ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Dec 14 2012, 01:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
უნეტარესო, შეგვაშველე ნეტარი სიტყვა
ვინატრებ, შენს წინ სუსტ მუხლებზე ცრემლებით დავდგე, შენ უწმინდესი, მე უმწეოს დამლოცავ ვიცი... მითხარი რა ვქნა, რა ვიღონო, ქართველს რომ ვგავდე. ...დამადებინე ერთგულების ურყევი ფიცი. რამდენ ჭრილობას კემსავს შენი თბილი ხელები, იესოს კვართის შემნახველი შეგცქერის ერი. გადააფარე საქართველოს ზეცის ფერები, ერთობის ლოცვად შეგვაყენე ერი და ბერი. უნეტარესო შეგვაშველე ნეტარი სიტყვა, ვიდრე მიგვიძღვი, არ ეგების დაცემა ჩვენი, გვასწავლე ცოდვილთ და ნაცნობი სიმშვიდით გვითხარ, სიტყვით კია არა, შენი ერთი შეხედვით გვშველი. რა სათნოება ჩაგიყენა თვალებში ღმერთმა, შენს სიჭარმაგეს თვით უფალი აშველებს ხელებს, მხოლოდ შენ იცი უწმინდესო, შენ ერთადერთმა, ვით განაშორო საქართველო სიკვდილის ფერებს. მაგ გულისცემას ქართველები გითვლიან რწმენით, ალალ ღიმილში იმედიან განთიადს ვჭედავთ, შენს შემოძახილს ელოდება ქართველი თმენით, შენს სიცოცხლეში საქართველოს ხვალინდელს ვხედავთ. არ დაჩოქილა ივერია არასდროს ნებით, ვერც ვინ იხილავს მოღალატე დაჩოქილ ქართველს. ჩვენ ან უფლისთვის, ან სამშობლოს გულისთვის ვკვდებით, ღმერთის სახელით ვუსწორდებით მტერსა და გამთქმელს. შენი ლოცვების და კურთხევის მადლით ვიყავით, და იმ მამების მუხლებზე რომ დილას ხვდებიან, რა არ ვიგემეთ, არ დავნებდით, არ გავიყავით, ქართველს ვერ კლავენ, ქართველები ომში კვდებიან! დიდო მეუფევ, შენს წინაშე იჩოქებს ერი, ერთი სოფელი რაკი გვერგო ესე გაჩენად, ალალ სიცოცხლეს ვანაცვალებთ მთელი იბერი, უფლის სახელით, საქართველოს გადასარჩენად. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი