![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
vaxushti13 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 ![]() |
ერხელ მაქვს უგულისყუროდ წაკითხული ახალი აღთქმა, ეხლა მინდა რო გულისყურით წავიკითხო და წაკითხვისას ვიწერ ჩემთვის გაუგება ფრაზებს იქნებ თქვენ დამეხმაროთ, ბოდიშს ვიხდი თუ ამ კითხვებში რაღაც უმეცრებით ან თუნდაც ჩემდა უნებურად მკრეხელურად მაქვს დაწერილი
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 25 არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავის ძე და დაარქვა მას იესო ეს ვიდრე რას ნიშნავს ანუ ისეო ქრისტეს შობის შემდეგ გაეკარა??? (მათე 1, 25) 1 როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში , მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: 2 "სად არის იუდეველთა მეფე, რომ იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით რათა თაყვანი ვცეთ მას." რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? (მათე1, 1. 2) 1 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად ვინ იგულისხმება ამ სულში და რაში სჭირდებოდა იესო ქრისტეს ეშმაკისგან გამოცდა? |
![]() ![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
vaxushti13
ციტატა რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? (მათე1, 1. 2) მართლაც, როდესაც წმიდა წერილს ვკითხულობთ, წმიდა მამათა განმარტებებს უნდა დავეყრდნოთ.... ხშირად ჩვენი გონება უძლურია სახარებისეულ სიბრძნის გაგებაში. ორიგენემ მთელი თავისი ცხოვრება წმიდა წერილის შესწავლას დაუთმო და ბოლოს ერესს დაუდო საფუძველი. რაც შეეხება მოგვებს. მოგვები მართლაც ვარსკვლათმრიცხველებე იყვნენ, მაგრამ საინტერესოა რა ვარსკვლავი იხილეს ასეთი? წმ. იოანე ოქროპირი და თეოფილაქტე ბულგარელი ამბობენ, რომ ეს ზეციური ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელიც წინ მიუძღვოდა მოგვებს, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ. ებრაელთა ტყვეობის ჟამიდან მათში იყო წინასწარმეტყველებები, მესიის მოსვლის შესახებ, და იცოდნენ, რომ იაკობისგან ამობრწყინდებოდა ვარსკვლავი. ვარსკვლავის წარმომავლობის შესახებ საინტერესო რამ წერია პეტროცთანაც. აქ ნათქვამია, რომ 1602 წელს იუპიტერი დსა სატურნი შეუერთდნენ ერთმანეთს და 1603 წელს მათ მარსიც შეუერთდა. ამის შედეგად ცაზე გამოჩნდა უცნაური ვარსკვლავი, რომელიც 1604 წელს გაქრა. ასტრონომთა გამოთვლებით ასეთივე შეერთება მოხდა ქრისტეს შობის დროსაც.... ასე, რომ უცნაური ვარსკვლავი შესაძლოა სწორედ ეს იყო და ეს მიიჩნიეს მესიის დაბადების მაუწყებელ ვარსკვლავად და გაემართნენ თაყვანის საცემად, თუმცა ჰეროდესგან წამოსულებს ზეციური წარმომავლობის ვარსკვლავი მიუძღვებოდათ.... ვარსკვლავზე არსებობს ასეთი აზრიც, რომ ეს შესაძლოა კომეტა იყო, რომლის კუდიც გზას უჩვენებდა, მაგრამ ეს მოსაზრება არც თუ ისე დამაჯერებელია..... კომეტის გამოჩენა მთლად იშვიათი მოვლენა არ არის და ყოველი კომეტის გამოჩენა მათზე ასეთ გავლენას ვერ მოახდენდა. მოგვების თემაზე გურამი ამუშავებს რეფერატს და იმედია აქაც დადებს თავის ნამუშევარს. ![]() -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი