ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სექტები, და მართლმადიდებელთა ურთიერთობა მათთან |
George Leluashvili |
Sep 6 2012, 09:22 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ამ თემის მიზანი არის ის, რომ წარმოაჩინოს ჩვენი (მართლმადიდებლების) პიროვნული ურთიერთობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ უამრავ თქვენგანს ჰქონია შეხება სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და მინდა ამ თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ მათთან შეხვედრისას დარჩენილი შთაბეჭდილებები. მე მინდა, რომ ეს თემა არ იყოს მაინცდამაინც იმისათვის განკუთვნილი, რომ ისინი მათს ცრუ სწავლებებში ვამხილოთ (ამას შეიძლება ზოგადად გავუსვათ ხაზი), უბრალოდ გადმოვცეთ მათთან შეხვედრის ეპიზოდები, საუბრის თემები. აღვნიშნოთ, თუ როგორ გარემოში და რა კუთხით წარიმათა საუბარი, რომელი საკითხები იქნა განხილული და ა.შ. ეს თემა განსხვავდება იმ სხვა თემებისგან, რომლებიც აპოლოგეტიკური შინაარსისაა და პოლემიკა მიმდინარეობს მართლმადიდებლებსა და სექტანტებს შორის. როგორც აღვნიშნე, აქ უნდა გადმოიცეს მათთან უშუალო ურთიერთობის ეპიზოდები და სასუბრო თემები. მე დღეს საღამოს შევხვდი ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის - მორმონთა (როგორც ისინი უწოდებენ "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის") წარმომადგენლებს. აგრეთვე, მომავალ კვირებში დაგეგმილი მაქვს პროტესტანტებთან და ორმოცდაათიანელელბთან შეხვედრები, რომლის დეტალებსაც შემდგომში გაცნობებთ. აგრეთვე, არაქრისტიანულ მიმდინარეობებზეც შეიძლება დაიწეროს რაიმე. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ქრისტიანული იყოს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ თემას ჩემს სექტანტებთან მოღვაწეობას ვუძღვნი. ყველას გაქვთ შესაძლებლობა (მე კი დიდი სურვილი) რომ მოგვიყვეთ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ (ზოგს საახლობლოში გყავთ არამართლმადიდებელი ადამიანები, ზოგი შემთხვევით შეხვედრილხართ, ან უბრალოდ მათ შეკრებებს დასწრებიხართ). მოკლედ ასე, რაც მინდოდა ვთქვი და ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს. თუ ნებას დმრთავთ, დღევანდელი შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც დავდებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 14 2012, 02:16 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ფაქტი სახეზეა რომ მხოლოდ ამ ჯგუფზე თუ შეიძლება ითქვას რომ სრულდება ისაიას 60:22 _ მცირე ათასად გარდაიქცევა და უმრწემესი ძლიერ ხალხად- მე უფალი თავის დროზე დავაჩქარებ ამას! მეგობარო შმაგი, ჩემთვის კი იცი რომელი წინასწარმეტყველება სრულდება? "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. (მათე 24, 10-11) "თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია,ანდა რომ მიიღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება,რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით"(IIკორ.11,4) "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) "ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ." (2 პეტრე 3,16-17) ციტატა რა საოცარია რა რასელიდან და რამდენიმე კინკილა კაციდან დღეს უკვე 8 მილიონ ადამიანთან გვაქვს საქმე და კიდევ პერსპექტივაშია 16 მილიონი ციცერონს ვენაცვალე, რა მაგარი რაღაც თქვა აი ზუსტად შეესაბამება შენ ნათქვამს "არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს". -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ხახაბოელი |
Nov 29 2012, 08:56 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba "არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს". http://www.youtube.com/watch?v=kshYBxfTXbA |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი