ორ ლეპტიანები, ანუ ფორუმის ქველმოქმედება!, საერთო შესაწირი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ორ ლეპტიანები, ანუ ფორუმის ქველმოქმედება!, საერთო შესაწირი! |
მხევალი ნინო |
Sep 12 2012, 08:10 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მოგესალმებით ფორუმელებო(კაიროსი გესალმებათ ), ამ პოსტს ალბათ შემდეგ ფორუმშიც გადავიტანთ, საქმე იმაშია რომ ჩვენმა ერთობამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო, შეიქმნა ბიბლიოთეკა (http://library.church.ge/) , ამასთანავე ჩვენი ცენტრიც (www.orthodoxtheology.ge) ფორუმში მომწიფდა და შეიკრა, ასე რომ ორივენი ფორუმის ერთგვარი პროდუქტებია, ინტელექტუალური პროდუქტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თეოლოგიური აზროვნების განვითარებაში, ამასთანავე სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემი ჩათვლით, ბევრი ძველი იუზერი ვერ შემოდის ინტენსიურად ფორუმში, ესეც რომ არ იყოს აუცილებელია ამ ერთობას შენარჩუნება ერთის მხრივ და რეალიზირებაც მეორეს მხრივ.
ჩვენი ბოლო სამი-ოთხი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ასე ვთქვათ გამოვჩნდი ( ) და გავიცანი ფორუმელების აქტიური ნაწილი, დამებადა იდეა, რომელიც ფორულებთან ერთად განვიხილეთ და საჯაროდ ახლა ვაცხადებთ, ჩვენ გვინდა რომ კვარტალში ერთხელ ჩვენ ფორუმელებმა მოვაწყოთ რაიმე საქველმოქმედო აქცია, ძველებს ემახსოვრებათ, რომ ეს ადრე ორგანიზირებული იყო ნათიას მიერ,სამწუხაროდ თანხები შეგროვებას დიდი პრობლემებიც ახლდა თან, ეს იყო რაღაც ბანკები, გადასახადები, ციფრები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ავარიდოთ თავი ამ ოფიციალურობას, უბრალოდ მოხალისეებმა შევქმნათ ჯგუფი (სახელი მე მოვიფიქრე "ორი ლეპტა" - და განხილვადია ), რომლებსაც გვექნება თითოეულს ჩვენივე სახლში გვექნება ყულაბა, რომელიც იქნება დაფარული (ანუ არ იქნება გამჭირვალე), და არც ჩვენ გვეცოდინება რამდენი დაგვიროვდა მასში და არც სხვები გაიგებენ, სამთვეში ერთხელ მოვიტანთ ამ ყულაბებს და ერთად გავაერთიანებთ (ამით მოიხსნება ე.წ. ხილვადობის პრობლემა, ანუ ვისაც ენდომება შესწირავს დიდს, და ამით მისი ანონიმურობა თავისთავად დაცული იქნება, და ვინც ვერ შეძლებს და მხოლოდ მცირეს მოუყრის თავს, მისი უხერხულობის პრობლემაც აღარ იქნება), შეგროვებული თანხით კი ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ, შეიძლება არ იყოს ისე დიდი რომ რაიმე დიდი აქცია მოეწყოს, მაგრამ წიგნების ყიდვას მაინც შევძლებთ, რომ ტუსაღებს ან ბავშვებს მაინც დავურიგებთ ახალი აღთქმის და ლოცვანის წიგნებს ამით ფორუმელებსაც ერთმანეთთან უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება (ხინკალფართისა და მოგზაურობის იქით) და სიკეთეც გაკეთდება, თან თვეში ერთხელ საჭირობოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ. მაშ ასე: "ორლეპტიანელები" ( ) - საკუთარ სახლებში ვდგამთ (ნაწილს უკვე გვაქვს) ყულაბას - ყოველთვეს პირველ კვირას საღამოს 7:30 ვიკრიბებით - ყოველ კვარტალში ერთხელ ვაწყობთ აქციას ______________ სურათზე მაცხოვარი, რომელიც აკურთხევს ქვრივს, რომელმაც ორი ლეპტა შემოწირა, VI საუკუნის მოზაიკა, რავენა (იტალია) ______________ ისაუბრეთ, განიხილეთ, შემოგვიერთდით იხარეთ; კაიროსი ( ) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
A.V.M |
Oct 5 2012, 09:38 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ და კონკრეტულად ხვალ ვიკრიბებით 7 საათზე ამ ,,პროგრამის' ფარგლებში.
ნებისმიერს შეუძლია მობრძანდეს. აი მისამართი: Metro vaja-fshavela ,vajas zeglis ukan parkia da marcxena mxridan unda chaukvet am parkis bolomde da iqvea es restoranic :-) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი