პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Oct 28 2012, 03:23 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ყველაზე საშიშია ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო, რა არის თავისუფლება
13:41 28-10-2012 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ადამიანს, როგორც ღირებულებას, მოქალაქეები უბრალოდ უყურებენ. "ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ის, ვინც უნდა გახდეს მსგავსება ღვთისა და ყოველივე, რაც ადამიანის შექმნამდე შეიქმნა, უნდა ემსახურებოდეს ადამიანს. წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ენა, მამული, სარწმუნოება". ამ წმინდა ადამიანის ქადაგებამ და მოღვაწეობამ გადაარჩინა საქართველო, მაგრამ ძველი რომაელები ამბობდნენ: ყველაფერი მოძრაობს და ფერს იცვლის. ცხოვრებამ მოიტანა ახალი აღმოჩენები, ახალი პრობლემები. ადამიანი გახდა მეტად მომთხოვნი, უფრო თხოულობს, ვიდრე აკეთებს და დღეს სულ სხვა არის ადამიანის მოთხოვნილება", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, ყველაზე საშიშია ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო, რა არის თავისუფლება. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ადამიანი დღეს არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ცოდვის მონაა. პატრიარქის განცხადებით, ყველაზე დიდი ცოდვაა ამპარტავნება და მისი განდევნა მხოლოდ წმინდა სამებას შეუძლია. უწმინდესმა ისურვა, ქართველი ხალხი ამპარტავნებისგან გათავისუფლდეს. მისი თქმით, დღეს უფრო გავრცობილია წმინდა ილია მართლის სიტყვები და ის ასე ჟღერს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს, რომ ქართველი ხალხი მორწმუნეა, თუმცა როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სამშობლოსა და ადამიანის საკითხი უფრო რთულად დგას. "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა", მაგრამ ყველამ ვერ შეიგნო ის, რომ სამშობლო არის განსაკუთრებული მადლით მოსილი და არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში ჩამოტანილი იყო კვართი იესო ქრისტესი. შემთხვევითი არც ის არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ხშირად ყოფილა წარსულში შემთხვევა, როდესაც მივსულვართ უფსკრულში და უფალს საქართველო სამშვიდობოს გამოუყვანია. ამას ჩვენ ვგრძნობთ და ვმადლობთ უფალს. ჩვენი სამშობლო არის ქვეყანა, რომელიც მორწყულია წმინდა მამების სისხლით. ხშირად გამიგონია, ქართული მიწა რომ აიღოს ადამიანმა და გამოწუროს, სისხლი გამოუვაო. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მიწაზე დავდივართ. ყოველდღე უნდა ვემთხვიოთ მიწას, რომელიც წმინდანების სისხლით არის მორწყული", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, უკვირს, რომ ზოგიერთი ადამიანი კოსმოპოლიტია და მისთვის სამშობლო და დედაენა არ არსებობს. "მას შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ამგვარი ადამიანი თავის ფესვებს მოწყვეტილია და ის ძალიან ცოდვაა. უცხოეთში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვეუბნები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან საქართველოს ვერაფერი შეედრება. რაც შეეხება ადამიანს, მას კლავენ, ამცირებენ, ჩვენ კი ამ ყველაფერს გულგრილად ვუყურებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი არის ხატი ღვთისა. ერთხელ არის მოვლენილი დედამიწაზე, არის ბუნების არსება, რომელიც მცირედით განსხვავდება ანგელოზებისგან. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, უნდა მოვეფეროთ, უნდა გავუადვილოთ ჯვრის ტარება და არა დავუმძიმოთ. ღმერთმა ინებოს, ყოველმა ჩვენგანმა გაიგოს, რომ ადამიანი არის ჩვენი ძმა და არა მტერი",ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს. http://www.interpressnews.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი