IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 9 2012, 10:57 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



მღდელმან ლოცვაი: კუალად და მრავალ გზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთ მოყუარეო, რაითა, მოხედვითა ვედრებასა ჩუენსა, განსწმიდნე ჩუენნი სულნი და ხორცნი და ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩუენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მოჰმადლე, ღმერთო, შენთა მლოცველთაცა წარმართებაი ცხორებისა და სარწმუნოებისაი და გულისხმისყოფისა სულიერისაი. მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მსახურთა შენთა უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.

დიაკონმან: შეგუეწიენ, სიბრძნით.

ამაღლებაი: რაოთა ძლიერებითა შენითა დაცულნი შენდა...

12. და იწყონ რომელი ქერობინთა.

მღდელმან ლოცვაი მოდრეკით: არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთაი წარდგომად ანუ მიახლებად გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რაიმეთუ მსახურებაი შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთაცა. არამედ, რაიმეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთ მოყუარებისა უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ და მღდელთ მთავრად ჩუენდა გამოსჩნდი და მსახურებრივსა ამის და უსისხლოისა მსხუერპლისა მღდელთ-მოქმედებაი მოგუანიჭე ჩუენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რაიმეთუ შენ მხოლოი, უფალო ღმერთო ჩუენო, ჰმეუფებ ცათა შინა, ქუეყანასა ზედა საყდართა ზედა ქეროვიმთა მჯდომარე, სერაფიმთა უფალი და მეუფე ისრაელისაი, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შინა განსუენებულო, შენ უკუე გევედრებით, მხოლოსა სახიერსა და კაცთ მოყუარესა, მოიხილე ჩემ ზედა ცოდვილსა და უხმარსა მონასა შენსა და განსწმიდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტთაისა და ღირს მიჩინე მე მადლითა სულისა შენისა წმიდისაითა, შემოსილი მღდელობისა მადლითა წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა და მღდელმოქმედებად წმიდისა და უხრწნელისა ხორცისა შენისა და სისხლისა, რაიმეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები; ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ იჩინენ შეწირვად შენდა ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ მსხუერპლი ესე, რაიმეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და განუყოფელი ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებას აღვავლენთ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ.

13. და იწყოს მღდელმან მიწყალე და შემდგომად ლოცუაი: მეუფეო ცათაო, სიბრძნისა წინამძღუარო და მეცნიერებისა წინამომნიჭებელო, უგულისხმოთა მასწავლელო და გლახაკთა ხელისა მპყრობელო, განამტკიცე და გულისხმიერ ყავ გული ჩემი, მეუფეო. შენ მომეც სიტყუაი, სიტყუაო მამისაო, რაიმეთუ აჰა ბაგენი ჩემნი არა დავადუმენ ხმობად შენდამი, მეუფეო, მოწყალე მექმენ შევრდომილსა შენდა.

14. მღდელმან დაიბანნეს ხელნი და იტყოდის ლოცვასა: უფალო ღმერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით...

მღუდელმან თაყუანისცეს წმიდასა ტრაპეზსა და თქუას: განადიდეთ უფალი ჩემთანა და აღვამაღლო სახელი მისი ზოგად.

მათ მიუგონ: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდენ შენ.

მომიხსენე ჩუენცა მეუფეო.

მღდელმან თქუას: მოგიხსენნეს თქუენცა უფალმან ღმერთმან სასუფეველსა მისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი...

15. და თაყუანისცეს ტრაპეზსა ერთ გზის დიაკონმან: აღუსრულოთ ვედრებაი ჩუენი უფალსა.

წინადაგებულ ამათთვის და განწმენდილტა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეტ.

წმიდისა ამის სახლისა.

ხსნად ჩუენდა და ყოველთათვის, რომელნი...

მღდელმან ლოცუაი: უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, მხოლოო წმიდაო, რომელი შეიწირავ მსხუერპლსა ქებისასა (მათგან), რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითუალე ჩუენიცა ცოდვილთა ვედრებაი და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა და კმა მყვენ ჩუენჯ შეწირვად შენდა ძღუენთა და მსხუერპლთა სულიერთა ჩუენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის და ღირს მყვენ ჩუენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილ მითუალულ ყოფად შენდა მსხუერპლი ჩუენი და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ძღუენთა ზედა და ყოველსა ზედა ერსა შენსა.

დიაკონმან: შეგუეწიენ.

დღე ყოველი სრულიად სიწმიდით მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ...

ანგელოზი მშვიდობისაი, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ...

შენდობაი და მოტევებაი ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთაი, უფლისა...

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობაი სოფლისაი, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

შემდგომი ჟამი ცხორებისა ჩუენისაი მშვიდობით და ღირსებით, უფლისა...

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხორებისა ჩუენისანი უჭირველნი და ურცხვენელნი და კეთილი სიტყვის გებაი წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა და ღმერთ შემოსილისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევჰვედროთ.

ამაღლებაი: მოწყალებათათვის მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერთი და ცხოველსმყოფელით...

16. დიაკონმან: კარნი კარნი.

ერმან: გურწამს.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   იოანე ოქროპირის ლიტურგია   Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   [size=4]საღმრთო ლიტურგ...   Jul 19 2007, 03:54 PM
athos   II ანტიფონი 1. აქებს ...   Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]მხოლოდშობილი ძე... ...   Jul 20 2007, 04:04 PM
athos   [b]III ანტიფონი, ნეტარ...   Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი   აღდგომის წარდგომა...   Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი   წარდგომანი და ალილ...   Sep 6 2007, 08:40 PM
athos   [b]მრჩობლი კვერექსი ...   Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი   კათაკმეველთა კვერ...   Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი   მღვდელი: მერმეცა შ...   Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი   შენ უკუე გევედრები...   Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი   [b]თხოვნითი კვერექს...   Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი   [b]მრწამსი მრწამს ერ...   Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი   მშვიდობით წარვიდე...   Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS   იქნებ დაამთავროთ ა...   Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio   ბოდიშით აქ რომ ვსვ...   Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#000099]თქვენს ყურად...   Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ველოდები ...   Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000]საღმრთო ჟამი...   Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli   7. მღდელმან ლოცვაი: ...   Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli   მღდელმან ლოცვაი: კ...   Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   დიაკონმან: ვდგეთ კ...   Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   უკაცრავად, კითხვა ...   Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli   19. მღდელმან ლოცუაი: ...   Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli   22. მშვიდობაი ყოველთ...   Oct 17 2012, 10:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 12:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი