![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის ძველქართულ რედაქციას. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ლიტურგიკულ ტექსტსა და ამ ტექსტს შორის არის სხვაობები. ლიტურგიის შემსწავლელთათვის ურიგო არ იქნება ამ ტექსტის გაცნობა.
საღმრთო ჟამისწირვაი წმიდისა იოვანე ოქროპირისაი იბეჭდება შემდეგი გამოცემის მიხედვით: CORPUS SCRIPTORUM CHRISTIANORUM ORIENTALIUM SCRIPTORES IBERICI Tomus 1 LITURGIAE IBERICAE ANTIQUIORES editit MICHAEL TARCHNIŠVILI LOUVAIN Secrrétariat du CorpusSCO Waversebaan 49 1950 ტექსტს ვბეჭდავ ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. შევცვალე მხოლოდ დიფთონგები და ხუცური ასოები რადგან, სამწუხაროდ, ჩემი კომპიუტერიდან ხუცურს ვერ ვკრიფავ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულ გამოცემაში ზოგიერთი ტექსტი მოცემულია შემოკლებით. პუნქტუაცია დაცულია. 1. შერაივიდეს დიაკონი სადიაკონესა შინა და იტყოდის ლოცვასა: უფალო ღერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით და განმაძლიერე მსახურებასა ამას შენსა, დაუსჯელად წარდგომად წმიდასა და საშინელსა და შესაძრწუნებელსა საკურთხეველსა შენსა და შეწირვად შენდა უსისხლოი იგი მსხუერპლი, რაიმეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა... აღმოჰკუეთდის რაი იტყოდის: დაიკლვის ტარიგი ღმრთისაი, ძე მამისაი, ამხუმელი ცოდვათა სოფლისატა ცხორებისათვის სოფლისა. ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა თვისისა უხმობელი, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიიღო, ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი. ყოვლად წმიდისაი აღმოიღოს, კუეთოს, თქუას: შეიწირე უფალო, ღმერთო ჩუენო, შესაწირავი ესე მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. წმიდისასა ზედა თქუას: მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაი შენი, სახელით, და შეიწირე მსახურებაი ესე ჩუენი მეოხებითა მისითა. მიცვალებულისთვის თქუას: განსუენებისათვის და ნეტარებისა და მიტევებისა ცოდვათაისა. საზოგადოდ თქუას: მოიხსენენ, უფალო, ყოველნი ქრისტეანენი მართლმადიდებელნი მონანი შენნი და განუსუენე მათ სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაი. დააწყვნეს ფეშხუმსა ზედა საშუალ საუფლოი, მარჯუენით ყოვლად წმიდისაი, და მარცხენით წმიდისაი, სხუანი ვითარცა უნდეს. ზედაშეასხას და თქუას: ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი; მხილველმან წამა და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი. 2. მღდელმან: საკუმეველსა შევსწირავთ შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო, სულად სულნელად, ნაცვალად გარდამოგვივლინე ჩუენ მადლი სულისა შენისა წმიდისაი, ყოვლადვე აწ... დიაკონმან: წინადაგებულისათვის პატიოსანთა მსხუერპლთაისა უფლისა მიმართ ვილოცოთ. მღუდელმან ლოცვაი დაგებისაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა მოავლინე მაცხოვრად და მხსნელად და ქველის მოქმედად და მაკურთხეველად და წმიდა მყოფელად ჩუენდა, შენ აკურთხე წინადაგებაი ესე ჩუენი და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა მოიხსენენ ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან შემომწირველნი და რომელთათვის შემოწირეს და ჩუენ დაუსჯელად დამიცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა, რაიმეთუ წმიდა და დიდებულ არს ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა... უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა. დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას. დაჰფრნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ყოველი ქუეყანაი, ამინ. 3. გუაკურთხენ მეუფეო. სული წმიდაი თანამწირველ მეყავნ ჩუენ. გუაკურთხენ მეუფეო. კურთხეულ არს სუფევაი მამისა და ძისა... გაგრძელება იქნება. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი