სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანუდოსელი |
Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Oct 6 2012, 09:57 AM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
საღმრთო ჟამისწირვაი წმიდისა იოვანე ოქროპირისაი გაგრძელება მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. ზეგარდამო მშვიდობისა და ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა... მშვიდობისათვის თანად ყოვლისა, სოფლისა, კეთილად დგომისა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ... წმიდისა ამის სახლისა, და სარწმუნოებით და კრძალულებით და შიშითა ღმრთისაითა შემავალთა მას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ. მთავარეპისკოპოსისა ჩუენისა, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღდელოისა ერისათვის, უფლისა მიმართ... კეთილ მსახურისა და ღვთივ დაცულისა მეფისა ჩუენისა, ყოვლისა პალატისა და მხედართა მისთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ... თანამბრძოლებისა, დამორჩილებისა ქუეშე ფერხთა მისთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთაისა, უფლისა მიმართ... ქალაქისა ჩუენისათვის, ყოვლისა ქალაქისა, სოფლებისა და სარწმუნოებით დამკვიდრებულთა მას შინა, უფლისა... კეთილ შეზავებისათვის ჰაერთაისა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთაისა ქუეყანისა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა... მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა ხსნისა და ცხორებისა მათისათვის, უფლისა... ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა... და ყოველთათვის, რომელნი ითხოვენ ღმრთისაგან შეწევნასა და შეწყნარებასა, უფლისა... მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდებაი მიუწდომელ, რომლისა წყალობაი აურაცხელ და კაცთმოყუარებაი მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა მოიხილე ჩუენ ზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა და ყვენ ჩუენ თანა და თანა მლოცველთა ჩუენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი. შეგუეწიენ... ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა ზეცისა ძალთა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა თავნი თვისნი და ურთიერთარს, ყოველი ცხოვრებაი... რამეთუ შუენის შენდა ყოველივე დიდებაი, პატივი... 4. მერმე და მერმე მშვიდობით... მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსებაი ეკლესიისა შენისაი დაიცევ და წმიდა ყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცვალად ადიდენ ღმრთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩუენ მოსავთა შენდამი. შეგუეწიენ... ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელნო, თავნი... რაინეთუ შენი არს სიმტკიცე... 5. მღდელმან ლოცვაი: ზიართა ამათ და ერთხმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო, შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ ყვენ, აწინდელსა ამას საუკუნესა მეცნიერებისა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელან, ხოლო მერმესა ცხორებისა საუკუნოისა მომნიჭებელმან ჩუენდა. შეგუეწიენ... ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა. წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა. ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა თავნი თვისნი. რამეთუ სახიერ და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ. 6. უფლისა მიმართ ვილოცოთ. მღდელმან ლოცვაი: მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დაამტკიცენ ცათა შინა განწყობილებანი და მხედრობანი ანგელოზთა და მთავარანგელოზთანი მსახურებად დიდებისა შენისა, ყავ შესლვასა ჩუენსა თანა წმიდათა ანგელოზთა შესლვაი, თანა მწირველად ჩუენდა და თანა დიდებისმეტყუელებად შენისა სახიერებისა. რაიმეთუ შუენის შენდა ყოველივე... თაყუანისვცემ მამასა, ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსსა, განუყოფელსა, რომელი სუფევს უკუნისამდე... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანუდოსელი იოანე ოქროპირის ლიტურგია Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი [size=4]საღმრთო ლიტურგ... Jul 19 2007, 03:54 PM
athos II ანტიფონი
1. აქებს ... Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი [b]მხოლოდშობილი ძე...
... Jul 20 2007, 04:04 PM
athos [b]III ანტიფონი, ნეტარ... Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი აღდგომის წარდგომა... Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი წარდგომანი და ალილ... Sep 6 2007, 08:40 PM
athos [b]მრჩობლი კვერექსი
... Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი კათაკმეველთა კვერ... Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი მღვდელი: მერმეცა შ... Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი შენ უკუე გევედრები... Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი [b]თხოვნითი კვერექს... Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი [b]მრწამსი
მრწამს ერ... Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი მშვიდობით წარვიდე... Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS იქნებ დაამთავროთ ა... Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio ბოდიშით აქ რომ ვსვ... Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli [color=#000099]თქვენს ყურად... Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
ველოდები ... Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli 7. მღდელმან ლოცვაი: ... Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli მღდელმან ლოცვაი: კ... Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli დიაკონმან: ვდგეთ კ... Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli უკაცრავად, კითხვა ... Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli 19. მღდელმან ლოცუაი: ... Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli 22. მშვიდობაი ყოველთ... Oct 17 2012, 10:19 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი