ როდის და რატომ გახდა აუცილებელი ცხოველის ხორცის ჭამა ადამიანისთვის და არა მხოლოდ ხორცის ჭამა, არამედ მისი ტყავის სამოსად გამოყენება.

შესაქმის წიგნის III თავში, იქ სადაც ადამიანის ცოდვით დაცემაზე და მათი სამოთხიდან გამოდევნაზეა საუბარი, ვკითხულობთ:

"გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა" (მუხ. 21).

აქედან ცხადად ჩანს, რომ ტყავის სამოსლით შემოსვა გულისხმობს ცხოველისთვის სიცოცხლის გამოსალმებას და გამოდის რომ ეს ვანდალიზმი თავად შემოქმედს ჩაუდენია. მაგრამ ცხადია ეს ასე არაა. ცხოველი, ისევე როგორც მთელი დედამიწა შეიქმნა ადამიანის საჭიროებისათვის და არა პირიქით. დედამიწის, ქმნილების ცენტრი გადის ადამიანზე. თუკი ცოდვით დაცემამდე ყველაფერს სხვა დანიშნულება ქონდა (რომ ადამიანი არ იყენებდა ცხოველის ტყავს შესამოსად, ანდა მის ხორცს საკვებად), ცოდვით დაცემის შემდეგ მან სხვა შინაარსი შეიძინა, თუმცა ორივე შემთხვევაში ყველა და ყველაფერი ადამიანის საჭიროებისათვის შეიქმნა.

რაც შეეხება ხორცის საკვებად გამოყენების პირველ ფაქტს:

წარღვნის შემდეგ ნათქვამია:

"ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს". (დაბ. 9.13).

ანუ, როგორც განიმარტება, ხორცის საჭმელად გამოყენება ორგანიზმისთვის აუცილებელი გახდა, რადგან წარღვნის შემდეგ მკვეთრად იცვლება ცხოვრების პირობები და ორგანიზმიც ვეღარაა ისეთი ძლიერი, როგორც მანამდე (ჩვენ ვხედავთ, რომ ასაკი წარღვნის შემდეგ მკვეთრად იკლებს).

მე აღარ გავაგრძელებ ძველ აღთქმაზე საუბარს, აქ ყველაფერი ისედაც ცხადია, გადავალ ახალი აღთქმის პერიოდზე. აქ მკვეთრად და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მადლიერებით მიღებული ყოველივე კეთილია, რადგან ყველაფერი უფლისგან გვაქვს მონიჭებული.

პირველ საუკუნეში ეკლესიაში გაჩნდა მავნე შეხედულებები იმის შესახებ რომ ხორცის ჭამა ეს უზნეობაა და კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ეკლესიამ მალევე შენიშნა ამ უკუღმართობის მავნეობა და კატეგორიულად განაჩინა:

მოციქულთა 51 კანონი

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, - გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ ღმერთმა შექმნა რა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო ის, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედს; ასევე - ერისკაციც.


მოციქულთა 53 კანონი

თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი დღესასწაულის დღეებში არ მიიღებს ხორცსა და ღვინოს იმ მიზეზით, რომ შეიძულა და, არა - დათმინების ღვაწლის გამო, განკვეთილ იქნეს, როგორც თავისი სინდისისაგან დამწვარი და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი.

ღანგრის კრების II კანონი

თუ ვინმე გაკიცხავს ხორცის მჭამელს (სისხლისა, კერპთა მსხვერპლის ნაშთისა და დამხრჩვალის, ლეშის გარდა), თითქოსდა ხორცის ჭამის გამო არ ექნება სასოება, შეჩვენებულ იყოს.


ვფიქრობ საკმარისია.


კატეგორიულადაა მითითებული, რომ ხორცის აკრძალვა არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული, ანუ კონკრეტული ადამიანის ღვაწლის მიზანი, რომ ვთქვათ რომელიმე ადამიანი თავის თავზე იღებს ღვაწლის აღსრულებას და იგი არ იღებს ხორცსაც. მაგრამ აქვე ნათქვამია, რომ ამის განზოგადება კატეგორიულად დაუშვებელია და ეს არის გაუკუღმართება.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის მაგალითები, რაც შენ მოგაქვს (თუმცა არ ვიცი რამდენაც სწორია), რასაც თავისი კონკრეტული შინაარსი ექნებოდა ალბათ და არამც და არამც მის ზოგად მნიშვნელობაზე. ამ ლოგიკით ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ.

ციტატა
თუ გგონია, რომ ბერები იმიტომ არ ჭამენ, რომ ეს რაღაც კანონია, ცდები.
ისინი არ ჭამენ ხორცს იმიტომ, რომ მათი სული ძალიან ფაქიზია.
ბერი არ გაიმეტებს ცხოველს მოსაკლავად.


ეს ხომ სასაცილოა და მეტი არაფერი. ზემოთ ვაჩვენე, რომ ხორცის ჭამაზე უარის თქმა, გარდა პიროვნული ღვაწლისა, არის დარღვევა და დანაშაული, რასაც მკაცრ სასჯელს განუკუთვნებდა ეკლესია. ძალიან საინტერესოა რას ეძახი სათუთ სულს, იმას რომ საკვებად ვარგისი ხორცის მქონე ცხოველს ვერ დაკლავს? ასე მაშინ პირველ რიგში მოსე უნდა გავკიცხოთ და უფრო მეტიც, თავად ღმერთი, რომელიც მსხვერპლშეწირვას უწესებდა ადამიანებს და მის ბოლომდე ჭამასაც. პირველი კანიბალიზმი მაშინ ძველი აღთქმა ყოფილა. თუმცა ცხადია ეს ასე არაა.

ციტატა
ცხოველი გრძნობს, უყვარს, ხედავს, ესმის, დედაშვილური ინსტიქტები აქვს, მეგობრობა შეუძლია და მცენარეს?


ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტების დონეზე, რადგან ცხოველს არ გააჩნია ის, რაც ადამიანს, ანუ გონითი, პნევმური ნაწილი, იგივე სული. შესაბამისად მისი გათანაბრება მოაზროვნე ქმნილებასთან არის დანაშაული. ამ ლოგიკით ცხოველთა სასუფეველში მკვიდრობაც უნდა ვაღიაროთ, რაც დაუშვებელია.

სულ ბოლოს დავაზუსტებ. ეკლესია, ცხადია, უშვებს ცხოველის საკვებად გამოყენებას. თუმცა ცხადია მიუღებელია ძალადობა, წამება, თუნდაც ცხოველისა. მე წინააღმდეგი ვარ ძაღლების ჩხუბისაც, მათი დასისხლიანებისა, მხოლოდ და მხოლოდ გასართობად. ეს არა მხოლოდ ზნეობრივად, არამედ კანონითაც აკრძალულია, როგორც ცხოველთა წამება. ყოველ ცხოველს თავისი დანიშნულება განეწესა შემოქმედის მიერ, ის შეიქმნა ადამიანისთვის და სხვა არაფრისთვის. ცხოველი ეხმარება ადამიანს სხვადასხვა დანიშნულებით და მათ შორის იგი საკვებადაც გამოყენებადია (ყველა არა, ცხადია).

ასე რომ იმის თქმა, საკვებად არ გამოვიყენოთ ცხოველიო (ხორცს თავად ვერ მოგვცემს, რა თქმა უნდა), დაუშვებელი და მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას.

sergi_glaxa

ციტატა
აი თავად რომ გაზრდით და თქვენს გაზრდილს დაკლავთ მერე ილაპარაკეთ..გირჩევნიათ იჯდეთ მაგ მონიტორებთან და უსმინოთ გამოცდილი ხალხიუ რასაც გეტყვით


ასე შენ ფიქრობ, მაგრამ რატომ ძალადობ სხვაზეც, რომ ასე იფიქროს და რატომ თვლი, რომ ცხოველის საკვებად გამოყენება კანიბალიზმია, მითუმეტეს ამას არც ბიბლია და არც საეკლესიო მოძღვრება არ მოწმობს.

ციტატა
ბა დაუფიქრდით რამდენი ცხოველური პროდუქტის ჭამა შეიძლება ძალადობის გარეშე?


ე.ი. ცხოველის საკვებად გამოყენებას ძალადობას ეძახი? ეს ხომ შეურაცხყოფაა თავად ღმერთისა, რომელმაც ცხოველის ხორცი საკვებად განგვიწესა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნაინა   გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!   Sep 26 2012, 08:41 PM
მხევალი ნინო   ნაინა მარხვა გვაქ...   Sep 26 2012, 08:44 PM
.zakaria.   ნაინა k@the ეს თქვენ დ...   Sep 26 2012, 09:04 PM
mari-mari15   ხალხო როგორ ხართ? რ...   Sep 26 2012, 09:09 PM
A.V.M   სამაგიეროდ მე მხე...   Sep 26 2012, 09:20 PM
seminarieli89   A.V.M ეს ის მარია, სიონ...   Sep 26 2012, 09:26 PM
A.V.M   seminarieli89 ხო ნიკოლოზ... ე...   Sep 26 2012, 09:33 PM
sergi_glaxa   ვეწინააღმდეგები ც...   Sep 26 2012, 10:08 PM
mariami-k   sergi_glaxa :D :D :D   Sep 26 2012, 10:09 PM
მხევალი ნინო   sergi_glaxa და ბოსტნეულს,...   Sep 26 2012, 10:09 PM
mariami-k   A.V.M დღეს ფორუმის მაი...   Sep 26 2012, 10:10 PM
ikanosi   რაღაც სულ წითელი რ...   Sep 26 2012, 10:19 PM
A.V.M   მეც ვეწინააღმდეგე...   Sep 26 2012, 10:26 PM
mariami-k   A.V.M იქით კვირას დამ...   Sep 26 2012, 10:32 PM
syd   ჩვენ გავიმარჯვებთ,...   Sep 26 2012, 10:57 PM
A.V.M   ეგ ისეთია 10 დან 110-მდ...   Sep 26 2012, 10:59 PM
მხევალი ნინო   A.V.M :lol: :lol: :lol:   Sep 26 2012, 11:01 PM
mari-mari15   ყოველდღე რომ გხედ...   Sep 26 2012, 11:05 PM
A.V.M   ეგ ისაა მე და შენ რ...   Sep 26 2012, 11:11 PM
George Leluashvili   A.V.M საწყალი... :( როგორ...   Sep 26 2012, 11:17 PM
A.V.M   და საერთოდ გამხმა...   Sep 26 2012, 11:18 PM
George Leluashvili   A.V.M ეგ უკვე ასკეზაა, ...   Sep 26 2012, 11:22 PM
.zakaria.   მუცლის დასაკმაყო...   Sep 26 2012, 11:33 PM
მხევალი ნინო   A.V.M ცხადია. ამიტომ, ...   Sep 26 2012, 11:22 PM
A.V.M   უკიდურეს დონზეზე ...   Sep 26 2012, 11:33 PM
A.V.M   მხევალი ნინო :D   Sep 26 2012, 11:33 PM
.zakaria.   George Leluashvili "პრანაედე...   Sep 26 2012, 11:35 PM
George Leluashvili   A.V.M ბიჭოოო :გიო: მე ა...   Sep 26 2012, 11:56 PM
syd   კაი ხო, აღარ მინდა ხ...   Sep 27 2012, 12:11 AM
mariami-k   A.V.M კი, მეც ზუსტად მა...   Sep 27 2012, 08:51 AM
მხევალი ნინო   George Leluashvili ეს სიტყვებ...   Sep 27 2012, 10:08 AM
George Leluashvili   მხევალი ნინო ვერ დ...   Sep 27 2012, 12:12 PM
sergi_glaxa   ეხლა რასაც ვიტყვი ...   Sep 27 2012, 12:45 PM
afxazi   მხევალი ნინო ამ ს...   Sep 27 2012, 01:03 PM
k@the   sergi_glaxa მართალი ხარ. რ...   Sep 27 2012, 01:11 PM
A.V.M   აფხაზმა ილაპარაკა ...   Sep 27 2012, 01:14 PM
syd   sergi_glaxa ბოსელიც დამი...   Sep 27 2012, 01:43 PM
k@the   იმდენი ვისაუბრეთ ხ...   Sep 27 2012, 02:28 PM
მხევალი ნინო   afxazi და იმის შემდეგ, ...   Sep 27 2012, 03:27 PM
Atm@n   ვუი ვუი ვუი ვუი! h...   Sep 27 2012, 03:36 PM
მხევალი ნინო   Atm@n შენ და შენს შვი...   Sep 27 2012, 03:38 PM
Atm@n   ვრაჩ სკაზალ! ბოგ ს...   Sep 27 2012, 03:40 PM
მხევალი ნინო   Atm@n ნუ, სადაც ბოგ სკ...   Sep 27 2012, 03:41 PM
Atm@n   მხევალი ნინო საწყ...   Sep 27 2012, 03:45 PM
მხევალი ნინო   Atm@n ხო, ინდოეთის ცხ...   Sep 27 2012, 03:51 PM
k@the   Atm@n ნამდვილად.   Sep 27 2012, 03:51 PM
მხევალი ნინო   k@the ეს გამომრჩა : ))) ...   Sep 27 2012, 03:53 PM
k@the   მხევალი ნინო კი. თა...   Sep 27 2012, 03:56 PM
Atm@n   მხევალი ნინო რომე...   Sep 27 2012, 04:02 PM
მხევალი ნინო   k@the ნუ, ეხლა სადაც ი...   Sep 27 2012, 04:03 PM
Atm@n   მხევალი ნინო არ გი...   Sep 27 2012, 04:12 PM
მხევალი ნინო   Atm@n ეს სიტყვები ეხლ...   Sep 27 2012, 04:13 PM
k@the   მხევალი ნინო არ გი...   Sep 27 2012, 04:21 PM
sergi_glaxa   რავიცი ვიკრიბებით...   Sep 27 2012, 04:23 PM
Atm@n   მხევალი ნინო ბაზა...   Sep 27 2012, 04:27 PM
syd   ზამთარი როა სოფელშ...   Sep 27 2012, 04:36 PM
Atm@n   k@the რა თქმა უნდა! ს...   Sep 27 2012, 04:36 PM
მხევალი ნინო   Atm@n ეს ქრისტიანის ს...   Sep 27 2012, 04:37 PM
Atm@n   მხევალი ნინო მე ა...   Sep 27 2012, 04:44 PM
მხევალი ნინო   Atm@n ნუთუ შენმა დიდმ...   Sep 27 2012, 04:48 PM
Atm@n   მხევალი ნინო მანდ ...   Sep 27 2012, 04:56 PM
მხევალი ნინო   Atm@n :connie_08: :connie_08:   Sep 27 2012, 05:03 PM
syd   ხომ არ იცით, ქართვე...   Sep 27 2012, 06:41 PM
athos   ინდოელი და ტიბეტელ...   Sep 27 2012, 06:51 PM
მხევალი ნინო   athos ს. მაგ ქვეყანაშ...   Sep 27 2012, 07:23 PM
მხევალი ნინო   syd მოქალაქეობის შე...   Sep 27 2012, 07:35 PM
sergi_glaxa   syd სულ წასულა ეს ბავ...   Sep 27 2012, 08:05 PM
syd   მხევალი ნინო მადლ...   Sep 27 2012, 08:19 PM
sergi_glaxa   syd ნეტა შენ შენს ოჯა...   Sep 27 2012, 08:26 PM
ნაინა   კიდევ ხორცის ჭამა-...   Sep 27 2012, 08:39 PM
syd   sergi_glaxa ამას წინათ თო...   Sep 27 2012, 08:47 PM
მხევალი ნინო   მშია!! სასტიკად...   Sep 27 2012, 09:00 PM
George Leluashvili   afxazi "სტომაქის გას...   Sep 27 2012, 09:02 PM
ქევანა   მხევალი ნინო დღეს ...   Sep 27 2012, 09:20 PM
მხევალი ნინო   George Leluashvili გიორგი, ადა...   Sep 27 2012, 09:22 PM
ნაინა   ისევ გავცივდი და ი...   Sep 27 2012, 09:23 PM
მხევალი ნინო   ნაინა შენ ავადმყო...   Sep 27 2012, 09:26 PM
ნაინა   მხევალი ნინო უფფ, რ...   Sep 27 2012, 09:34 PM
მხევალი ნინო   ნაინა შენ საწყალო...   Sep 27 2012, 09:40 PM
A.V.M   ეგ მადარდეთ ახლა ი...   Sep 27 2012, 09:46 PM
mariami-k   A.V.M მერე ჩVენ რა ხეირ...   Sep 27 2012, 10:02 PM
ნაინა   მხევალი ნინო წამა...   Sep 27 2012, 10:03 PM
A.V.M   მოგიხსენებთ... :D   Sep 27 2012, 10:07 PM
syd   A.V.M სად გაქვს სოფელ...   Sep 27 2012, 10:08 PM
mariami-k   A.V.M მოხსენიება წირვ...   Sep 27 2012, 10:10 PM
A.V.M   სოფელი კი არ მაქვს ...   Sep 27 2012, 10:21 PM
mariami-k   A.V.M სიტყვებს ნუ გამ...   Sep 27 2012, 10:25 PM
izi-bartki   როგორ ხართ! გილოც...   Sep 27 2012, 10:27 PM
A.V.M   mariami-k :D http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=...   Sep 27 2012, 10:36 PM
mariami-k   A.V.M ვერ გნახე.... პირდ...   Sep 27 2012, 10:39 PM
A.V.M   mariami-k დაახლოებით 5 წუ...   Sep 27 2012, 10:42 PM
mariami-k   A.V.M ხომ გითხარი შენი...   Sep 27 2012, 10:50 PM
A.V.M   mariami-k :D ხვალე ავტოგრა...   Sep 27 2012, 10:55 PM
mari-mari15   სწავლას მოწყურებუ...   Sep 27 2012, 11:09 PM
George Leluashvili   ასე გაუგებრად ვლაპ...   Sep 27 2012, 11:21 PM
izi-bartki   George Leluashvili ლუბმჩიკ :* ნე...   Sep 27 2012, 11:32 PM
მხევალი ნინო   George Leluashvili ეჰ ჩემო გიო...   Sep 27 2012, 11:33 PM
George Leluashvili   მხევალი ნინო ეჰ... რ...   Sep 27 2012, 11:42 PM
მხევალი ნინო   George Leluashvili მე მაპატი...   Sep 27 2012, 11:48 PM
izi-bartki   და მე :)   Sep 27 2012, 11:51 PM
101 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი