გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
ნაინა |
Sep 26 2012, 08:41 PM
პოსტი
#1
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მერამდენე გავუზიაროთ გავხსენით არ ვიცი, უკვე დათვლაც მეზარება.
აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ხორცის ჭამა-არ ჭამაზე სჯა ბაასი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
afxazi |
Sep 27 2012, 01:03 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
ციტატა სადაა აფხაზი : ( ამ საკითხს სერიოზულად განიხილავთ? George Leluashvili ციტატა ვიმეორებ – ცხოველისათვის სიცოცხლის წართმევა იმის გამო, რომ სტომაქი გაისიო, არის ძალიან დაბალი დონე და ქრისტიანისათვის შეუფერებელი. სტომაქის გასიებას რას ეძახი? საკვების მიღებას? ანუ ხორცის საკვებად გამოყენებას? სტომაქის გასიება არის ნაყროვანება და არ აქვს მნიშვნელობა ხორცით გაისიებ სტომაქს თუ საზამთროთი, ორივე შემთხვევაში ზედმეტი საკვების მიღება, საჭიროების გარეშე არის ნაყროვანება და სწორედ ნაყროვანებაა ცოდვა. ხოლო ის, რომ ხორცი საჭმელად არ გამოიყენო, ანუ ცხოველი, რომლის ხორცის ჭამაც შესაძლებელია ჰუმანური მიზეზების გამო არ დაკლა (ეს სიტყვა კი ჟღერს სადისტურად, მაგრამ სხვა ტერმინი ვერ მოვიგონე) არასერიოზული და ვფიქრობ უაზრობაცაა. მე არ მესმის საერთოდ რაზე დაყრდნობით აცხადებ, რომ თურმე ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება ქრისტიანობის მიერ უზნეობადაა შერაცხილი და თურმე: ციტატა უფლის ქმნილებების სიყვარულზე მიქადაგოს ვიღაცამ და ქათამს თავი წააგდებინოს, ცოტა შეუსაბამო საქციელია, ხო? ამის მთქმელს ან ბიბლია არ წაგიკითხავს, ანდა საერთოდ არ გაცნობიხარ საეკლესიო ლიტერატურას. რადგან მეეჭვება რომ ასე იყოს, მაშინ მით უფრო გაკვირვებული ვარ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უფლის ქმნილებას, ცხადია მოფრთხილება სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარაზმში უნდა გადავიდეთ. არსად, არავის არ უთქვამს რომ ცხოველის ხორცი საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ხორცს ვერ მოვიპოვებთ სხვანაირად, თუკი "სიცოცხლეს არ გამოვასალმებთ" მას. ჯერ ის ვთქვათ როდის და რატომ გახდა აუცილებელი ცხოველის ხორცის ჭამა ადამიანისთვის და არა მხოლოდ ხორცის ჭამა, არამედ მისი ტყავის სამოსად გამოყენება. შესაქმის წიგნის III თავში, იქ სადაც ადამიანის ცოდვით დაცემაზე და მათი სამოთხიდან გამოდევნაზეა საუბარი, ვკითხულობთ: "გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა" (მუხ. 21). აქედან ცხადად ჩანს, რომ ტყავის სამოსლით შემოსვა გულისხმობს ცხოველისთვის სიცოცხლის გამოსალმებას და გამოდის რომ ეს ვანდალიზმი თავად შემოქმედს ჩაუდენია. მაგრამ ცხადია ეს ასე არაა. ცხოველი, ისევე როგორც მთელი დედამიწა შეიქმნა ადამიანის საჭიროებისათვის და არა პირიქით. დედამიწის, ქმნილების ცენტრი გადის ადამიანზე. თუკი ცოდვით დაცემამდე ყველაფერს სხვა დანიშნულება ქონდა (რომ ადამიანი არ იყენებდა ცხოველის ტყავს შესამოსად, ანდა მის ხორცს საკვებად), ცოდვით დაცემის შემდეგ მან სხვა შინაარსი შეიძინა, თუმცა ორივე შემთხვევაში ყველა და ყველაფერი ადამიანის საჭიროებისათვის შეიქმნა. რაც შეეხება ხორცის საკვებად გამოყენების პირველ ფაქტს: წარღვნის შემდეგ ნათქვამია: "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს". (დაბ. 9.13). ანუ, როგორც განიმარტება, ხორცის საჭმელად გამოყენება ორგანიზმისთვის აუცილებელი გახდა, რადგან წარღვნის შემდეგ მკვეთრად იცვლება ცხოვრების პირობები და ორგანიზმიც ვეღარაა ისეთი ძლიერი, როგორც მანამდე (ჩვენ ვხედავთ, რომ ასაკი წარღვნის შემდეგ მკვეთრად იკლებს). მე აღარ გავაგრძელებ ძველ აღთქმაზე საუბარს, აქ ყველაფერი ისედაც ცხადია, გადავალ ახალი აღთქმის პერიოდზე. აქ მკვეთრად და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მადლიერებით მიღებული ყოველივე კეთილია, რადგან ყველაფერი უფლისგან გვაქვს მონიჭებული. პირველ საუკუნეში ეკლესიაში გაჩნდა მავნე შეხედულებები იმის შესახებ რომ ხორცის ჭამა ეს უზნეობაა და კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ეკლესიამ მალევე შენიშნა ამ უკუღმართობის მავნეობა და კატეგორიულად განაჩინა: მოციქულთა 51 კანონი თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, - გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ ღმერთმა შექმნა რა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო ის, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედს; ასევე - ერისკაციც. მოციქულთა 53 კანონი თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი დღესასწაულის დღეებში არ მიიღებს ხორცსა და ღვინოს იმ მიზეზით, რომ შეიძულა და, არა - დათმინების ღვაწლის გამო, განკვეთილ იქნეს, როგორც თავისი სინდისისაგან დამწვარი და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი. ღანგრის კრების II კანონი თუ ვინმე გაკიცხავს ხორცის მჭამელს (სისხლისა, კერპთა მსხვერპლის ნაშთისა და დამხრჩვალის, ლეშის გარდა), თითქოსდა ხორცის ჭამის გამო არ ექნება სასოება, შეჩვენებულ იყოს. ვფიქრობ საკმარისია. კატეგორიულადაა მითითებული, რომ ხორცის აკრძალვა არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული, ანუ კონკრეტული ადამიანის ღვაწლის მიზანი, რომ ვთქვათ რომელიმე ადამიანი თავის თავზე იღებს ღვაწლის აღსრულებას და იგი არ იღებს ხორცსაც. მაგრამ აქვე ნათქვამია, რომ ამის განზოგადება კატეგორიულად დაუშვებელია და ეს არის გაუკუღმართება. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის მაგალითები, რაც შენ მოგაქვს (თუმცა არ ვიცი რამდენაც სწორია), რასაც თავისი კონკრეტული შინაარსი ექნებოდა ალბათ და არამც და არამც მის ზოგად მნიშვნელობაზე. ამ ლოგიკით ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. ციტატა თუ გგონია, რომ ბერები იმიტომ არ ჭამენ, რომ ეს რაღაც კანონია, ცდები. ისინი არ ჭამენ ხორცს იმიტომ, რომ მათი სული ძალიან ფაქიზია. ბერი არ გაიმეტებს ცხოველს მოსაკლავად. ეს ხომ სასაცილოა და მეტი არაფერი. ზემოთ ვაჩვენე, რომ ხორცის ჭამაზე უარის თქმა, გარდა პიროვნული ღვაწლისა, არის დარღვევა და დანაშაული, რასაც მკაცრ სასჯელს განუკუთვნებდა ეკლესია. ძალიან საინტერესოა რას ეძახი სათუთ სულს, იმას რომ საკვებად ვარგისი ხორცის მქონე ცხოველს ვერ დაკლავს? ასე მაშინ პირველ რიგში მოსე უნდა გავკიცხოთ და უფრო მეტიც, თავად ღმერთი, რომელიც მსხვერპლშეწირვას უწესებდა ადამიანებს და მის ბოლომდე ჭამასაც. პირველი კანიბალიზმი მაშინ ძველი აღთქმა ყოფილა. თუმცა ცხადია ეს ასე არაა. ციტატა ცხოველი გრძნობს, უყვარს, ხედავს, ესმის, დედაშვილური ინსტიქტები აქვს, მეგობრობა შეუძლია და მცენარეს? ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტების დონეზე, რადგან ცხოველს არ გააჩნია ის, რაც ადამიანს, ანუ გონითი, პნევმური ნაწილი, იგივე სული. შესაბამისად მისი გათანაბრება მოაზროვნე ქმნილებასთან არის დანაშაული. ამ ლოგიკით ცხოველთა სასუფეველში მკვიდრობაც უნდა ვაღიაროთ, რაც დაუშვებელია. სულ ბოლოს დავაზუსტებ. ეკლესია, ცხადია, უშვებს ცხოველის საკვებად გამოყენებას. თუმცა ცხადია მიუღებელია ძალადობა, წამება, თუნდაც ცხოველისა. მე წინააღმდეგი ვარ ძაღლების ჩხუბისაც, მათი დასისხლიანებისა, მხოლოდ და მხოლოდ გასართობად. ეს არა მხოლოდ ზნეობრივად, არამედ კანონითაც აკრძალულია, როგორც ცხოველთა წამება. ყოველ ცხოველს თავისი დანიშნულება განეწესა შემოქმედის მიერ, ის შეიქმნა ადამიანისთვის და სხვა არაფრისთვის. ცხოველი ეხმარება ადამიანს სხვადასხვა დანიშნულებით და მათ შორის იგი საკვებადაც გამოყენებადია (ყველა არა, ცხადია). ასე რომ იმის თქმა, საკვებად არ გამოვიყენოთ ცხოველიო (ხორცს თავად ვერ მოგვცემს, რა თქმა უნდა), დაუშვებელი და მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას. sergi_glaxa ციტატა აი თავად რომ გაზრდით და თქვენს გაზრდილს დაკლავთ მერე ილაპარაკეთ..გირჩევნიათ იჯდეთ მაგ მონიტორებთან და უსმინოთ გამოცდილი ხალხიუ რასაც გეტყვით ასე შენ ფიქრობ, მაგრამ რატომ ძალადობ სხვაზეც, რომ ასე იფიქროს და რატომ თვლი, რომ ცხოველის საკვებად გამოყენება კანიბალიზმია, მითუმეტეს ამას არც ბიბლია და არც საეკლესიო მოძღვრება არ მოწმობს. ციტატა ბა დაუფიქრდით რამდენი ცხოველური პროდუქტის ჭამა შეიძლება ძალადობის გარეშე? ე.ი. ცხოველის საკვებად გამოყენებას ძალადობას ეძახი? ეს ხომ შეურაცხყოფაა თავად ღმერთისა, რომელმაც ცხოველის ხორცი საკვებად განგვიწესა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი