IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 17 2012, 10:19 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



22. მშვიდობაი ყოველთა

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა...

ერმან: შენ უფალო.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოითა ძალითა შენითა ყოველნი დაჰბადენ და სიმრავლითა წყალობისა შენისაითა არარაისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ ყოველნი. შენ, მეუფეო, ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან შენდა თავნი მათნი, რაიმეთუ არა ხორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ შენ საშინელსა ღმერთსა. შენ უკუე, მეუფეო, ჩუენ ყოველთა წინა მდებარენი კეთილად განაწესენ თვითეულისა სახმარებისაებრ, მენავეთა თანა მენავობად და მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო.

ამაღლებაი: მადლითა და წყალობითა და კაცთ მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით...

მოიხილე ჩუენ ზედა, უფალო ღმერთო ჩუენო, წმიდით სამკვიდრებელით და საყდრით დიდებისა და სუფევისა შენისაითა და მოვედ წმიდა ყოფად ჩუენდა, რომელი ზე მამისათანა მჯდომარე ხარ და აქა ჩუენთანა უხილავად ჰმყოფობ და ღირს მყვენ მტკიცითა ხელითა შენითა მოღებად ჩუენდა უხრწნელი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი და ჩუენ მიერ ყოველსა ერსა შენსა.

23. დიაკონმან: მოხედეთ.

მღდელმან: წმიდაი წმიდათა.

და სრულ ყონ რაი ზიარებაი, დიაკონმან: სარწმუნოებით მოვიდოდეთ.

ერმან: წინაშე შენსა უფალო.

24. მღდელმან განუტეოს: კურთხევა.

ამაღლდი ცათა შინა ღმერთო.

ერმან: ამინ. აღავსენ პირი ჩემი.

25. დიაკონმან: აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, უხრწნელთა, ზეცისა საიდუმლოთანი ვჰმადლობდეთ უფალსა.

შეგუეწიენ.

დღე ყოველი.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობთ შენ უფალო კაცთ მოყუარეო, კეთილის მყოფელო სულთა ჩუენთაო, რაიმეთუ ამასცა დღესა ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა შენსა უხრწნელსა საიდუმლოსა. წარმართენ გზანი ჩუენნი, გუაცხოვნენ ჩუენ ყოველნი შიშსა შინა შენსა, შეზღუდე ცხორებაი ჩუენი ლოცვითა და მეოხებითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, რაიმეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

დიაკონმან: მშვიდობით წარვიდეთ, უფლისა მიმართ.

მღდელმან ლოცვაი: რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა, უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ და წმიდა ყვენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცუალად ადიდენ ღმრთეებრივნთა ძალითა შენითა და ნუ დამაგდებ ჩუენ, ღმერთო, მოსავთა შენდამი; მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე ეკლესიათა, მღდელთა, მეფეთა ჩუენთა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ შენ მიერ არს ყოველი მოცემაი კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდმო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათელთაისა და შენდა დიდებასა და მადლობას აღვავლენთ.

იყავნ სახელი უფლისაი.

მღდელმან: აღვსებაი სჯულისა და წინასწარმეტყუელთაი შენ ხარ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აღავსე ყოველი განგებაი მამობრივი, აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი.

ერმან: ვაკურთხო უფალი.

მღდელმან ლოცვაი: ძალითი ძალად მოსრულნი ჩუენ ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი უგალობთ მეუფებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ჩუენო; აღვასრულეთ საღმრთო მსახურებაი და საიდუმლოი. და მოსრულნი მეორესა ამას ტრაპეზსა შენსა, შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყუანისცემასა შევსწირავთ თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


დასასრული


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   იოანე ოქროპირის ლიტურგია   Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   [size=4]საღმრთო ლიტურგ...   Jul 19 2007, 03:54 PM
athos   II ანტიფონი 1. აქებს ...   Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]მხოლოდშობილი ძე... ...   Jul 20 2007, 04:04 PM
athos   [b]III ანტიფონი, ნეტარ...   Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი   აღდგომის წარდგომა...   Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი   წარდგომანი და ალილ...   Sep 6 2007, 08:40 PM
athos   [b]მრჩობლი კვერექსი ...   Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი   კათაკმეველთა კვერ...   Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი   მღვდელი: მერმეცა შ...   Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი   შენ უკუე გევედრები...   Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი   [b]თხოვნითი კვერექს...   Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი   [b]მრწამსი მრწამს ერ...   Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი   მშვიდობით წარვიდე...   Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS   იქნებ დაამთავროთ ა...   Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio   ბოდიშით აქ რომ ვსვ...   Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#000099]თქვენს ყურად...   Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ველოდები ...   Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000]საღმრთო ჟამი...   Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli   7. მღდელმან ლოცვაი: ...   Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli   მღდელმან ლოცვაი: კ...   Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   დიაკონმან: ვდგეთ კ...   Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   უკაცრავად, კითხვა ...   Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli   19. მღდელმან ლოცუაი: ...   Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli   22. მშვიდობაი ყოველთ...   Oct 17 2012, 10:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი