სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
777avto |
Sep 18 2012, 11:38 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
|
ნოე |
Oct 9 2012, 10:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
A.V.M
და რატომაა უხერხულობა? უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია. თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს. თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ. _______________________________________ უხერხულობაა ძვირადრირებული მანქანებით სიარული. მოხმარება სხვა რამეა მეგობარო. აქ საგნის მოხმარებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ფუფუნებაზეა. ფეხსაცმლის მაგალითი უადგილო მგონია. სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ. გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს. არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. სასაცილოდ გვეჩვენება უკვე ეს შევეჩვიეთ საზოგადოება. უკიდურრესი გაჭIრვების დროს, როცა ამდენი ეკლესიამონასტერი შენდება და ყოველ ფეხისნაბიჯზე რეკლამებია ამადაამ ტელეფონზე დარეკეთ ლარი ჩაგვირიცხეთ და ღმერთი შეგეწევათო. სასულიერო პირებმა თავიანთი მანქანები რომ გაყიდონ და შედარებით მცირედით დაკმაყოფილდნენ უამრავი ტაძრის რესტავრაცია მოხდება ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ.... ___________________________________________ ეს ვერ მივხვდი პ.ს ამ თემაზე აღარ დავპოსტავ რაც არ უნდა მომწერო -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი