გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები!!!!!, N++++++++++++ |
ნაინა |
Sep 26 2012, 08:41 PM
პოსტი
#1
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მერამდენე გავუზიაროთ გავხსენით არ ვიცი, უკვე დათვლაც მეზარება.
აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ხორცის ჭამა-არ ჭამაზე სჯა ბაასი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 27 2012, 09:02 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
afxazi
[quote]სტომაქის გასიებას რას ეძახი? საკვების მიღებას? ანუ ხორცის საკვებად გამოყენებას? სტომაქის გასიება არის ნაყროვანება და არ აქვს მნიშვნელობა ხორცით გაისიებ სტომაქს თუ საზამთროთი, ორივე შემთხვევაში ზედმეტი საკვების მიღება, საჭიროების გარეშე არის ნაყროვანება და სწორედ ნაყროვანებაა ცოდვა.[/quote] "სტომაქის გასიებას" ვეძახი ცხოველის მოკვლას და მისი ხორცის საჭმელად გამოყენებას. მაპატიოს ბევრმა სასულიერო პირმა და თქვენც, მაგრამ ჩემთვის ეს ქმედება ამასთან ასოცირდება, რადგან ხორცის მიღება არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის აუცილებლობას, პირიქით, ის ვნებს ორგანიზმს. უამრავი მცენარეულობა არსებობს, რითაც შეიძლება იკვებო. რა საჭიროა ცხოველს გამოჭრა ყელი, როცა უამრავი სხვა საშუალება არსებობს? [quote]ხოლო ის, რომ ხორცი საჭმელად არ გამოიყენო, ანუ ცხოველი, რომლის ხორცის ჭამაც შესაძლებელია ჰუმანური მიზეზების გამო არ დაკლა (ეს სიტყვა კი ჟღერს სადისტურად, მაგრამ სხვა ტერმინი ვერ მოვიგონე) არასერიოზული და ვფიქრობ უაზრობაცაა.[/quote] შენთვის შეიძლება უაზრობაა, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანის კეთილშობილებასთან ასოცირდება. ვერავინ დამაჯერებს, რომ კაცი, რომელიც ცხოველს კლავს, მას უყვარს ის ცხოველი და სიბრალულის უნარი აქვს. როცა აბრაამი, მოსე და ძველი აღთქმის სხვა წინასწარმეტყველნი ცხოველებს სწირავდნენ, ეს იყო უფლის ბრძანება, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. უფლის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავდა იმ ადამიანებისთვის, იმდენად, რომ აბრაამი მზად იყო ერთადერთი შვილიც კი გაეწირა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ამის გაკეთება სიამოვნებდა და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ. [quote]მე არ მესმის საერთოდ რაზე დაყრდნობით აცხადებ, რომ თურმე ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება ქრისტიანობის მიერ უზნეობადაა შერაცხილი [/quote] სადმე ვთქვი მსგავსი რამ? ერთი რაღაც გამომრჩა, რომ მე ეკლესიის აზრს კი არ ვაფიქსირებ ხორცის მიღებასთან დაკავშირებით, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას გამოვხატავ და თუ მე ხორცის ჭამა არ მსურს იმ მიზეზის გამო, რომ მოკლული მებრალება და წარმოვიდგენ როგორ გამოასალმეს ის საცოდავი სიცოცხლეს, არავის აქვს უფლება დამაძალოს (არც არავინ მაძალებს, მაგრამ თქვენ ებრძვით ჩემს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოველის მოკვლა არასწორ საქციელად მიმაჩნია). [quote]ზოგადად უნდა ითქვას, რომ უფლის ქმნილებას, ცხადია მოფრთხილება სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარაზმში უნდა გადავიდეთ. [/quote] ესეიგი მრავალი წმ. მამა და შავი სამღვდელოების წარმომადგენლებიც მარაზმში ყოფილან გადასულები, რადგან მოსაკლავად ებრალებოდათ არამარტო ცხოველები, არამედ უმნიშვნელო მწერებიც! [quote]წარღვნის შემდეგ ნათქვამია:"ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს". (დაბ. 9.13).[/quote] და მე რომ უარი ვთქვა ხორცზე, დავისჯები? მგონია, რომ ამით უფალი კვლავ დათმობაზე მიდის, რადგან ანალოგიური შემთხვევა ისრაელის უდაბნოშAი ხეტიალის დროსაც განმეორდა, როცა გაუმაძღარმა ებრაელმა ერმა ზეციდან მოვლენილი მანანა არ იკმარა და ხორცი მოსთხოვა უფალს. [quote]მოციქულთა 51 კანონი[/quote] [quote]მოციქულთა 53 კანონი[/quote] აქ ხორცის მოძულებაში იგულისხმება თავად ცხოველის მოძულება, როგორც უფლის ქმნილებისა. [quote]ღანგრის კრების II კანონითუ ვინმე გაკიცხავს ხორცის მჭამელს (სისხლისა, კერპთა მსხვერპლის ნაშთისა და დამხრჩვალის, ლეშის გარდა), თითქოსდა ხორცის ჭამის გამო არ ექნება სასოება, შეჩვენებულ იყოს.[/quote] მე არავის ვკიცხავ. კიდევ ვიმეორებ - ეკლესიის მიერ დაშვებულია ხორცის ჭამა, მაგრამ თუ არ შეჭამ, უკეთესი იქნება. [quote]კატეგორიულადაა მითითებული, რომ ხორცის აკრძალვა არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული, ანუ კონკრეტული ადამიანის ღვაწლის მიზანი, რომ ვთქვათ რომელიმე ადამიანი თავის თავზე იღებს ღვაწლის აღსრულებას და იგი არ იღებს ხორცსაც. [/quote] შენი აზრით, მაკარი დიდის ქმედება, როცა კოღოს მოკვლის გამო ჭაობში ჩადგა ერთ თვეზე მეტი, ღვაწლის აღება იყო, თუ სინანული იმის გამო, რომ უფლის ქმნილება გაანადგურა? ანდაც, მამა გაბრიელის უარის თქმა ბუზების დახოცვაზე, ღვაწლის აღება იყო (რაც სასაცილოდ მიმაჩნია), თუ სიბრალული მწერების მიმართ? [quote]ძალიან საინტერესოა რას ეძახი სათუთ სულს, იმას რომ საკვებად ვარგისი ხორცის მქონე ცხოველს ვერ დაკლავს?[/quote] თუნდაც... ამის გამოვლინების უამრავი მაგალითი არსებობს პატერიკებში. [quote]? ასე მაშინ პირველ რიგში მოსე უნდა გავკიცხოთ და უფრო მეტიც, თავად ღმერთი, რომელიც მსხვერპლშეწირვას უწესებდა ადამიანებს და მის ბოლომდე ჭამასაც. პირველი კანიბალიზმი მაშინ ძველი აღთქმა ყოფილა. თუმცა ცხადია ეს ასე არაა.[/quote] ისევ ძველი აღთქმა... ისევ მსხვერპლშეწირვები... ეგ სხვა დრო იყო და სხვა დატვირთვა ჰქონდა - მეთქი მაგ ქმედებებს. [quote]ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტების დონეზე, რადგან ცხოველს არ გააჩნია ის, რაც ადამიანს, ანუ გონითი, პნევმური ნაწილი, იგივე სული. შესაბამისად მისი გათანაბრება მოაზროვნე ქმნილებასთან არის დანაშაული. [/quote] და ვინ ათანაბრებს? [quote]ასე რომ იმის თქმა, საკვებად არ გამოვიყენოთ ცხოველიო (ხორცს თავად ვერ მოგვცემს, რა თქმა უნდა), დაუშვებელი და მიუღებელია. [/quote] დაუშვებელი რატომაა? თუ ადამიანს არ უნდა ხორცი ჭამოს და მასზე უარს ამბობს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ძალით უნდა ჩასჩარო პირში? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი