![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ერხელ მაქვს უგულისყუროდ წაკითხული ახალი აღთქმა, ეხლა მინდა რო გულისყურით წავიკითხო და წაკითხვისას ვიწერ ჩემთვის გაუგება ფრაზებს იქნებ თქვენ დამეხმაროთ, ბოდიშს ვიხდი თუ ამ კითხვებში რაღაც უმეცრებით ან თუნდაც ჩემდა უნებურად მკრეხელურად მაქვს დაწერილი
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 25 არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავის ძე და დაარქვა მას იესო ეს ვიდრე რას ნიშნავს ანუ ისეო ქრისტეს შობის შემდეგ გაეკარა??? (მათე 1, 25) 1 როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში , მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: 2 "სად არის იუდეველთა მეფე, რომ იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით რათა თაყვანი ვცეთ მას." რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? (მათე1, 1. 2) 1 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად ვინ იგულისხმება ამ სულში და რაში სჭირდებოდა იესო ქრისტეს ეშმაკისგან გამოცდა? |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
და არა იცოდა იგი იოსებმა, ამბობს წმიმდა მახარებელი, ვიდრემდე ჰშუა ძეი იგი მისი პირმშოი, - ანუ არასოდეს არ იცოდა იგი იოსებმა როგორც ქმარმა, რადგან სიტყვა ვიდრემდე წმიდა წერილში არ იხმარება რაღაც განსაზღვრული დროის აღმნიშვნელად. ასე მაგალითად, შექმნათა წიგნში (8,7) ნათქვამია: „და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განხმობამდე წყლისა ქუეყანისაგან“, მაგრამ ყვავი იმის შემდგომაც არ დაბრუნდა კიდობანში; 109-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (ფს. 109,1). მაგრამ მტრების შემუსრვის შემდეგაც ზის ღვთის ძე მარჯვენით მამისა. სახარების იგავშიც ნათქვამია, რომ „და განურისხნა უფალი იგი მისი, და მიჰსცა იგი ხელთა მტანჯუელთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი“ (მთ. 18,34). ე.ი. სამუდამოდ, რადგან მტანჯველთა ხელში მყოფი, როგორ და რით გადაიხდიდა იგი თავის ვალს? - ასევე აქაც, როცა მახარებელი ამბობს: „არა იცოდა იგი, ვიდრემდის ჰშუა ძეი იგი მისი“, არ იფიქრო, რომ იოსებმა შემდეგ იცნა იგი. მახარებელს აქ იმის თქმა სურს, რომ მარიამი იესო ქრისტეს შობამდე იყო ქალწული, და რა იყო შობის შემდგომ, ამაზე შენ შეგიძლია განსაჯო, ცხადია, მახარებლის განმარტების გარეშეც, რომ ისეთი მართალი მოხუცი, როგორიც იყო იოსები, არ იკადრებდა ქალწულის ცნობას იმის შემდეგ, რაც იგი სასწაულებრივად, სული წმიდისაგან შეიქნა დედად ღვთისა და იმ საკვირველი სასწულების შემდგომ, რისი მოწმეც თავად გახდა. ისიც გაიხსენე, რომ თვით ყოვლად წმიდა ქალწულს სამუდამო აღთქმა ჰქონდა დადებული ქალწულებისა და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა მოხუცებულ იოსებზე დაწინდვას, რომ მას იგი დაეცვა და დაეფარა, და არამც და არამც არ გაჰყვა მას როგორც ქმარს. ვინ იკადრებს და იტყვის, რომ მან დაარღვია თავისი აღთქმა? ასეთი აზრი შეურაცხყოფდა დედათა შორის ყოვლად წმიდასა და უფროსად კურთხეულ ღვთის დედას. როგორც შობამდე, ისე შობისას და შობის შემდგომაც იგი ქალწულია, ამიტომაც წმიდა ეკლესია მარადქალწულსა და ღვთის საპატარძლოს უწოდებს მას. წმიდა იოსები მხოლოდ ემსახურებოდა მას, როგორც მონა ემსახურება თავის ქალბატონს, როგორც ღვთის კურთხეულ დედას. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელმაც თავის საიდუმლო ჩვენებაში იხილა რა ხორცშესხმული ღმერთის ქვეყნად მოსვლა, რომელიც ტაძარში აღმოსავლეთის კარიდან შედიოდა, ღვთის სახელით ამბობდა: „ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება“ (ეზეკ. 44,2). წმიდა მამების აზრით ამ კარიბჭის ქვეშ, საიდუმლო მნიშვნელობით, უნდა ვიგულისხმოთ მარად ქალწული მარიამი, რომელიც იქნება დახშული, ანუ სიწმიდესა და დაურღვეველ ქალწულებაში, ვისგანაც მხოლოდ ერთი ქრისტე ღმერთი გამოვიდა ამ სოფელში და არავინ შესულა მასში. ღირსეული და საკვირველი სახელი მარადქალწულისა, უწოდეს მას მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრებათა წმიდა მამებმა თავიანთ კანონებში. და როცა გამოჩნდნენ სხვადასხვა მწვალებლები, რომლებიც ბედავდნენ და ასწავლიდნენ, რომ თითქოს მაცხოვრის შობის შემდგომ ქალწულ მარიამსიოსებისაგან კიდევ ჰყავდა შვილები, ეკლესიის მამებმა ერთხმად აიმაღლეს ხმა უგუნურობაზე და ასეთ სწავლებას უწოდეს მწვალებლობა და ერესი და საჯაროდ დაგმეს იგი ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე. უწოდა რა ღვთის დედას მარადქალწული, წმიდა ეკლესიამ მას კიდევ მიუძღვნა დიდებული სახელი ღვთისმშობელისა. ასე უწოდა მას სული წმიდის ჩაგონებით მართალმა ელისაბედმა: „და ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?“ (ლკ. 1,43). „დედა უფლისა“ იგივეს ნიშნავს, რაც „ღვთისმშობელი“. „ვინც არ ცნობს მარიამს ღვთისმშობლად, იგი მოეკვეთება ღვთიურობას“ - ამბობს წმიდა გრიგორი ნაზიანზელი. მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდა ეკლესიამ საზეიმოდ დაამტკიცა თავისი სწავლება, რომ უფალი იესო ქრისტეს დედა არის ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარად ქალწული. მართალია წმიდა მახარებლები მათე და იოანე იხსენებენ ქრისტეს ძმებსაც, მაგრამ წმიდა მამები, ეყრდნობიან რა მოციქულთა გადმოცემას, თვლიან რომ ისინი არიან იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან. დედის მხრივ ჩვენს უფალს ძმები არ ჰყოლია. ამიტომაც იყო, რომ ჯვარზე გაკრულმა სიკვდილის წინ, თავისი ყოვლად წმიდა დედა ჩააბარა საპატრონებლად არა ხორციელ ძმებს, არამედ თავის უახლოეს მოწაფესა და მეგობარს - იოანე ქალწულ მახარებელს. ღვთის კურთხეულ დედას რომ ჰყოლოდა თავისი შვილები, მაშინ მისი პატრონობა იესო ქრისტეს შემდეგ იმათ ეკუთვნოდათ. მაგრამ ისინი არ ჰყავდა მარიამს, ამიტომ სიტყვა პირმშო, რომელიც მათე მახარებელთან გვხვდება, უბრალოდ ნიშნავს პირველშობილს, მხოლოდშობილს, ისე როგორც მოციქული უწოდებს იესო ქრისტეს „ყოველთა დაბადებულთა პირმშოს“ (კოლ. 1,15), „შესვენებულთა პირმშოს“ (გამ. 1,5), „პიმშოდ“ მოსეს სჯულითაც იწოდება ყოველი ახალშობილი მამრი, რომელიც პირველად დაიბადება შემდგომ შეუღლებისა, მის შემდეგ დედამისს საერთოდ რომ აღარ დაებადა (გამოს. 13,2).
ციტატა რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? კი ანუ ასტრონომები. ციტატა ვინ იგულისხმება ამ სულში და რაში სჭირდებოდა იესო ქრისტეს ეშმაკისგან გამოცდა? http://orthodoxy.ge/tserili/zosime/4_1-11.htm აქ არის მაგ ეპიზოდის განმარტება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი