თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 7 2012, 01:00 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მზითევი
ალიონზე სამეჯლისო მძინარ ვარდებს კრეფენ, რომ შენს თმებში გაიღვიძონ, მზეო, თამარ მეფევ! და შენს კაბას საქორწილოს საქართველო კერავს, ძლევის ალმით დაკოცნილო, უძლეველთა ძლევავ! შორს მოსძახის დაფიონი, ისმის ჟღერა ქნართა. მთელი ერის მაყრიონი დგას სასახლის კართან. ღელავს საქმრო, ლომის დარი, გენუკვის და ხარობს. რად არ ჩანხარ მომღიმარი, დიდო დედოფალო?! თუმც სანიშნო ბეჭდის ბრწყინვა შენსავ დასტურს ჩემობს, ხმლებიც გადაჯვარედინდა გვირგვინების ზემოთ. შენ კი რად ხარ დაღვრემილი. თვალი რად არ ალობს. სანთელივით დაღვენთილი რად ხარ, თამარ ქალო! იქნებ ცხრა მთა გადასერე ოცნებით და ლოცვით, იქნებ ბედი არ გასვენებს გადაკარულ მგოსნის? იქნებ შოთას ამბავს ჰყვება შორეული ქარი, მწუხარედ რომ იფურცლება „ვეფხისტყაოსანი“? ...აჰა, საქმრო ანთებული კოცნის ძვირფას მზითევს, სიბრძნეს ურიცხვ განძეულის და ზურმუხტის რითმებს, უხვად დაღვრილ ფერთა ჯადოს, სიტყვას მპყრობელს გულთა, მეგობრობას სამარადოს და სიყვარულს უკვდავს. ელავს „ვეფხისტყაოსანი“ ჩირაღდნების ალზე. სევდით ფურცლავს შმაგი ქარი ავთანდილის ანდერძს. აქ, რაც ლექსად უტირია, გადახვეწილ მგოსანს, თამარ მეფის მზითვში მიაქვს ახლა დავით სოსლანს. შეწყდა რხევა წამწამისა, დასწვა ცრემლის ცვარმა, რამ შეაკრთო, რამ დანისლა დედოფალი თამარ! ეს რა სენი დამართნიათ მზის მჩრდილებელ თვალთა? იქნებ ომი, ღალატია, იგუგუნეს სპათა. გალავანთან დადგნენ ბურჯად და ყიჟინა დასცეს. გორდა ხმლები ჩაუბღუჯავთ, მაგრამ არ ჩანს მაცნე. აისვეტნენ ელვად უცებ, მიჰყვნენ ცხენთა ჭიხვინს, წინ სალაშქრო ბედაურზე თვით სოსლანი მიჰქრის. აყვავებულ მინდორ-ველზე მტერი არ ჩანს წამლად, კალთა ისევ აუკეცავს ატოტებულ ალამს. ტყე-ტყე მიჰყვნენ და ჯირითით გზა უკანვე განვლეს. გადაშორდა თვათლა ბინდი თამარს - ქვეყნის მფარველს. აბჯარასხმულ დავით სოსლანს მუზარადი შვენის, დედოფალმაც გაუწოდა შროშანივით ხელი. იგუგუნეს ერთგულ სპათა, კვლავ ყიჟინა დასცეს, ორლესული ხმლების ნაცვლად, დაეძგერნენ ყანწებს. დაულოცეს შეყრა მზესა შეუდრეკელ ლომთან, და მღეროდა შოთას ლექსი, თუმც სად იყო შოთა! ...ენთო „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს ცაზე და ფურცლავდა შმაგი ქარი ავთანდილის ანდერძს... /ოთარ მამფორია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი