![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#41
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არ მინდოდა ამერია ეს სურათები მართლმადიდებლურ ეკლესიათა სურათებში, იმიტომ რომ ნამდვილად აქ სხვაგვარი ხედვაა საჭირო... ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ხშირად შეხვედრია საოცარ ბაზილიკებს და ტაძრებს, იქნება ეს ბაროკოს სტილის, თუ როკოკოს, იქნება ეს გოთური, თუ ბაზილიკური, იქნება ეს იტალია ( ყველაზე საოცარი მაინც ამ ქვეყანაშია ), ესპანეთი თუ ავსტრია, გერმანია თუ საფრანგეთი, დანია თუ ჩეხეთი...
მოკლედ მე დავიწყებ და აბა თქვენ იცით! იხარეთ; კაიროსი! MATER ECCLESIAE დედა ეკლესიათა ასე ქვია ამ საოცარ ბაზილიკას, რომელიც მართლა ეკლესიათა დედა იყო, როცა ერთად იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიები, მაშინ დიპტიხში პირველი იყო რომის ეკლესია, ხოლო ვატიკანამდის კი სწორედ აქ იყო პაპის საყდარი, ესაა სან ჯოვანი ინ ლატერანო, ხოლო რასაც ნახავთ ახლა ესაა საკურთხევლის ბალდახინი, სადაც გადმოცემით ინახება წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს თავის ქალები!!! ყველა სურათი ჩემია და ავტორობის უფლებას ვიტოვებ ![]() დაუკვირდით სიმდიდრეს და ბრწყინვალებას ტაძრისა... ![]() ესეც შიგნითა ხედი, მარჯვნივ და მარცხნივ მოციქულთა ულამაზესი ქანდაკებებია, ყველას ის იარაღი უპყრავს ხელთ, რითაც ეწამა... ![]() ეს ორღანია ![]() შემდეგში გავაგრძელებ, ეს ამოუწურავი თემაა, ველი თქვენს სურათებსაც... დროებით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
†სერგი |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 10-October 12 მდებარ.: სემინარია წევრი № 12,672 ![]() |
-------------------- *ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება...
*ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე! *მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 04:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი