![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
რუსიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 29-October 12 წევრი № 12,708 ![]() |
არის ასეტი იგავი ბერზე და ეშმაკზე. იმდენად ამაღლებული და განწმენდილი იყო ეს მეუდაბნოე ბერი, რომ ვერანაირი ცოდვით ვეღარ აცდუნებდა მას ბოროტი..ღვთის დაშვებით გამოეცხადა მას ეშმაკი და ეცადა მის ცდუნებას, დაჰპირდა უფრო მეტად გაბრწყინებას და განდიდებას სულიერ ძმატა შორის..რა არარ შესტავაზა, ოღონდაც კი ბერს მისთვის დაეჯერებინა..ბერი მიხვდა მის განზრახვას და ასე უთხრა:-ვიცი ოდესრაც შენც სინათლის ანგელოზი იყავი, ისიც მსმენია რომ ღვთის წინაშე ანგელოზები არამიწიერი მშვენიერებით უგალობენ უფალს და ადიდებენ მას..ძალიან მინდა ეს საგალობელი გავიგონო, თუ იგალობებ შენთან ერთად წამოვალო.. ეშმაკი დატანხმდა და დაიწყო გალობა, ჯერ ჩუმად, და უხეში ხმით , ნელ -ნელა მისმა ხმამ დაწმენდა დაიწყო,სიბნელე გაქრა, ეშმაკმა სახე იცვალა..ნლ-ნელა ბერის კელია არამიწიერმა სინათლემა გაანათა, ერთ დროს ეშმაკად გადაქცეული დაცემული ანგელოზი ისევ პირვანდელი სახით იდგა ბერის წინაშე და ღვთიურ სადიდებელს გალობდა..უფლის განუზომელი სიყვარულის ძალით ეშმაკი კვლავ ანგელოზად იქცა .. -------------------- უფალო შეგვიწყალე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი