საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 23 2012, 08:33 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებისას ბრძანა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ სინანულს და აღიარებას ვერ ხედავს. "ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ. ადამიანი მონობისთვის არ არის შექმნილი. ბელადობის დრო წავიდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა. როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია ქვეყანაში თავისუფალი და გახსნილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას არ უშინდება და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ხელი უნდა შეეწყოს. "დღეს ხელისუფლების გადაბარების მძიმე პერიოდია და სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს", - ბრძანა მეუფე იაკობმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა წმინდა გიორგის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. მეუფე იაკობმა მრევლს გიორგობა და ყოვლადწმინდა სამების კურთხევის დღე უწმინდესის სახელითაც მიულოცა. ამასთან, სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66043-qor...l#ixzz2D41aDTOu -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი