IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ???
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 30 2012, 10:14 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ 2თავის 6 მუხლი შეცდომით ითარგმნება დღევანდელ ბიბლიებში და ისეთი წარმოდგენა იქმნება რომ ქრისტე ღმერთის თანასწორია, მაგრამ სინამდვილეში რისი თქმა სურს პავლეს? მოდი ზედმიწევნით განვიხილოთ ეს მუხლი. ὃς ἐν μορφῇ θεοῦ ὑπάρχων
οὐχ ἁρπαγμὸν ἡγήσατο
τὸ εἶναι ἴσα θεῷ, ოს ენ მორფე თეუ უპარხონ ოუქს არპაგმონ ეგესატო ტო ეინაი ისა თეო. ესეიგი ის ვინც ღმერთის ხატებაში არსებობდა არც კი უფიქრია მიტაცებაზე _ ღვთის თანასწორად ყოფნაზე. ვინაიდან ოუქს არის უარყოფის გაძლიერებული ფორმა ამიტომ ლოგიკურია რომ ის ანუ ქრისტე არამც და არამც ანუ არავიტარ შემთხვევაში მიიტაცებდა ღმერთთან თანასწორობას რადგან ეს გამოიწვევდა ისაიას 46 : 5 მუხლის დარღვევას სადაც ღმერთი ბრძანებს რომ ვის შემადარებთ რომ გამიტოლოთ? ნუთუ პავლე იესოს გაუტოლებს ღმერთს და ტექსტს დაარღვევს? არამც და არამც! ტო ეინაი ისა თეო _ ანუ ღმრთის სწორად ყოFნა იესოსთვის არის საშინელი მტაცებლობა_ ბერძნულად _არპაგმონ_ პავლეს აქ სურს იმის დადასტურება რომ იესო სატანისგან განსხვავებით , არ ფიქრობს რომ ღმერთს თავი გაუტოლოს , რადგან ის თავმდაბალია და სამაგალითოა ყოველი ქრისტიანისტვის , რომელთაც საკუთარი თავი ერთიმეორეზე დაბლა უნდა დააყენონ და ერთი მეორეზე მეტად უნდა შერაცხონ ერთმანეთი! თუ ფილიპელთა 2 თავის 1 მუხლიდან 6 მდე წაიკითხავ დაინახავ რომ პავლე ქრისტიანებს თავმდაბლობისკენ უბიძგებს და ქრისტე მოყავს თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც რადიკალურად განსხვავებული და თავმდაბალია და არც კი ფიქრობს ღმერთთან თანასწორობაზე! ისმის კითხვა_ რაში სჭირდება პავლეს არპაგმონის გამოყენება რომელიც ნიშნავს ძალით წაგლეჯვას ან მიტაცებას? აქ ტექსტში დგას სიტყვა ეგესატო რომელიც ნიშნავს_ ჩათვლას , ვარაუდს , ფიქრს. ეს სიტყვა რომ არ იდგეს მაშინ არპაგმონი მიიღებდა _ მფლობელობაში ქონის მნიშვნელობას, მაგრამ საბედნიეროდ ეგესატო დგას ტექსტში! თუ პავლეს სურს რომ დაადასტუროს ქრისტეს ღმერთობა და მისი თანასწორობა ღმერთთან , მაშინ მას ასე უნდა დაეწერა_ ის არც კი ფიქრობდა რომ საკუთარი თავი , ღმერთზე მაღლა დაეყენებინა. ამ შემტხვევაში იესო ღვთის სწორი გამოვიდოდა, მაგრამ საქმე გვაქვს ერთი საფეხურით ქვემდგომ შედარებასთან__ ანუ თანასწორობასთან_ რასაც იესო არც კი ფლობს blink.gif თუ სხვანაირად გავიგებტ პავლეს სიტყვებს მაშინ ეს გამოიწვევს ტექსტის დარღვევას! იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Oct 29 2012, 05:04 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



■გიორგი■

რა აზრი აქვს ახლა მკითხე, თუ მერე კითხავ, მაგრამ რადგან ასე დაჟინებით მოითხოვ კონკეტულ პასუხებს, არ გაწყენინებ smile.gif

ციტატა
ღმერთმა მხოლოდ ერთი ძე შვა?

დიახ, მხოლოდ ერთი ძე შვა.

ციტატა
სხვა ძეები არ უშვია?

არ უშვია, სხვები მხოლოდ შექმნა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Oct 30 2012, 03:02 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(George Leluashvili @ Oct 29 2012, 05:04 PM) *

ციტატა
ღმერთმა მხოლოდ ერთი ძე შვა?

დიახ, მხოლოდ ერთი ძე შვა.
სხვები მხოლოდ შექმნა.

George Leluashvili

გიო, მადლობა რომ კონკრეტული პასუხები დაწერე. მე მხოლოდ ის მაინტერესებს ხოლმე, რასაც ვკითხულობ და ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანი წინასწარ არ იწყებს გათვლებს და გულწრფელად მპასუხობს კონკრეტულად დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ შემთხვევაში კარგად მიპასუხე, მადლობა კიდევ ერთხელ! ახლა ცოტა მეტი მინდა გავიგო და შენის ნებართვით, კითხვების დასმას გავაგრძელებ. თუ პასუხები გექნება, მიპასუხე, მაგას რა ჯობია. მეც ეგ არ მინდა? მაგრამ, თუ პასუხები არ გექნება, დაწერე რომ არ იცი და ვერ მპასუხობ. შენ თუ ვერა, სხვამ ხომ შეიძლება იცოდეს და მიპასუხოს. საკამათოდ არ გეკითხებით, მართლა მაინტერესებს. ჩემ კითხვაზე ნებისმიერს შეუძლია უპასუხოს, მთავარია პასუხები მივიღო და ეს პასუხები ზუსტად გადმოცემდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებს და ეკლესიის სწავლებებთან სრულ თანხმობაში იყოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემ კითხვაზე შენი პასუხი იყო რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი ძე შვაო და არა შექმნაო. ერთ შენს პოსტში, ასეთ რამეს ამბობდი: "შობას და ქმნადობას ერთმანეთისაგან ვანსხვავებ"-ო. აშკარაა, რომ სიტყვა "შვა"-ში, შექმნას არ გულისხმობთ. არადა ამ დროს საყურადღებოა, რომ წმინდა წერილში, სიტყვა "შვა" შექმნის მნიშვნელობით გამოიყენება. ამიტომ მებადება ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა: შექმნა თუ არა, მაშ რა იგულისხმება თქვენი აზრით სიტყვაში "შვა"? როგორ უნდა ვიგებდე სიტყვას "შვა"? ქალი ხომ არაა ღმერთი, რომ მშობიარობის ტკივილებით შვას და ასე გააჩინოს შვილი? მასეც რომ გავიგო სიტყვა შობა, თითქოს შობს (აჩენს) ვინმეს, ანუ შობის (გაჩენის) მეშვეობით ვინმეს არსებობაში მოყვანას, მაინც შექმნის მნიშვნელობა ეძლევა, ვინაიდან ის ვინც იშვა არ იყო, მაგრამ შობის მეშვეობით გაჩნდა.
ფაქტია, მართმადიდებლები სიტყვა "შვა"-ს, რაღაც სხვა, არაჩვეულებრივ მნიშვნელობას ანიჭებთ? რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ სიტყვას? რის საფუძველზე და რატომ? შეგიძლია გასაგები, თანამედროვე ქართული ენით გამიმჟღავნო თქვენი თვალსაზრისი ამ კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობის შესახებ?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 8 2012, 11:47 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(■გიორგი■ @ Oct 30 2012, 03:02 AM) *

დიახ, მხოლოდ ერთი ძე შვა.
სხვები მხოლოდ შექმნა.

George Leluashvili

გიო, მადლობა რომ კონკრეტული პასუხები დაწერე. მე მხოლოდ ის მაინტერესებს ხოლმე, რასაც ვკითხულობ და ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანი წინასწარ არ იწყებს გათვლებს და გულწრფელად მპასუხობს კონკრეტულად დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ შემთხვევაში კარგად მიპასუხე, მადლობა კიდევ ერთხელ! ახლა ცოტა მეტი მინდა გავიგო და შენის ნებართვით, კითხვების დასმას გავაგრძელებ. თუ პასუხები გექნება, მიპასუხე, მაგას რა ჯობია. მეც ეგ არ მინდა? მაგრამ, თუ პასუხები არ გექნება, დაწერე რომ არ იცი და ვერ მპასუხობ. შენ თუ ვერა, სხვამ ხომ შეიძლება იცოდეს და მიპასუხოს. საკამათოდ არ გეკითხებით, მართლა მაინტერესებს. ჩემ კითხვაზე ნებისმიერს შეუძლია უპასუხოს, მთავარია პასუხები მივიღო და ეს პასუხები ზუსტად გადმოცემდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებს და ეკლესიის სწავლებებთან სრულ თანხმობაში იყოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემ კითხვაზე შენი პასუხი იყო რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი ძე შვაო და არა შექმნაო. ერთ შენს პოსტში, ასეთ რამეს ამბობდი: "შობას და ქმნადობას ერთმანეთისაგან ვანსხვავებ"-ო. აშკარაა, რომ სიტყვა "შვა"-ში, შექმნას არ გულისხმობთ. არადა ამ დროს საყურადღებოა, რომ წმინდა წერილში, სიტყვა "შვა" შექმნის მნიშვნელობით გამოიყენება. ამიტომ მებადება ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა: შექმნა თუ არა, მაშ რა იგულისხმება თქვენი აზრით სიტყვაში "შვა"? როგორ უნდა ვიგებდე სიტყვას "შვა"? ქალი ხომ არაა ღმერთი, რომ მშობიარობის ტკივილებით შვას და ასე გააჩინოს შვილი? მასეც რომ გავიგო სიტყვა შობა, თითქოს შობს (აჩენს) ვინმეს, ანუ შობის (გაჩენის) მეშვეობით ვინმეს არსებობაში მოყვანას, მაინც შექმნის მნიშვნელობა ეძლევა, ვინაიდან ის ვინც იშვა არ იყო, მაგრამ შობის მეშვეობით გაჩნდა.
ფაქტია, მართმადიდებლები სიტყვა "შვა"-ს, რაღაც სხვა, არაჩვეულებრივ მნიშვნელობას ანიჭებთ? რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ სიტყვას? რის საფუძველზე და რატომ? შეგიძლია გასაგები, თანამედროვე ქართული ენით გამიმჟღავნო თქვენი თვალსაზრისი ამ კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობის შესახებ?

წმინდა წერილში წერია, რომ იესო არის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა. რას ნიშნავს მხოლოდშობილი? მხოლოდშობილი ნიშნავს, რომ მხოლოდ იგია შობილი და ერთადერთი ბუნებითი ძეა მამისა და არა მადლისმიერი.თუ იესო შექმნილია როგორც ანგელოზები და ჩვენ, მაშ რატომ იწოდება მხოლოდშობილად? რადგან პირველი გაჩნდა?ეს მცდარი აზრია, რადგან მხოლოდშობილობასა და პირველქმნილობას შორის არავითი კავშირი არ არის.ღმერთი ნამდვილად არ არის ქალი და არც ტკივილით შობს და არც რაიმე ვნებითა და ცვალებადობით, მასში ცვლილების ჩრდილიც კი არ არის.ღმერთი უსხეულოა და შეუდგენელი, არაფერში ეტევა და თავისში ყველაფერს იტევს,არც რაიმე ფორმა აქვს და არც დროისა და სივრცის კატეგორიებში არ ჯდება, ის ზე აზროვნებითი არსებაა, ქმნილებისაგან ბუნებითად წარმოუდგენლად განსხვავებული. მამისაგან ძის შობა არ მომხდარა დროში არც როდისმე დაწყებულა და არც რაიმე პროცესია მიმდინარე.მაგალითად წარმოიდგინე მარადიული ცეცხლი(მამა), რომელიც არასოდეს ანთებულა, იგი მუდამ ენთო,ეს მარადიული ცეცხლი მამაა მარადიული სინათლისა(ძე) და არც ერთი წამით არ უსწრებს სინათლეს, რადგან ცეცხლი სინათლის გარეშე არ არსებობს. რადგან ეს ცეცხლი მარადიულია, სინათლეც მარადიულია. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადიული ცეცხლი მიზეზია მარადიული სინათლისა,ცეცხლი შობს სინათლეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Nov 8 2012, 03:01 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(ხახაბოელი @ Nov 8 2012, 11:47 AM) *

მხოლოდ იგია შობილი და ერთადერთი ბუნებითი ძეა
ხახაბოელი

ზემოთ თუ აიხედავ, ნახავ რომ მე არ მიკითხავს "მხოლოდ ვინაა შობილი" და ვინ არათქო. არც ის მიკითხავს, როგორი ძეა ღვთის ძეთქო. მე სხვა რამ ვიკითხე მეგობარო. აი მე რა ვიკითხე:

ციტატა
ფაქტია, მართმადიდებლები სიტყვა "შვა"-ს, რაღაც სხვა, არაჩვეულებრივ მნიშვნელობას ანიჭებთ? რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ სიტყვას?

კონკრეტულად დაწერეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მართლმადიდებლები სიტყვას "შვა"-ს?



--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 8 2012, 08:11 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(■გიორგი■ @ Nov 8 2012, 03:01 PM) *

ხახაბოელი

ზემოთ თუ აიხედავ, ნახავ რომ მე არ მიკითხავს "მხოლოდ ვინაა შობილი" და ვინ არათქო. არც ის მიკითხავს, როგორი ძეა ღვთის ძეთქო. მე სხვა რამ ვიკითხე მეგობარო. აი მე რა ვიკითხე:
კონკრეტულად დაწერეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მართლმადიდებლები სიტყვას "შვა"-ს?

შენ მარტო ეგ არ გიკითხავს, შენ იკითხე ქალივით შვა მამამ ძეო?რანაირადო და მეც გაგეცი პასუხი, რომ ეს შობა არა გავს არანაირად კაცობრივ შობას, რომ ის დაუსაბამოა და დაუსრულებადი, ყოვლად უვნებო და უცვალებელი.რაც შეეხება შვას, ეს სხვა და სხვა კონტექსტში სხვა და სხვა მნიშვნელობით იხმარება.შეიძლება ითქვას რომ ღვთისაგან იშვა მთელი სამყარო, მისგან დაიბადა ხილული და უხილავი და ჩვენც ვიშვით ქრისტიანები ქრისტეში სულიწმინდის მიერ.აქ კი ძესთან მიმართებაში სულ სხვაა, აქ წერია მხოლოდშობილი. მხოლოდშობილი ერთადერთს ნიშნავს მამისგან შობილს, რომლის შობაც აშკარად სხვაა დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაში, რადგან მახარებელი ამბობს რომ მხოლოდშობილია.პირველქმნილობა კი არანაირად არ ნიშნავს მხოლოდშობილობას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
esre ars cheshmariteba   ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ???   Sep 30 2012, 10:14 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ბერძნული ...   Sep 30 2012, 10:15 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ბერძნული ...   Sep 30 2012, 10:18 PM
A.V.M   კაი გაჩერდი ახლა...:D...   Sep 30 2012, 10:24 PM
esre ars cheshmariteba   კაი გაჩერდი ახლა...:D...   Sep 30 2012, 10:30 PM
sopo...   მე კიდევ გამოვიკვ...   Oct 9 2012, 01:18 AM
A.V.M   უჰ...:D წმ.სამების დო...   Sep 30 2012, 10:34 PM
esre ars cheshmariteba   უჰ...:D წმ.სამების დო...   Sep 30 2012, 10:39 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba გიორგამ მ...   Sep 30 2012, 11:08 PM
აკაკი   ვაკოპირებ. " ეს მ...   Oct 1 2012, 08:14 AM
■გიორგი■   აკაკი ამ სიტყვები...   Oct 26 2012, 11:12 PM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba მამა დავი...   Oct 6 2012, 01:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მამა დავი...   Oct 7 2012, 10:19 PM
A.V.M   George Leluashvili დაახლოებით ...   Oct 6 2012, 04:00 PM
puskuu   esre ars cheshmariteba ამ სიტყვე...   Oct 7 2012, 11:05 PM
A.V.M   ,,საც'' კი არა მაგ...   Oct 8 2012, 02:34 AM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba მერე მით-უ...   Oct 8 2012, 02:26 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მერე მით-...   Oct 8 2012, 10:42 PM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba კარგი, ცოტ...   Oct 8 2012, 11:22 PM
A.V.M   ■გიორგი■ ჯერ შენ გ...   Oct 27 2012, 02:05 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ჯერ შენ ...   Oct 27 2012, 02:59 PM
afxazi   ■გიორგი■ :user: :user: ე...   Oct 27 2012, 11:00 PM
George Leluashvili   afxazi მესმის რატომ არ ...   Oct 27 2012, 11:48 PM
A.V.M   ■გიორგი■ რა შუაში...   Oct 28 2012, 12:50 AM
■გიორგი■   A.V.M აფხაზი არაა ძვე...   Oct 28 2012, 02:12 AM
A.V.M   ■გიორგი■ ნამდვილა...   Oct 28 2012, 02:20 AM
■გიორგი■   A.V.M წინა პოსტში რომ ...   Oct 28 2012, 02:32 AM
Otherguy   ...   Oct 28 2012, 11:00 AM
esre ars cheshmariteba   პავლე მოციქული რა...   Oct 28 2012, 11:02 PM
afxazi   ■გიორგი■ რა იყო აღ...   Oct 28 2012, 01:11 PM
■გიორგი■   6. თუმცა ის ისე არსე...   Oct 29 2012, 03:30 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ აი, მკითხ...   Oct 28 2012, 01:18 PM
Otherguy   afxazi სხვათაშორის მთ...   Oct 28 2012, 04:04 PM
afxazi   Otherguy მე არ ვიცი რას ...   Oct 28 2012, 04:55 PM
Otherguy   afxazi ვწუხვარ რომ იცა...   Oct 28 2012, 06:02 PM
afxazi   Otherguy საქმეთა 25 თავიდ...   Oct 28 2012, 07:09 PM
Otherguy   Otherguy საქმეთა 25 თავი...   Oct 28 2012, 11:27 PM
■გიორგი■   afxazi ეგ რომც არ დაწერ...   Oct 29 2012, 03:08 AM
A.V.M   Otherguy ამაზე ტემა რომ ...   Oct 29 2012, 12:55 AM
George Leluashvili   esre ars cheshmariteba ეს ციტატა ...   Oct 29 2012, 11:48 AM
■გიორგი■   George Leluashvili რომ გაიგო რ...   Oct 29 2012, 02:05 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ აი ამ ყვე...   Oct 29 2012, 02:11 PM
■გიორგი■   George Leluashvili მე არ მიკით...   Oct 29 2012, 02:21 PM
George Leluashvili   ■გიორგი■ რა აზრი ა...   Oct 29 2012, 05:04 PM
■გიორგი■   დიახ, მხოლოდ ერთი ...   Oct 30 2012, 03:02 AM
ხახაბოელი   დიახ, მხოლოდ ერთი ძ...   Nov 8 2012, 11:47 AM
■გიორგი■   მხოლოდ იგია შობილ...   Nov 8 2012, 03:01 PM
ხახაბოელი   ხახაბოელი ზემოთ თ...   Nov 8 2012, 08:11 PM
afxazi   ■გიორგი■ :blink: :blink: ...   Oct 29 2012, 08:49 PM
■გიორგი■   მე ეს არ მიკითხავს,...   Oct 30 2012, 02:44 AM
A.V.M   George Leluashvili კატეხიზმოს...   Oct 30 2012, 01:48 AM
George Leluashvili   ■გიორგი■ ინტერნეტ...   Nov 6 2012, 05:19 PM
■გიორგი■   George Leluashvili არაუშავს, თ...   Nov 7 2012, 07:44 PM
■გიორგი■   შენ მარტო ეგ არ გიკ...   Nov 9 2012, 03:15 AM
afxazi   ■გიორგი■ მოდი კარ...   Nov 9 2012, 10:12 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 06:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience