![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#21
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხშირად, ხან სად და ხან ვისგან, გადავაწყდები ან მოვისმენ ხოლმე ძალიან ლამაზ სიტყვებს, ფრაზებს, ანდაზებს...
ამ თემაში მინდა თქვენთან ერთად ასეთ სიტყვებს თავი მოვუყარო... შემომიერთდით ![]() „მახსენდება ერთი მარტივი, სამხაზიანი ანდრეზი*, მარტის ნასესხობაზე რომ გვაფრთხილებს მოხუცი: „ერთ ხან ისეთა დიდ თოვლ მასულას სესხჩია, რო ჩიტ თოვლზე გულაღმ დაწოლილა და მწკალნი ცისაც მიუხირებიან.“ ეხლა სალიტერატურო ენაზე ვთქვათ: ერთხელ სესხში (მარტის ნასესხობაში) ისეთი დიდი თოვლი მოსულაო, რომ ჩიტი თოვლზე გულაღმა დაწოლილაო და ბრჭყალები ცისთვის შეუხიაო... რა ციცქნა ანდრეზია და რამდენ სათქმელს გეუბნება.“ /გამოჩენილი ქართველი პოეტი ეთერ თათარაიძე/ „საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2012 *ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში — სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში "ანდაზა", სვანეთში — "ჰარაკი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
†სერგი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 10-October 12 მდებარ.: სემინარია წევრი № 12,672 ![]() |
რავიცი ლამაზია თუ როგორია მაგრამ თავში სულ ეს სიტყვები მიტრიალებს ჩემი აზრით ძალიან დასაფიქრებელია. აი ყველა ჟამნის მერე რომ ლოცვაა იქაა:
"რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა სწყალობ". -------------------- *ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება...
*ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე! *მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 01:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი