IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მე ქართველი ვარ !!!!
demeee
პოსტი Mar 1 2009, 07:47 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-January 09
მდებარ.: Tbilisi-gori
წევრი № 6,299



ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ და რა გვრცხვენია? როგორი იყო საქართველო, როგორია დღეს და როგორ ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალ? რას შევცვლიდით ან არ შევცვლიდით ჩვენს ქვეყანაში ? (და კიდევ ერთი : პოსტებს, რომელსაც ამ თემაზე დატოვებთ დავბეჭდავ საეკლესიო ჟურნალში, იმ შემთხვევაში თუ გულში ჩამწვდომი და ლამაზი იქნება)

გთხოვთ ვიაქტიუროთ


--------------------
დემეეეეეეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Oct 24 2012, 02:02 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წერილი წინაპარს

,,რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ რით მოვიწონოთ თავი.’’ (ა.კალანდაძე)





ბევრი სატკივარი მაქვს გულში . ამათგან უმეტესის სხვისთვის გამხელას აზრი არ აქვს. ამიტომ შენ უნდა მოგმართო ,,ხალხის გენია!’’ რადგან შენ ხარ ის ერთადერთი და შეუმცდარი, ვისი ნდობაც შეიძლება . შენ გწერ ამ წერილს და სასოებით ველოდები პასუხს.
უკვე რამდენიმე საუკუნეა ჩვენთან არ ხარ . უფრო სწორად , ჩვენ არ ვართ შენთან , რადგან მიგატოვეთ , მაგრამ ვიცი , როგორც უწინ , ისე დღესაც გაინტერესებს , რა ხდება . მეც მოგიყვები შეძლებისდაგვარად .
ყველაფერს რწმენით იწყებდი ხოლმე , ჩემო წინაპარო . მეც ასე დავიწყებ . უცხო რომ არ იყოს შენთვის , თავიდანვე გეტყვი , რომ ეს ,,ლოზუნგი’’ აღარ მუშაობს : ,,არ გეცრუვნები შენ , ჩვენო სიქადულო – მართლმადიდებლობაო .’’ გამიგია , ადრეც იყვნენლუარსაბები და თეიმურაზ ხევისთავები , თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო . ახლა ან საერთოდ ურწმუნოები ვართ , ანაც მერკანტილისტები . (ნუ გაგიკვირდება უცხო ტერმინები თუ იქნება ჩემს სიტყვებში). ჩვენს ტაძრებში , რომ შემოიხედო , დაინახავ მსხვილი სანთლებით მდგარ ხალხს წირვაზე , მაგრამ :,,სხვაგან ქრის მისი გონება , მისმა თავისა წონამან ,’’ ხომ გახსოვს .ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლაც . დღეს მხოლოდ ესაა რწმენა . ეგ შენ შეგეძლო მეტეხის ხიდზე ასიათასჯერ მომკვდარიყავი ჩვენ კი არა . სამაგიეროდ ჩვენ შანგრილის შენება და ,,გრიალი’’ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე.
დღეს არც შენებური სიმღერა გვისერავს გულებს :
,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე , მძინარეც ამას ვდუდუნებ.’’
აქ მამულის დაცვა მხოლოდ იმით სემოიფარგლება , რომ იმ ..ლუდოვიკოებს’’ რომლებსაც ,,ჩვენი ვახტანგი ფეხზე ეკიდათ და ჰკიდიათ ‘’ ვათქმევინოთ დამპყრობლებზე , რომ ოკუპანტები არიან და შემდგომში ,,აღვაშფოთოთ.’’
ვეღარც ქართველობას დაინახავ სადმე , დიდხანს რომ იბოდიალო ქვეყანაში . როგორ გაუჩინარდა იგი იცი ? აი როგორც ცეცხლი-,,რომლისა კვამლი ჰაერში , ქარის შებერვით არს მქრალი .’’ დღეს აღარაა ის დრო , როდესაც-,,ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდის.’’ ახლა ქალი ვაჟობს და ვაჟი ქალობს . ვერ გაარჩევ რომელს ელაპარაკები . შენ თუ ოჯახის წევრებს იცავდი შეურაცხყოფისაგან , ახლა საკუთარი დედის აუგად მოხსენიებაა ,,მოდაში.’’ ,,მოდაშია’’ კი არა ლამისაა წესად დამკვიდრდეს.
უგულო ხალხი დავაბიჯებთ სენს ოფლით გაპოხილ მიწაზე . მიწაზე , რომლის ასაშენებლადაც ქვებად შენი ძვლები იხმარე და კიდარ სისხლი . რომელი გულია გაუჩინარებული იცი ? შენს დროში , რომ იყო :
,,ვაჟკაცსა გული რკინისა , აბჯარი თუნდა ხისაო.’’
ესაა ზუსტად გამქრალი . ვეძებთ , მაგრამ ვერ ვპოულობთ . რომც ვიპოვოთ საგულეში მაინც არ ჩაჯდება . ვერ გაძლებს იქ და იმიტომ.
გახსოვს სტუმარი ვინ იყო შენს დროს ? ვინ და ღვთის საჩუქარი . სწორედ მასზე იძახდი ხოლმე : ,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი ,თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.’’ ჩვენთვის კი შეწუხება , აფორიაქება და რაც ყველაზე მთავარია – არაკომფორტულია იგი მხოლოდ და მეტი არაფერი.
გამიგია ადრეც იყვნენ მელანოები თუ ვარდისახარები , მაგრამ ყველამ იცოდა , თუ რა იყო მისაღები და მიუღებელი , კეთილი და უკეთური . ახლა ასე აღარაა . თუ მაშინ სიბილწე იმალებოდა , ახლა აფიშირება ხდება ამას ვინ ჩივის და თუ სადღაც და ვიღაც წესიერი გამოერევა ის ,,ჩამორჩენილია’’ და შერცხვენილი .
საერთოდ დაგვავიწყდა თუ რა არის სიყვარული , ტრფობა , მიჯნურობა . ეგ სენს დროს არ უნდა ყოფილიყო მიჯნური-,,მეძავი , ბილწი , მრუში .’’ თორემ ახლა ლამისაა ეს სიავეები მის მოვალეობად გადაიქცნენ .
ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე სტრატეგუილ ადგილზე მდებარეობდა . ოდითგანვე აუარებელი ხალხი მიდი-მოდიოდა , მაგრამ ყოველთვის სეგეძლო მათგან სასარგებლო მიგეღო და ,,ჯერკუალი განგეგდო . ’’ ახლა მხოლოდ ჯერკუალს ვიტოვებთ . შენს დროს ამ ქვეყანას , რომ ვინმე დაემუქრებოდა ერთი მოტივი გამოძრავებდა -
,,ან მოვკლავ ან შევაკვდები , ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა . ‘’ ახლა ყველაზე დიდ ბუჩქებს ვეძებთ მხედართმთავრიდან დაწებული , უბრალო მეომრით დამთავრებული , რომ მტერს დავემალოთ ომიანობისას . მშვიდობიანობისას კი ,COUNTER STRIKE’’,’’-ს ვთამაშობთ .
ჩემო შეუმცდარო ,,ხალხის გენია’’ გახსოვს ელო ? ეგ ის ელოა ცხრა სვილი სიხარულით რომ შესწირა მამულს . გახსოვს სანათა ? თავის ვაჟები ზვარაკად რომ მისცა სამშობლოს ? არ იფიქრო რომ ახლა არ სწირავენ . ოღონდ არა ქვეყანას , არამედ ,,მიწიერი კეთილდღეობის ღმერთს.’’ და არა ბრძოლის ველზე , არამედ საკუთარ საშოში . ეგ შენს დროს იყო :
,,შვილის გაჩენა კი არა , შვილის აღზრდაა მთავარი .’’
თორემ ახლა არგაჩენა უფროა მიღებული და აღზრდის მაგივრად კი ,,თავისუფლად’’ დატვება . ესეც არ აგერიოს , ქართველ დედათა ძველ დევიზში , რომლებიც უნერგავდნენ შვილებს-,,ძმობას , ერთობას , თავისუფლებას.’’ დღეს ეს უკანასკნელი ცხოველური აღვირახსნილობაა მხოლოდ და მხოლოდ .
სად იყო ადრე ამდენი ,,უმაღლეს-სასწავლებელი’’ , მაგრამ თითოეულ ქართველზე ათჯერ და ათასჯერ განათლებული ხარ მაინც , რადგან იცოდი რა იყო მთავარი საუნჯე-,,მამული , ენა , სარწმუნოება .’’
მე კი გწერ ამ ყველაფერს , მაგრამ შენ გაიგებ ვინ ვარ ? ვშიშობ , რომ :
,,ცად თვალნი გაქვს მიქცეული , და მე ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა .
ეჭვით აღვსილსა , უსასოდ ქმნილსა . გულ უიმედოს , გაუხარებელს .’’
არ იფიქრო ჩემო მშობელო და მასწავლებელო , რომ შენს ქვეყანაში ყველა ასეთია . კიდევ არიან აქ რა თქმა უნდა -მორწმუნეები , წესიერები , ვაჟკაცები , ერთგულები და.ა.შ. მაგრამ უბედურება იმაშია , რომ ესენი ჩამორჩენილებად , შეშლილებად და უგონოებად აღიქმებიან .
ჩემო წინაპარო ! მირჩიე რამე !

http://seminarieli.wordpress.com


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
demeee   მე ქართველი ვარ !!!!   Mar 1 2009, 07:47 AM
KAIROS   ეგ საქართველოს ის...   Mar 1 2009, 12:10 PM
mariami seminaria   ძალიან კარგი თემაა...   Mar 1 2009, 02:05 PM
Belief   აი ეხლა რა ხდება მ...   Mar 1 2009, 09:25 PM
sable   აი ეხლა რა ხდება მე...   Mar 27 2009, 06:02 PM
ქევანა   მეც სხვათაშორის :)   Mar 17 2009, 09:54 PM
ავგუსტინე   მერე რა გვიხარია, გ...   Mar 17 2009, 09:56 PM
likka   ნუ, მე აქ ვერაფერს ვ...   Mar 17 2009, 10:20 PM
ქევანა   likka ვინ გაბედა? :D   Mar 17 2009, 10:23 PM
likka   likka ვინ გაბედა? :D ფეი...   Mar 17 2009, 10:52 PM
ქევანა   likka უუუუხ..... გავლახო...   Mar 17 2009, 11:21 PM
likka   [b]likka უუუუხ..... გავლახ...   Mar 17 2009, 11:25 PM
ბექა   likka მაგან მე მითხრა 2...   Mar 27 2009, 03:42 PM
likka   likka მაგან მე მითხრა ...   Mar 27 2009, 05:51 PM
აკაკი   " მართლაც საკმარ...   Oct 9 2011, 10:26 PM
A.V.M   წერილი წინაპარს ,,რ...   Oct 24 2012, 02:02 AM
ქევანა   რას ქვია, ადრე ქალი...   Oct 24 2012, 02:06 PM
A.V.M   მიხვდებოდი რომ ლე...   Oct 25 2012, 03:05 AM
marine   “ჩემს სამშობლოს - ს...   Nov 13 2013, 03:08 PM
marine   პირველ რიგში ვამაყ...   Nov 18 2013, 03:29 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 03:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი