![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
დიაკონმან: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედეთ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირულსა.
ერმან: წყალობაი, მშვიდობაიი. მღდელმან: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, სიყუარული ღმრთისა მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყავნთ თქუენ ყოველთა თანა. ერმან: სულისაცა შენისა თანა. მღდელმან: ზე გუაქუნდენ გულნი. ერმან: გუაქუს უფლისა მიმართ. მღდელმან: ვმადლობდეთ უფალსა. ერმან: ღირს არს და მართალ. მღდელმან ლოცვაი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, უხილავი, მიუწდომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ და მხოლოდ შობილი ძე შენი და სული წმიდაი შენი. შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ და დაცემულნი კუალად აღმადგინენ ჩუენ და არა განეყენ ყოვლისავე ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუენ და მოგუმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისაი. ამათ ყოველთათვის გმადლობთ შენ და მხოლოდშობილსა ძესა შენსა და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთათვის, რომელი უწყით და რომელი არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩუენდა მომართ ქმნილთა. გმადლობთ შენ შესაწირავისაცა ამისთვის რომლისაი ხელთაგან ჩუენთა შეწირვაი ღირს იჩინე, დაღათუ შენ გარე მოგადგან ათასეულნი მთავარ ანგელოზთანი და ბევრეულნი ანგელოზტანი ქეროვიმნი და სერაფიმნი ექუს ექუს ფრთენი მრავალ თუალნი აღპყრობილნი ფრთეებითა. ამაღლებაი: ძლევისა გალობისა მგალობელნი მხმობელნი მღაღადებელნი და მეტყუელნი. ერმან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს. მღდელმან ლოცუაი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ მოყუარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლად წმიდა და დიდად შუენიერ დიდებაი შენი, რომელმან სოფელი შენი ესრე შეიყუარე ვიდრე მოცემადმდეცა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, რომელი იგი მოვიდა რაი და ყოველი ჩუენთვის განგებულებაი სრულ ყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროისღა მისცემდა თავსა თვისსა ცხორებისათვის სოფლისა, მიიღო პური წმიდათა ზედა და უხრწნელთა, უბიწოთა ხელთ, გმადლობდა და აკურთხა, წმიდა ყო და განტეხა და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა მეტყუელმან. ამაღლებაი: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. მღდელმან ლოცვაი: ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა მეტყუელმან: სუთ ამისგანი ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი თქუენთვის მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა. 17. მღდელმან ლოცვაი: მომხსენებელნი უკუე საცხორებელსა ამის მცნებისანი და ყოველთა ჩუენთვის ქმნილთა: ჯურისა, სამდღე დაფლვისა, აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯუენით ჯდომისა და მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისანი. მღდელმან: შენთაგან შენთანი შენდა შემწირველნი ყოვლისათვის და ყოველთა. ერმან: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ. 18. მღდელმან ლოცვაი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა და გხადით და გევედრებით: გარდამომივლინე სული შენი წმიდაი ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა. და ფეშხუმსა ჯუარი დასწეროს და თქუას საიდუმლოდ: და ყავ პური ესე უკუე ხორც პატიოსან ქრისტე შენისა. დიაკონმან: ამინ. ბარძიმსა ჯუარი დასწეროს და თქუას: ხოლო სასუმელსა შინაი ესე სისხლ პატიოსან ქრისტე შენისა. ორსავე დასწეროს და თქუას: შეცვალე სულითა შენით წმიდითა. ამინ. გაგრძელება იქნება. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი