![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ან მოვუწყოთ მათ სასამართლო
![]() არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, ![]() მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც. მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს... თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : ) ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა ![]() პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი". შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ. მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა. ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი? ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( ![]() ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი). ![]() რა უსამართლობაა... ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე. მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს). მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე. გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს. კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!) ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს. უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... ![]() ![]() პ.ს. მოდერ მაპატიე ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
გმირის ძიების პრობლემა
თითქმის ყველა დროის ქართველი მცირე ასაკიდანვე თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ელის , რომელმაც დიდებული საქმე უნდა გააკეთოს , თუმცა მწერლობაში გმირის ძიების საკითხი პირველად გრ.ორბელიანმა დასვა ლექსში- ,,იარალის:’’ ,,ვინ აღჩნდეს გმირი , რომ მის ძლიერი ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს.’’ შემთხვევით გამოწვეული არ უნდა იყოს ის ფაქტი , რომ ამ ლექსის დაწერის თარიღი საქართველოს ძნელბედობის ჟამს დაემთხვა . იმ დროს მართლა სჭირდებოდა პოეტის სამშობლოს ისეთი პიროვნება , რომელიც : ,, მარჯვენის ერთისა დაკვრით უსულოდ ვეშაპს მიწად დასცემდეს .’’ მაგრამ რთული იყო მაშინ და თითქმის შეუძლებელია ახლა , ერთი ხელის მოქნევით საქართველოსათვის ,,გარეული’’ თუ ,,შინაური’’ მტრების მოცილება . ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ის , რომ ისეთ პატრიოტს , როგორიც ილია იყო მხედველობიდან გამორჩენოდა გმირის ძიების პრობლემა და არ აესახა თავის შემოქმედებაში . სულმნათმა პოეტმა ჯერ კიდევ ,,მგზავრის წერილებში’’ ნატრობდა ისეთი ვინმეს გამოჩენას , რომელიც საქვეყნოდ გაბნეულ მუგუზლებს შეკრებდა და ერთ ცეცხლად ჩამოაყალიბებდა . პოეტმა არც ამის შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი და პოემაში – ,,აჩრდილი’’ ხელახლა წამოწია წინ ეს პრობლემა : ,,მაგრამ , ქართველნო , სად არის გმირი , რომელსაც ვეძებ , რომლისთვის ვსტირი .’’ სამწუხაროდ ილიას არც ამ შეძახილს გამოეხმაურა ვინმე და ეს მოწოდებაც ..ქარმა წაიღო.’’ თავში ვახსენეთ , რომ ქართველი , თითქმის ყველა ეპოქაში გმირს ელოდებოდა , თუმცა ყველა დროს განსხვავებული მიზანი , დავალება , თუ იარაღი გააჩნდა თავად გმირს . თუკი თინათინი ავთანდილს გმირობაში ,,ველად გაჭრას’’ და ,,უპრეცენდენტო’’ საქმის გაკეთებას უთვლიდა , რამდენიმე საუკუნის სემდეგ გრ.ორბელიანი მოელოდა მას , ვინც მარჯვენის ერთი დარტყმით უზარმაზარ მტერს დაამარცხებდა . ილია ჭავჭავაძე კი თვლიდა , რომქართველს ხმლის მაგივრად კალამი უნდა აეღო ხელში და განათლებით გაენათებინა ქვეყანა . ამ მოტივით შეიქმნა ლექსი-,,ჩემო კალამო : ’’ ,,ჩემო კალამო , ჩემო კარგო , რად გვინდა ტაში ! რასაც ვმსახურებთ , მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ , ჩვენ წმინდა წიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში , ბოროტთ საკლავად , – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ .’’ ილია II ბრძანებს : ,,ყველა ქართველში გენიოსი იმალება . მთავარია ამ ნიჭის გამოჩენა შევძლოთ . ‘’ ჩემი აზრით , მართლა იმალება ყველა ქართველში გენიოსი და გმირი , ოღონდ მის წარმოჩენაში ამპარტავნება და უმადურობა გვიშლის ხელს . ჩვენ ვერ ვახერხებთ არათუ საკუთარი გმირობის გამოვლენას , არამედ სხვასაც არ ვაძლევთ საშუალებას , თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს . ამის გამო მოვკალით ილია , დღესაც ვკლავთ და მომავალშიც აუცილებლად ვესვრით ტყვიას თუ არ გამოვსწორდებით . http://seminarieli.wordpress.com -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი