IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 8 2012, 10:03 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



7. მღდელმან ლოცვაი: ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისუენებ, რომელიც სამწმიდითა ხმითა სერაფიმთა მიერ იგალობები და ქეროვიმთა მიერ იდიდებისიტყუაები და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყუანისიცემები, რომელმან არა არსისგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაჰბადენ კაცი ხატად და მსგავსად შენდა და ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა და არა შეურაცხ ჰყოფ მცოდველთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხორებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა და თანამდებისა თაყუანისცემისა და დიდებისმეტყუელებისა შეწირვად შენდა. შენ მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთაისა სამწმიდაი გალობაი და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მომიტევენ ჩუენ ყოველნი ცთომანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი და წმიდა ყვენ ჩუენნი სულნი და ხორცნი და მომეც ჩუენ ღირსებით მსახურებაი შენი ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაითა და ყოველთა წმიდათა სათნო ყოფილთა შენთაითა. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩეუნო და შენდა დიდებასა აღვავლენთ...

აკურთხე მეუფეო საყდარი ესე.

კურთხეულ ხარ მჯდომარეო საყდართა ზედა დიდებისა სუფევისა შენისათა, ყოვლადვე, აწ და...

8. მოხედეთ.

მშვიდობაი ყოველთა.

დიაკონმან: გუაკურთხენ მეუფეო.

მღდელმან: უფალმან სცნეს სიტყუანი მახარებელსა ძალითა მრავლითა, მეუფემან ძალთა სიყუარულისათამან, მადლითა მისითა, ყოვლადვე, აწ და...

დიაკონმან: მეუფეო ცათაო, ნუგეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, წინამძღუარო სიბრძნისაო, მომცემელო ცნობისაო, უგუნურთა განმსწავლელო და გლახაკთა ხელისა მპყრობელო, განამტკიცე და გონიერ ყავ სული ჩემი, მეუფეო, შენ მომეც სიტყუაი, სიტყუაო მამისაო, აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავადუმნე ხმობად შენდა, მოწყალეო, მწყალობელ მექმენ შევრდომილსა შენსა.

მღდელმან ლოცვაი: გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა კაცთ-მოყუარეო, ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიუწდომელი და გონებისა ჩემისა თუალნი განახუენ განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა და დადევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რაითა ყოველივე ხორციელი გულისთქმაი დავთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდით.

9. დიაკონმან: ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ვთქუათ ყოველთა.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით შემ ისმიმე.

რომელი მდიდარი ხარ წყალობითა და ქველის მოქმედ მოწყალებითა, გევედრებით.

რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და სინანული მისი, გევედრებით.

წმიდისა ამის სახლისა...

ხსნად ჩუენდა და ყოველთა...

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით...

მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩუენ სიმრავლისაებრ წყალაობათა შენთაისა და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩუენ ზედა და ყოველსა ერსა შენსა ზედა მომლოდესა შენ მიერ მდიდრად წყალობასა.

დიაკონმან: მერმეცა კეთილ მსახურისა და ღვთივ დაცულისა მეფისა ჩუენისა, სიმტკიცისა, ძლევისა, და მყარებისა, მშვიდობისა, სიმართლისა (სიმრთელისა - ?) და ცხორებისა მისისათვის, რაითა უფალი ღმერთი ჩუენი უმეტესად შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა ღმრთისმსახურებასა მისა, დაუმორჩილნეს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, ვთქუათ ყოველთა.

მერმეცა გევედრებით სიმრთელისათვის და ცხორებისა და ცოდვათა შენდობისა მონისა ღმრთისა, სახელით, და ყოველთა ძმათა ჩუენთა თვის, ვთქუათ ყოველთა.

მღდელმან ორსავე ჯუარი დასწეროს და თქუას ამაღლებაი: რაიმეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ხარ ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ...

ერმან: ამინ.

10. დიაკონმან: ილოცეთ კათაკმეველთა. მორწმუნენო, კათაკუმეველთათვის ვილოცოთ, რაითა უფალმან იგინი შეიწყალნეს.

ასწაოს მათ სიტყუაი იგი ჭეშმარიტებისაი.

და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისაი.

და შეაერთნეს წმიდასა მისა სამოციქულოსა ეკლესიასა.

აცხოვნენ, შეიწყალენ, დაიცვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

კათკმეველთა თავნი თქუენნი უფალსა მოუდრიკენით.

მღდელმან ლოცვაი პირველ შესაწირავისაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხორებისათვის ნათესავისა კაცთაისა მოავლინე მხოლოდ შობილი ძე შენი და ღმერთი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა ზედა კათაკუმეველთა მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა და ღირს ყვენ იგინი ჟამსა კეთილსა საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა და თანაშეჰრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

ამაღლებაი: რაითა ესენიცა ჩუენთანა ადიდებდენ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა მამისა...

დიაკონმან: რავდენნი კათაკუმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნი განვედით, რავდენნი კათაკმეველნი ხართ განვეთიდ, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი.

არამედ რავდენნი მორწმუნენი ხართ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობ შენ უფალო ძალთაო ღირს მყოფელსა ჩუენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩუენთა ცოდვათათვის და ერისა უმცრებისა. მიითუალე, ღმერთო, ვედრებაი ჩუენი და მყვენ ჩუენ ღირსყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა და მსხუერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა, და კმა მყვენ ჩუენ, რომელნი დამსხენ მსახურებასა ამას შენსა-ძალითა სულისა შენისა წმიდისაითა, უბრალოდ და დაუბრკოლებლად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩუენისაითა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რაითა მსმენელი ჩუენი მწყალობელ ჩუენდა იყო სიმრავლითა შენისა სახიერებათა.

დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხონენ...

ამაღლებაი: რაიმეთუ შუენის შენდა ყოველი დიდეებაი, პატივი...


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   იოანე ოქროპირის ლიტურგია   Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   [size=4]საღმრთო ლიტურგ...   Jul 19 2007, 03:54 PM
athos   II ანტიფონი 1. აქებს ...   Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]მხოლოდშობილი ძე... ...   Jul 20 2007, 04:04 PM
athos   [b]III ანტიფონი, ნეტარ...   Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი   აღდგომის წარდგომა...   Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი   წარდგომანი და ალილ...   Sep 6 2007, 08:40 PM
athos   [b]მრჩობლი კვერექსი ...   Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი   კათაკმეველთა კვერ...   Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი   მღვდელი: მერმეცა შ...   Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი   შენ უკუე გევედრები...   Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი   [b]თხოვნითი კვერექს...   Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი   [b]მრწამსი მრწამს ერ...   Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი   მშვიდობით წარვიდე...   Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS   იქნებ დაამთავროთ ა...   Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio   ბოდიშით აქ რომ ვსვ...   Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#000099]თქვენს ყურად...   Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ველოდები ...   Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000]საღმრთო ჟამი...   Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli   7. მღდელმან ლოცვაი: ...   Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli   მღდელმან ლოცვაი: კ...   Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   დიაკონმან: ვდგეთ კ...   Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   უკაცრავად, კითხვა ...   Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli   19. მღდელმან ლოცუაი: ...   Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli   22. მშვიდობაი ყოველთ...   Oct 17 2012, 10:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 07:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience