პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
iako |
Sep 16 2006, 03:18 PM
პოსტი
#2
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ლადო ასათიანი
* * * რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო – ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ – რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა. მერაბ კოსტავა ღვთისმშობლისადმი ადამის მოდგმა დაობლდა თუ გველი გაწვა ცაზედა, ედემში ალვა ჰყვაოდა აქ ნაცარს ვიყრი თავზედა. სოფლისა წარმავალობამ გამიასკეცა ჭრილობა, თუ მიხსნის, შენი წყალობა და შენი წილხვდომილობა შენგან, შენგან განიდიდა და განხლდა მიწა ძველი, შენ დაჰბადე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. ანგელოსთ დასმა გადიდა უკვდავი სიტყვის მშობელი, მე ბაგით, მწიკვლევანითა ვით გკადრო საგალობელი, ვნებანი ვეღარ აღვხოცე, ავმან, საავდროდ ვიავე, ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი გავფანტე, გავანიავე, სული მომმადლე თმენითა, გამოუთქმელო ენითა, ხრწნილებისაგან დამიცევ უხრწნელებითა შენითა, თუ რამ ვცოდე, მომიტევე, დამიშრე ცრემლთა ტბორები, ნუ სადა მე დამიტევებ, ნუ სადა განმეშორები. სინანული განმიახლე სიწმინდეო შეუვალო, ტაძრად ღვთისად მიმახლე ღმრთისა სძალო დედუფალო. შენგან, შენგან განიდიდა და განაახლდა ზეცა ძველი მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. დაუსაბამო ნათლის ცისკარო, სწრაფშესმენითა მადლის მგებელო, შენდა ვღაღადებ ყოველ ცისმარე უბიწოო, შეუგინებელო. შენგან დამესახოს მაღალი მიზანი, შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი, შენ თვალო სულიწმიდისა, ადამის მოდგმის გაისო, ცისკენ გამდებო ხიდისა, სერაბინთ უზესთაესო, წინაშე ძისა შენისა, მას დღესა განკითხვისასა, ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი გვექმენი შუამდგომელი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი