სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
777avto |
Sep 18 2012, 11:38 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
|
A.V.M |
Oct 9 2012, 10:53 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ნოე
კითხვა პირველი: რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით? იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა. ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში. ახლა ყველაზე მთავარზე: ციტატა სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ.გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს. არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. ვნახოთ ბატონო შენამდე რამდენი საუკუნით ადრე აცნდა ეს აზრი.ვის მხრიდან და ვის მიმართულებით: 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. (ინ.თავი 12) ციტატა ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ.... ___________________________________________ ეს ვერ მივხვდი შევეცდები ისე აგიხსნა მეგობარო რომ მიხვდე. რასაც შენ ამბობ ეგ აზრი მართლმადიდებელ სასულიერო პირების საწინააღმდეგოდ (თვით იესოს საწინააღმდეგოდ) უკვე 20 საუკუნეზე მეტია მუსირებს.ამიტომ რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო.ესა თუ ის ნივთი გაყიდონ და ამით ქველმოქმედება გააკეთოს მღვდლებმაო იუდასია. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი