IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფორუმული აქტივობები., მხოლოდ გაკეთებული საქმე!
A.V.M
პოსტი Aug 31 2012, 08:04 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბევრს შეიძლება ცოტა უცნაურად მოეჩვენოს ეს თემა მაგრამ მცირე ხანში ყველაფერს მიხვდება.
მოგახსენებთ რომ აღნიშნულ თემაში დაიწერება მხოლოდ ფორუმული ( უკვე შესრულებული) აქტივობების შესახებ.
(შეგახსენებთ რომ ამის მსგავსი თემა გახსნილი ჰქონდა კაიროსსაც.)

ახლა იმაზე გეყვით თუ რატომ გავხსენი მაინცდამაინც ჩემს განყოფილებაში. ეს განაპირობა ორმა ძირითადმა მიზეზმა:

1-ნებისმიერი ფორუმული აქტივობა მართლაც გასახარელი და მოსალოცია.

2-მოცემული განყოფილება მე მეკუთვნის და წავშლი ხოლმე თუკი იქნება ოფ-ტოპიკები.

(იმედია ყველაფერიგასაგებია. მეც შევუდგები საქმეს.)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Sep 27 2012, 10:13 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



VI-
ფორუმი არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და გეგმავს წინსვლას.
ახლალი აქტივობა-მოლოცვა-შეხვედრებით.
ახლა ნახავთ ერთ-ერთი ბოლო მოლოცვის რეზიუმეს:


თქვენის ნებართვით შემოგთავაზებთ თბილისის ტაძრების მოლოცვის რეზიუმეს.

კარგად მოგეხსენებათ რომ ამ აქტივობას ვგეგმავდით და უცაბედად არ გაგვიკეთებია. თავიდან მსურდა რომ ბევრი წავსულიყავით , მაგრამ შემდეგ გავითვალისწინე ალექსანდრეს რჩევა და გამოცდილებაქ და ამიტომ სხვანაირად ვიმოქმედეთ.შეკრებილი ჯგუფში 4 ადამიანი არ მოვიდა. ქეთვანას და მარიამს გაცდენა ,,მიეტევათ'' და ,,საპატიო არა'' ჩაეწერათ ჟურნალში. ისე კი არა თურმე მარიამს ასეთი წარწერა უნახავს შიდა ქართლში , რომელიც ჩემზე გაბრაზებულ მასწავლებელ-მოსწავლეებს გამოუკრიათ , რადგან ერთი ფოლკლორისტი წავართვი იქაურობას.


--------------------------------------------------------------------
IPB-ს სურათი
wanted !
5 000 000 !
--------------------------------------------------------------------
საპატიო გაცდენებზე უკვე მოგახსენეთ. ახლა არასაპატიოებზე გეტყვით.
თამუნას რომ მივწერე რატო არ მოდიხარ მეთქი დაღლილი ვარ და მძინავსო ასე მიპასუხა. მეორე კი ირაკლი გახლდათ. მაგას კვირის დღეებში არ სცალია რადგან სწავლობს. შაბათს მუშაობს და კვირას არ სცალია იმიტომ რომ...იმიტომ რომ....იმიტომ რომ...
უჰ. მეგრელია და არ სცალია. ამაზე მეტი არგუმენტი რაღათ უნდა.
დაპირაბისამებრ გიორგის უნდა შევხვედროდი პარლამენტთან.გიორგის , რომელიც ოთხი თვე არ მენახა. ,, იცი მკითხველო ეს ოთხი თვე რა ოთხი თვეა? ბეწვის ხიდია, სიცოცხლის საწყისია. როგორ შევხვდები ჩემს გიორგას მე და როგორ შემხვდება ის. აი ეს კითხვები მაწუხებდა სარაჯიშვილის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე.''
მოლოცვა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძრიდან უნდა დაგვეწყო.კი მოგეხსენებათ რომ:,, სოფლელი ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა'' და ამ ,,ქალაქელების '' იმედი მქონდა.ამ დროს ლელუაშვილიც დავინახე.თუმცა დავრწმუნდი , რომ მაგის იმედი მამამისს რომ არ ქონდა იმიტომ ჰყავს პატარა ძმა სახლში. მოკლედ შევხვდით ერთმანეთს და ამ დროს გიორგამ ერთი ჩვენი ფორუმელი გაგვაცნო . ისეთი თვალები ქონდა და ისეთიი შეკრული წარბები ,რომ უეჭველი სვანი იყო. მეც აღარ დამიწყია ხუმრობები.პარლამენტთან თოკაც შემოგვიერთდა და სამი მუშკეტერი+ ხრიდოლიონი.(აბა ფოთელი დარტანიანი მილედიზე ფოქრობდა და არ ეცალა) გავემართეთ ტაძრისკენ. აქ დაგვხვდა იზი და აბო.
დიდხანს ვფიქრობდი იმაზე , თუ ერქვა იზის ბარტყი. თვითონ იყო ბარტყი თუ სახლში ყავდა ბარტყები? შემდეგ გავიგეთ რომ გვართან ყოფილა კავშირში და დავმშვიდდი. აქვე გავიცანით აწ უკვე ,,ნაჭარმაგევი''ფორუმელი აბესალომი. მოდი და გამოიცანი ახლა ეს -აბე იყო , აბო თუ აბო ძია. საბოლოოდ გავიგეთ ვინც იყო და შევუდექით ტაძრის დათვალიერებას. აქ ისეთი ფაქტი მოხდა , რომ არ შეიძლება არ აღინიშნოს.
ამ სეზონში ორი მნიშვნელოვანი ,,ფორმის გადაცემა'' შედგა. ერთი როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს მაისური მოირგო. (ა! ბატონო)
IPB-ს სურათი
და მეორე როცა ლელუაშვილმა მოირგო ფორუმის მაისური.
IPB-ს სურათი
Uploaded with ImageShack.us
(ამ დროს გუნდი გალობდა-,,აქსიოს!აქსიოს!აქსიოოოს!)
შემდეგ დავაკვირდი რომ ჩვენს რუსთაველ ფორუმელს პარკით რაღაც მოჰქონდა. ეს ხომ თადარიგიანი ბიჭია და გაითვალისწინა შესაძლო მეტეოროლოგიური ცვლილლებები.)და დუბლიონკა წამოიღო თბილსში. (მერე რა რომ ცელსიუსის შკალით 35 გრადუსი იყო დედაქალაქში)
ჩვენც დავიძარით მამა დავითისკენ. ავედით ტაძარში.აქ აბემ და იზიმ დაგვატკბეს იადონ-ბულბულის ჰანგებით და დაგვირეკა ალექსამაც. რომელიც დაგპირდა რომ ,,უფლის შეწევნით'' აღმართს ამოივლიდა და შემოგვიერთდებოდა. ჩვენც რა თქმა უნდა დაველოდეთ მას. მანაც დაახლოებით ნახევარ საათში,,უფლის მეოხებით'' დაძლია მამა დავითის აღმართი და შემოგვიერთდა. აქ მცირე თათბირიც შედგა და გადავწყვიტეთ რომ მარშრუტში მცირე ცვლილებები შეგვეტანა და გავემართეთ კათოლიკური ეკლესიისკენ.
მშვენივრად ვიცოდით რომ ბევრისთვის ამის გამო ეკუმენისტ-მწვალებელ-ერეტიკოსებად შევირაცხებოდით მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება და წავედით ტაძარში. აქ შევხვდით კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში-ბატონ ჯუზეპეს, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო და ეფექტური საუბარი გამოგვივიდა.
IPB-ს სურათი
შემდეგ გადავწყვიტეთ,რომ ახალი საბაგირო დაგვეთვალიერებინა.აქ ალექსას რჩევას დავუჯერეთ , რომელმაც გვითხრა რომ სულ ყოლიათ 3 კაბინა.აქედან ერი გამჭირვალე იატაკით და მას დავლოდებოდით. 13-მა კაბინამ რომ გაიარა და არცერთი აღნოჩნდა გამჭირვალე , მხოლოდ მაშინ მივხვდით რომ ,,ეს ის არ იყო რაც გვეგონა'' და ავედით.
შყა გზაში ვართ ზუსტად და მესმის აბეს თხოვნა-ხვეწნა-ვედრება-მუდარა რომ ადექი სკამიდან და გადაიხედეო.აზრზზე რომ ვერ მოვედი რა ხდებოდა ბიჭიკოს მექანუკური საფრთხობელავავით დავმორჩილდი ვარდენს.(ვარდენს კი არა და აბეს) .თურმე ფოტოგრაფს შეუმჩნევია , რომ ჩემი მაისური და მტკვრის დინება ფერებში ეხამებოდა ერთურთს და ამის ფირზე აღბეჭდვა უნდოდა.
IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us
მგზავრობის ერთი ეტაპი დასრულდა.
(ანუ ,,one way ticket.'')
და ცალკე თემაა იქ განვითარებული მოვლენები.
ჩვენს გვერდით მოდიოდა ორი გოგონა და რომ გეკითხათ მათთვის კაბები ეცვათ.(აბა შარვლის ჩაცმა ხომ ცოდვაა ბატონო ჩემო.)მათ შემხედვარეს ლამის მე მივეცი საკუთარი შარვალი.მოლედ რომ ვთქვათ ეგონათ კაბა და ეცვათ ქამარი.ამ ორიდან ერთი კი განწირული სახით და დატანჯული ხელებით იწევდა კაბას.(ნეტა რისი იმედი ქონდა) მაგრამ ნურას უკაცრავად!ვერ მოგართვით და კაბა(ანუ ქამარი) ისევ თავის ადგილზე იყო.რისი იმედი ქონდა ვერ გეტყვით მაგრამ მის მდგომარეობას ნამდვილად შეეფერებოდა დიდი ტატოს ეს ფრაზა:,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება.'' განწირულ სულისკვეთებაზე რა გითხრათ , მაგრამ გიორგას ნამდვილად აევსო მოთმინების ფიალა და მართლაც რომ განწირული ხმით დასჭექა:,,დაქაჩე!დაქაჩე!'' გოგოების სახეზე კი ამოიკითხავდით ამ ფრაზას:,, ნეტა მიწა გამისკდეს და შიგ ჩავვარდე მეტი არაფერი გვინდაო!''
ასეთ მდგომარეობაში გართულებს მოგვშივდა , მოგვწყურდა და გადავწყვიტეთ , რომ რამენაირად გვესველა ამისთვის.ძლივს ვიპოვეთ ადგილი სადაც ცივი-გაზიანი-ნახევარლიტრიანი ნაბეღლავი იყიდებოდა.თუმცა გამყიდველმა ისეთი ფასი გვითხრა , რომ წყურვილი კი არა სიცოცხლის სურვილიც მოგვიკლა მგონი . სხვა გზა აღარ გვქონდა. ვიყიდეთ პური და კიკუს ეს სიტყვები აღმოხდა ჩემს ბაგეთ:
,,პური ბაბა!ბევრი პური!''

როდესაც ,,ვიხმიეთ პური ჩვენი არსობისა,'' ჯანზე მოსულმა აბემ უკვე თავის შინაგან მეში დამალული ფარული ნიჭები გამოავლინა. თურმე ,,მთამსვლელი ყოფილა ომამდე'' და დაგვარწმუნა რომ მისი სახით დიდი სპორცმენი დაკარგა საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციამ.
IPB-ს სურათი


და გიორგი კვლავ პარკში ჩადებული დუბლიონკით დადის!
ამ დროს წავაწყდი ნატვრის ხეს.რომელზეც ჩვენი მაისურები ჩამოვკიდეთ და ასეთი რამე ვისურვეთ:
,,ღმერთო იმ დღეს მომასწარ , რომ ადმინი პოსტავდეს,ნაინა საქართველოში იყოს,ლელუაშვილი არ მედიტირებდეს, ხოლო გუჯას და ატმანს ნიკების შეცვლა არ უწევდეს მეთქი.'' მოკლედ ვისურვე , რომ A.V.M და KARPAKI ერთად ძოვდეს.
[url=http://imageshack.us/photo/my-images/560/hpim5317.jpg/]
IPB-ს სურათი[/url]

Uploaded with ImageShack.us
რა აზრი ექნებოდა ჩემს შეხვედრას რომ არ ყოფილიყო ,,love storey.'' ხოდა ბატონო ჩემი ეგეც ვიპოვე.თურმე შუკას ყვარებია გუკა.და ეს სად უნდა აღენიშნა თუ არა ისეთი ისტორიული ადგილის ქვეშ როგორიც ,,ქართლის დედის'' ძეგლია.
IPB-ს სურათი
თავის მხრივ გუკასაც ჰქონია ,,გულს დამალული სიყვარული'' შუკას მიმართ.და იგიც სად გამოხატავდა ამ გრძნობას ?იგიც არ ჩამორჩა სატრფოს და ,,ქართლის დედის'' მიმდებარე ტერიტორიას ხელოვნების ახალი ნიმუში შემატა:
IPB-ს სურათი
ამ გრძნობაზე არ ამბობს რუსთაველი:
,,სიყვარული აღგვამაღებს ვით ეჟვანიც ამას ჟღერენო?''
ასეა ბატონო.ამ გრძნობაზე წერდა ზუსტად და ეს ყოველივეც გამოუხატავთ ჩემს თანატოლებს ,,ქართლის დედის'' ძეგლის ქვეშ.მერე ამ ურთიერობას გაგრძელებაც ჰქონია სხვა ახალგაზრდებში. ნუ იფიქრებთ რომ რაიმეთი დაარღვიეს დიდი შოთას მეორე დარიგება.მაგალითად ეს:
,,მძულს უგულო სიყვარული.ხვევნა-კოცნა.ტლაშა-მტლუში.''
რუსთაველმა უგულო მძულსო , თორემ გულიანად რამდენიც გინდათო და ამ აფორიზმით ,,აღტყინებული'' ახალგაზრდების არაერთი გულიანი ,,მტლაშა-მტლუშის'' მომსწრე გახდა ჩვენი თვალები.
შეხვედრის დასრულება ახლად გახსნილ პარკში დავასრულეთ.(ეს ის პარკია ,,შანგრილადამ'' რომ ,,მიშას პამპერსზე'' გადახვალ და პარკის ბოლოს რომ ,,საშინელი სამსჯავროს კიბეებია.'' აი აქ კი მოხდა უღირსშესანიშნავესი ფაქტი.გიორგამ დუბლიონკა ჩაიცვა და ჩვენც მაჟორულ ნოტზე დავამთავრეთ შეხვედრა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 01:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი