![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:
აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ 1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის 2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად. 3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი 4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით 5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით) 6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები. 7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება. პ.ს. არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა პ.პ.ს. იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის... სოტირისს მადლობა რჩევისათვის პარტიული მადლობა ![]() წაშალეთ ოფტოპიკები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
19. მღდელმან ლოცუაი: რაითა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებლად ცოდვათა, ზიარებად წმიდასა სულისა შენისა, სასუფეველისა ცათაისა აღვსებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად.
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მხუერპლსა სარწმუნოებით განსუენებულთათვის პირველთა მამათა, მამათ მთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა. ამაღლებაი: უმეტესად ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამის. მოდრეკით: წმიდისა იოვანე წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლის მცემელისა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდისა, სახელი, რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ და წმიდათა შენთათვის, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩუენ ღმერთო. მოიხსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისაითა და ცხორებისა საუკუნოისათა და განუსუენე მათ სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაი. მერმეცა გევედრებით შენ მოიხსენე, უფალო, ყოვლისა ერისაი, ყოველთა ეპისკოპოსთაი მართლ მადიდებლობით მართლმკუეთელთაი სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა, ყოვლისა მღდელობისაი, ქრისტეს მიერ დიაკონობისაი და ყოვლისა სამღდელოისა დასისაი. მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსახურებასა სოფლისათვის, წმიდისა კათოლიკე, სამოქიცულო ეკლესიისათვის, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობის მქონებელთათვის; მორწმუნეთა და ქრისტეს მოყუარეთა მეფეთა ჩუენთა, ყოვლისა პალატისა და მხედართყრმებისა მათისათვის. მიეც მათ უფალო მშვიდობით მეფობაი, რაითა ჩუენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებითი ცხორებაი გუაქუნდეს ყოვლით ღმრთისმსახურებითა და პატიოსნებით. ამაღლებაი: პირველად მოიხსენე, უფალო, მთავარეპისკოპოზი ჩუენი, რომელი მოჰმადლე წმიდათა შენთა ეკლესიათა მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღე გრძელებით (მართლ მკუეთელობით) სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა. მოიხსენე, უფალო, სიმრავლითა წყალობათა შენთაითა ჩუენისა უღირსებისაი. შემინდევ მე ყოველი ბრალი ჩემი ნებსითი და უნებლიეთი და ნუ ჩემთა ცოდვათათვის დააყენებ მადლსა წმიდისა სულისა შენისასა წინამდებარეთა ძღუენთაგან. მოიხსენე, უფალო, ქალაქისა, რომელსა შინა ვსხემობთ და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა და სარწმუნოებით დამკვიდრებულთა მათ შინა. მოიხსენე, უფალო, მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა და ცხორებისა მათისაი. მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთუმელნი და კეთილის მყოფელნი წმიდათა შენთა ეკლესიათანი და მომხსენებელნი გლახაკთანი და ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ. ამაღლებაი: და მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა და ერთითა გულითა დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა მამისა და ძისა. და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. და სულისაცა შენისა თანა. 20. დიაკონმან: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. შეწირულთა ამათთვის და განწმედილთა პატიოსანთა ძღუენთაისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ. რაითა კაცთ მოყუარემან ღმერთმან შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა მისსა შეიწირნეს სულად სუნელებისად, ნაცვალად გარდამოგვივლინოს ჩუენ მადლი სულისა წმიდისა მისისაი, უფლისა. ხსნად ჩუენდა. მღდელმან ლოცუაი: შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა და სასოებასა ჩუენსა, მეუფეო, კაცთ მოყუარეო, და გხადით შენ და გევედრებით და შეგივრდებით, ღირს მყვენ ჩუენ მოღებად წმიდათა შენთა ზეცისა საიდუმლოთა წმიდისა ამის და სულიერისა ტრაპეზისათა, წმიდითა სვინიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა და შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველისა ცათაისა დამკვიდრებად, ნუ სასჯელად გინდა დასასჯელად. დიაკონმან: დღე ყოველი. ანგელოზი. კეთილნი. ქრისტეანობითნი. ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისასა მთხოველთა. 21. ამაღლებაი: და ღირს მყუენ ჩუენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა მეუფისა ყოვლისა და თქმად: ერმან მამაო ჩუენოი. მღდელმან: რაიმეთუ შენი არს სუფევაი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი