IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები
ნათია
პოსტი Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი #61


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 15 2012, 12:22 AM
პოსტი #62


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოგვთა თაყვანისცემა
,,დღეს ზესთაარსს შობს ქალწული და გამოქვაბულს უძღვნის მიწა მიუახლებელს , ანგელოზები მწყემსებთან ერთად ადიდებენ , ხოლო მოგვები ვარსკვლავთა ერთად გზას მიიკვლევენ , რადგან ჩვენს გამო იშვა ყრმა ახალი , საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.’’(1
რომანოზ მელოდოსისი (ტკბილადმგალობელი)

შესავალი

წმინდა წერილის თითეული თავი და მუხლი უმიშვნელოვანესი და საინტერესოა . თუმცა მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია , მაცხოვრის ამქვეყნიური შობა , რომლითაც დამთავრდა ძველი აღთქმის ეპოქა და დაიწყო ახალი პერიოდი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში .
უფლის შობას თან ახლდა მწყემსთა და მოგვთა თაყვანისცემა . უამრავი ვარაუდი თუ მოსაზრებაა გამოთქმული სახარების ამ ეპიზოდის შესახებ . აღნიშნულ ნამუშევარში შევეცდებით წარმოვადგინოთ წმ . მამათა თუ სხვა მკვლევართა ის განმარტებები და ვარაუდები რომლებიც არ მოდის წინააღმდეგობაში ეკლესიის სწავლებასთან .

1-edisheri.wordpress.com

სარჩევი

შესავალი
სარჩევი
მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა
ვარსკვლავის შესახებ
უფლისადმი მირთმეული ძღვენი
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
სანამ უშუალოდ საკითხზე საუბარს დავიწყებთ,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ მათ მოგვები (გნებავთ მაგები ) იმიტომ კი არ ეწოდათ რომ რაიმე სახის მაგიური რიტუალების აღსრულებით იყვნენ დაკავებულნი , არამედ იმის გამო რომ აღმოსავლეის ქვეყნებში ამ სახელით მოიხსენიებდნენ მას , ვინც იკვლევდა ცას და ზოგადად ბუნებრივ მოვლენებს .
ახლა კი ვისაუბრებთ მათ წარმომავლობასა და ვინაობის შესახებ.. მართალია უშუალოდ წმ. წერილში ამის შესახებ მოთხრობილი არაა , თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ის სხვადასხვა გადმოცემები , რომლებიც ეკლესიის წიაღში მოიპოვება . აი ერთ-ერთი მათგანი : ,,გადმოცემის მიხედვით , მოგვები იყვნენ მეფეები , ან რჩეული წინამზღოლები სპარსეთიდან–სამი ასაკის და სამი მოდგმისანი . მელქიორი (მელქონ)–მოხუცებული–სემის შთამომავალი , გასპარი (კასპერი)–უწვერული და ჯან–ღონით სავსე ჭაბუკი–ქამის შთამომავალი და ბალთაზარი (ბაღდასარი)–მოწიფულობაში ახლადფეხშედგ-მული კაცი ,იაფეთის შავგვრემანი შთამომავალი’’(1)
გარდა ამისა , ჩვენ იგივე გადმოცემა გვაუწყებს რომ ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ ძველი ბაბილონიდან . ადგილიდან სადაც ქრისტეს შობამდე 500 წლით ადრე მოღვაწეობდა დანიელ წინასწარმეტყველი-,,ეს დიდი წინასწარმეტყველი თავის დროზე ყველაზე გამორჩეული იყო ბაბილონელ ბრძენთა შორის. მან, რა თქმა უნდა, გადასცა სხვებსაც ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მიუთითა მოგვებს მათი ძველი წინაპრის – მოგვ ვალაამის წინასწარმეტყველებაზე.’’(2)



1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ40) თბ-2012
2-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი დაგამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)





ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა



თავშიც ვახსენეთ და უიმისოდაც ნათელი იყო , რომ მოგვების თაყვანისცემა ძალიან მნისვნელოვანი მოვლენა გახლავთ ახალი აღთქმის ისტორიისათვის , აქედან გამომდინარე შეუძლებლად მიგვაჩნია , რომ ამ ფაქტს გამოხმაურება არ ჰქონოდა ძველი აღთქმის წიგნებში . ჩვენ ამგვარი რამდენიმე ფაქტი გავიხსენეთ . ზოგი მათგანი აღიერებული და დადასტურებულია ეკლესიის მიერ , ზოგი კი ჩვენს ვარაუდს ემყარება .
დავიწყებთ წინასწარმეტყველ დანიელით- ,, ამოდის ვარსკვლავი იაკობიდან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან .’’(რცხ. 24-17) საინტერესეო ამ მუხლის განმარტებაც-,, ბალაამი ჭვრეტს ისრაელში მომავალ დიდებას – მაგრამ უფრო კონკრეტულად მონარქიას : ვარსკვლავი მეფობის მეტაფორაა (ეს 14:12) , კვერთხი სამეფო ნიშანი , (დაბ.49;10) საბოლოო აზრით ეს სიტყვები მესიანისტურია: უახლოესი ახდომა მათი დავიტ მეფეა , -უშორესი მაცხოვრის შობა , რომელიც აღმოსავლეთიდან წამოსულმა ვარსკვლავმა მიანიშნა.’’(1)
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიც . აი რას ვხვდებით იქ- ,, ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე’’(ეს.60-2) ; ,, მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი , არ ჩაიკეტება დღითა და ღამით , რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’(ეს.60-11)
თქვენის ნებართვით ვნახოთ ამ მუხლის განმარტება და შემდეგ ჩვენეული აზრი. ,,აქლემებზე ამხედრებულ წარმართთა სიმდიდრით შემოსვლა იერუსალიმში , ისე , რომ მისი ჭიშკარი არ დაიხურება დღე და ღამე (ეს 60 , 6-9 , 11 ) –მაჩვენებელია წარმართთა მოსვლისა უფლის წინაშე , რომელსაც არ ექნება დასასრული ქვეყნის აღსასრულამდე (გამ. 21 , 24-27) ; ხოლო მათ მიერ იერუსალიმის აღშენება , ანუ კეთილმოწყობა (ეს . 60,10 ; 13-17 ) – მიუთითებს მათ სიწრფელეს ღმერთთან მიმართებასა და ღვთისმსახურებაში ; მშვიდობის დამყარება და სამართლის მეფობა იერუსალიმში , რომელიც გაანადგურებს ისამართლობას და შეინარჩუნებს მას.’’(2)



1-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004 ; გვ. 283 .
2-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი Dდეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 , გვ.92



ჩვენი აზრით , ამ განმარტების გარდა , მოცემულ წინასწარმეტყველებაში შეიძლება იყოს მოგვთა თაყვანისცემის შესახებ საუბარიც -
,,ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე.’’ შხივის ელვარებაში არ გამოვრიცხავთ რომ სწორედ ის ელვარება იყოს ნაგულისხმევი , რასაც ის ვარსკვლავი გამოსცემდა , რომელმაც ვარსკვლავთმრიცხველები მაცხოვართან მიიყვანა , ხოლო ფრაზაში-,,რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’ ვფიქრობთ , რომ უკვე დაკონკრეტებულია , რომ ეს ხალხი მეფეები იქნებიან . (ზემოთ ნახსენები გადმოცემით მართლაც მეფეები იყვნენ ისინი , და აგრეთვე საუბარია მათ ძღვენზე-დოვლათზე , რომელიც მოართვეს უფალს. (ოქრო , გუნდრუკი და მური) . მართალია კონკრეტულად რა ძღვენზეა საუბარი აქედან არ ჩანს , თუმცა შესაძლებელია სხვა ადგილზე იყოს მოთხრობილი ამის შესახებ . ვნახოთ რას მოგვითხრობს ,,დაბადება’’- ,, და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად და როცა აღაპყრეს თვალი , დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გალაადიდან და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი , მური და ნელსაცხებელი.’’(დაბ.37-25)
ყველასთვის კარგადაა ცნობილი , რომ იოსები მაცხოვრის წინასახე გახლდათ . აღნიშნული ვაჭრები ისმაელიანები ანუ არაბები ანუ აღმოსავლეთის მკვიდრნი იყვნენ და მათ მოჰქონდათ სწორედ ის ნივთიერებები , რომლებიც რამდენიმე საუკუნის შედეგ მიართვეს ძღვნად ბაბილონელმა მეფეებმა უფალს.
ღოდესაც ამ საკითხზე ამოვწურავთ საუბარს ისმის კითხვა-რისთვის მოვიდნენ მოგვები ბეთლემში ? ეს კითხვა გასჩენია ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელსაც და შემდეგნაირად უპასუხია-,, იუდეველების განსაკითხავად , რადგან თუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს . მასი რით გაიმართლებენ თავს იუდეველები ? ასევე იმისთვისაც , რომ მოგვთა მოწმობით ქრისტეს დიდება უფრო მეტად გაბრწყინებულიყო , იუდეველები ხომ ღვთის მტრები და დემონების მსახურნი იყვნენ .’’ (1)

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.42

ვარსკვლავის შესახებ



მივადექით ძალიან საინტერესო საკითხსს . ვარსკვლავის თემას. ამ საკითხზე უამრავი აზრია გამოთქმული და შევეცდებით რომ მათგან ყველაზე მართებულნი შემოგთავაზოთ .
თავიდანვე უნდა აღინიშნოს სიმცდარე იმ აზრისა ,ვითომ აღნიშნული საგანი კომეტა , მეტეორი გახლდათ . რადგან მან კი არ გაიელვა და გაქრა ცის კაბადონზე , არამედ დიდი ხნის მანძილზე იყო გაჩერებული.
იოანე ოქროპირი აღნიშნულ ციურ სხეულს არ მიიჩნევს ჩვეულებრივ მნათობად , მისი აზრით ეს იყო გონიერ ძალთა გამოვლინება , დიდი ალბათობით ანგელოზის მიერ ვარსკვლავის სახის მიღება და საამისოდ მოჰყავს შემდეგი არგუმენტები . პირველი ისაა , რომ მამის გადმოცემით ყველა ვარსკვლავი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მოძრაობს , აღნიშნული ვარსკვლავი კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა , აგრეთვე იგი დღისითაც ჩანდა , გარდა ამისა , როდესაც მოგვები იერუსალიმში მივიდნენ იგი გაუჩინარდა და გამოჩნდა მაშინ როდესაც გზა გააგრძელეს , ხოლო ბოლო არგუმენტ კი გახლავთ ის , რომ ვარსკვლავი , სხვა მნათობთაგან განსხვავებით დაეშვა დაბლა და მიანისნა ისეთ მცირე ადგილზე , როგორიც ბაგა და ქოხი გახლდათ.
(ამ მოსაზრებას იზიარებს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელიც)
ლოგიკურია დაგვებადოს კითხვა-რატომ მაინცდამაინც ვარსკვლავი . ამ კითხვაზე პასუხსაც წმ.მღვდელთმთავარი გვეუბნევა: ,, რას იტყვიან თავის გასასამართლებლად იუდეველები , რომელთაც არ შეიწყნარეს ქრისტე – წინასწარმეტყველთა ამდენი მოწმობის მიუხედავად ; მას შემდეგ რაც ნახეს მოგვები , რომელთაც მხოლოდ ვარსკვლავის ხილვით მიიღეს და თაყვანისსცეს მას.’’(1)



1-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი2009

მას შემდეგ რაც ვნახეთ , რომ ანიშნული მნათობი უხილავი ძალი იყო , საინტერესო იქნება ისიც გავიგოთ თუ ხილულად , რას წარმოადგენდა იგი , რა ბუნებრივი პროცესების შედეგად მოხდა მისი ცაზე გამოჩენა . აი რას წერს ამის შესახებ არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი – ,, 1604 წელს თევზის თანავარსკვლავედში გაჩნდა ახალი გასაოცარი ვარსკვლავი , რომლის სიკაშკაშე აღემატებოდა თვით პირველი სიდიადის ვარსკვლავებს და რომელიც დღისითაც კი ჩანდა . მაგრამ მალე შესუსტება იწყო მისმა სიკაშკაშემ და ორი წლის შემდეგ , 1606 წ. მარტში იგი მთლიანად გაქრა . მიზეზი ამ ვარსკვლავის გამოჩენისა იყო 1603 წელს ორი პლანეტის – იუპიტერისა და სატურნის – შეერთება , რომელთაც 1604 წ. მარსიც შეუერთდა . ამ ამბავმა აფიქრებინა გამოჩენილ ასტრონომ კაპლერს , ხომ არ იყო ამგვარივე შეერთება იესო ქრისტეს შობის დროსო . ასტრონმიულმა გამოთვლებმა გვიჩვენეს , რომსინამდვილეში 747 წლის ბოლოსა და 748 წ. დასაწყისში (რომის დაარსებიდან ) ადგილი ჰქონდა ამგვარ შეერთებას იუპიტერისა და სატურნის , ხოლო შემდეგ მარსისა . ამიტომაც კაპლერი და სხვა ასტრონომები ამტკიცებდნენ , რომ მესიის ვარსკვლავი სხვა არაფერი იყო , თუ არა ამგვარი შეერთება პლანეტებისა , რომელსაც მოჰყვა განსაკუთრეული ,, უცნაური ვარსკვლავის ‘’ გამოჩენა .(1)
ამ ერთის მხრივ უწყინარმა ეპიზოდმა საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ფენებში.ისინი მიიჩნევდნენ რომ აღნიშნული მაგალითის შემდეგ გაუგებარი გახდა თუ რატომ კრზალავს მართლმადიდებლობა ასტროლოგიას . აღნიშნულ საკითხზე საყურადღებოდ საუბრობს დეკ.ბიძინა გუნია: ,, ხშირად ამბობენ, მოგვებმა ხომ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის შობა და თუ ასტროლოგია მიუღებელია, მაშინ როგორ მოახერხესესო. უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომა სტროლოგები თავიანთ ცრუსწავლებას უკავშირებენ ხილულ ცას, ვარსკვლავიურ ზეცას. მათგან განსხვავებით ბეთლემის ვარსკვლავი არცერთ ასტროლოგებისათვის მეტად თუ ნაკლებად
1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები გვ.21
ცნობილ ვარსკვლავს არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ კი, ასტროლოგები ვარსკვლავთა მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობენ. წმინდა წერილში მოხსენიებულმა მოგვებმა კი განა მაცხოვრის ბედი ან მისი ამქვეყნიური ცხოვრება იწინასწარმეტყველეს? და მესამეც, მეტი სიცხადისათვის წმიდამამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს მოვუსმინოთ. მის მეხუთე სიტყვაში განგებულების შესახებ ასტროლოგიით დაინტერესებულთა მიმართ იგი გვმოძღვრავს: „ნუ მახსენებთ მე მაცხოვრის უდიდეს დიდებას, მახარობელ ვარსკვლავს, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუძღვოდა მოგვებს იმქალაქისაკენ, სადაც აღმობრწყინდა ქრისტე, უჟამოშვილი მოკვდავი მოდგმისა. იგი (ანუ მახარობელი ვარსკვლავი) იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, რომელთაგან მჩხრეკნიც ასტროლოგები არიან, არამედ არაჩვეულებრივი და ამ დრომდე გამოუჩინებელი, ამოკითხულია ებრაული წიგნებიდან. სწორედ მათგან, ებრაული წიგნებიდან შეიტყვეს ქალდეველებმა ამ ვარსკვლავის შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარსკვლავთმეტყველებას მიუძღვნეს. როცა განცვიფრებულებმა გამოარჩიეს იგი, მათ მიერვე დაკვირვებულური ცხვვარსკვლავთაგან, მოინიშნეს, თუ როგორი უცხო, ახალი ელვარებით მოიწევდა ზეცა აღმოსავლეთიდან ებრაელთა მიწისაკენ და დაასკვნეს კიდეც მეფის დაბადება. და სწორედ იმდროს, როცა ზეცის მაცხოვრებლებთან ერთად, ასტროლოგებმაც თაყვანისცესმეფეს, საჭიროდ აღარ უჩნდათ ზრუნვა მათსავე ხელოვნებაზე“(1)
P.S.(ჩვენ არაფერი გვითქვამს მის შესახებ, თუ ზუსტად როდის მოხდა ვარსკვლავის გამოჩენა . ამის სესახებ არსებობდ ვარაუდი რომ ღვთისმშობლის ხარების დროს გამოჩნდა ცაზე მნათობი.)

1-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.



უფლისადმი მირთმეული ძღვენი

ყველასათვის ცნობილია , რომ ვარსკვლავთმრიცხველებმა უფალს ძღვენი შესწირეს . განვიხილოთ ეს საკითხი . ჩვენ გვაქვს გადმოცემა , საიდანაც ვიგებთ თუ რომელმა მეფემ რა მიართვა მაცხოვარს : ,,ქალდეველთა მეფემ მელქიორმა უფალს მიუღვნა გუნდრუკი ანუ საკმეველი , როგორც ღმერთს , სპარსელმა ბალთაზარმა – ოქრო , როგორც საუკუნო მეფეს ; ეთიოპიელმა გასპარმა – მური როგორც ღმერთკაცს , რომელიც ჯვარზე სიკვდილით მთელი ქვეყნიერების ცოდვებს გამლისყიდდა . ‘’(1)
ოქრო და გუნდრუკი ( საკმეველი ) მეტ-ნაკლებად ცნობილი ნივთიერებები გახლავთ , მათთან სედარებით უცხოა მური . ვნახოთ როგორ განმარტავს მას სულხან-საბა : A-,, მური არის შტახსისა უზრქესი სუნნელი . B-მური არს შტახსისა ნაწური უზრქესი სუ (ლ) ნელი , რომელსა მური მაქად სახელ-სდებენ მკურნალნი . ჩ-ეს მური ყვავილისაგან გამოხდება მეფეთ საცხებლად . თუ მკვდარს წასცხო , წლამდისინ არ გაიხრწნება , ბაბილონს მოვა.’’ Gარდა ამისა ჩვენ გვაქვს ეოფილაქტე ბულგარელის სწავლებაც : ,, (მას გ.ლ.) იუდეველები დასაფლავების წინ მიცვალებულს სცხებდნენ , რათა ის უხრწნელი დარჩენილიყო , რადგან მური მშრალია , ნესტს აშრობს და მატლებისა და ხრწნის წარმოშობას ხელს უშლის … ,,მიწოლით განისვენა ვითარცა ლომმან’’.(რცხ.24 , 9)-აი , სამეფო ღირსება , რომელსაც ლომის სახე აღნიშნავს , ხოლო ,,მიწოლით’’ მოკვდინებას აღნიშნავს . ,,მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ’’-აი ღვთაებრივი ღირსება , იმიტომ რომ კურთხევის ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ ღვთაებრივ არსებას გააჩნია.’’(2)
საინტერესოა თუ რა ბედი ეწია ძღვენს შობის შემდეგ . საეკლესიო გადმოცემის თანახმად მას ღვთისმშობელი ინახავდა და



1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ42)თბ-2012
2-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.48-49



სანამ მისი მიძინება მოხდებოდა გადასცა იერუსალიმის ეკლესიას . 400 წელს , ბიზანტიის იმპერატორ არკადს იგი გადმოუტანია კონსტანტინოპოლში და ინახებოდა იმპერატორთა პირად საგანძურში. Kონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ , დედოფალ მაროს , ძღვენი ათონის მთისთვის მიუცია .
ჩვენ გვაქვს ამ ძღვენის აღწერილობაც , და შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას , თუ როგორი სახითაა იგი დღესდღეობით – ,, ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7ხ5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული.’’ (1)
ამჟამად . მოგვების ძღვენი ინახება გერმანიაში . კერძოდ კი კიოლნის მუზეუმში .
1-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

დასკვნა



აღნიშნულ ნაშრომში ჩვენ არაერთ საკითხს შევეხეთ . საუბრის ბოლოს კი შეგვიძლია შევაჯამოთ ისინი და ერთიანი სახით გადმოვცეთ . წმ.მამათა და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით ვასკვნით , რომ მოგვები იყვნენ მეფეები სპარსეთიდან . მათი სახელებია – მელქიორი , გასპარი და ბალთაზარი , რომლებმაც ძველი წინასწარმეტყველების აღსრულების მოლოდინით და ციურ სხეულთა დაკვირვებით შესძლეს , რომ ღირსი გამხდარიყვნენ უფლის თაყვანისცემისა .
საკითხზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ , რომ მოგვთა და მწყემსთა თაყვანისცემა თანადროული არ ყოფილა . რადგან მწყემსებმა გამოქვაბულში მყოფ ქრისტეს სცეს თაყვანი და არც არავის ჰქონდა უფლება რომ საზოგადო ადგილას აეკრძალა მათთვის მისვლა , მაგრამ მოგვების თაყვანისცემა ხდება არა გამოქვაბულსი , არამედ სახლში და ებრაული ტრადიციის მიხედვით სანამ ქალს არ გაუვიდოდა განწმენდის 40 დღე არ შეეძლო საზოგადოებასთან კონტაქი . გარდა ამისა არაერთ წყაროში , რომელშიც ახალი აღთქმისეული მოვლენები ქრონოლოგიურადაა დალაგებული თაყვანისცემა ყველგან მოხსენიებულია მირწმის შემდეგ . თუ დავკონკრეტდებით , ამ დროს ასაკი უფლისა უნდა იყოს 40 დღიდან 2 წლამდე .

გამოყენებული ლიტერატურა



1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები

2-ბიბლია , საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა , 1989 წელი

3-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი 2009

4-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004

5-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.

6-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

7-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 .

8-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

9-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..თბ-2012

10-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი დეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 ,

11-edisheri .wordpress .com



http://seminarieli.wordpress.com/category/...83%9A%E1%83%9D/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ძველი აღთქმიდან დღემდე   Jul 16 2008, 03:32 PM
თემო   აქ ძალიან საინტერე...   Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია   თანამედროვე ქართუ...   Jul 16 2008, 03:49 PM
თემო   დროში რას გულისხმ...   Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია   თემო ანუ სხვადასხვ...   Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_   ეს სახარებები სხვ...   Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_   სხვადასხვა პერიოდ...   Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:35 PM
თემო   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია   თემო ახლა შევადარ...   Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი   ნათია არა ნათი. მა...   Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი   ნათია შეცდომაა მერ...   Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი   ნათია დევს კიდევა...   Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია   k@the მაქედან დავაკოპ...   Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი   ნათია წინასწარმეტ...   Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია   კანონისტი გაიხარე...   Jul 16 2008, 05:56 PM
zedela   საინტერესო თემააა....   Jul 16 2008, 07:08 PM
ლია   ვინაიდან ეს პირველ...   Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia   ვინაიდან ეს პირვე...   Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია   ლია შეგიძლია მოკლ...   Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ...   Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili   ღით ვერ დაიწყეთ ამ ...   Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია   Misha Songulashvili ეგ კითხვა მ...   Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე   რამეთუ ათასი წელი ...   Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია   იქნებ ეს განმიმარ...   Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni   ძალიან საინტერესო ...   Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili   kavkasioni იქამდის განუყ...   Jul 26 2008, 04:22 PM
abo   http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp...   Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni   Misha Songulashvili კი. მოგეხს...   Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo   მეგობრებო რთულ თემ...   Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი   ლოპუხინს აქვს მთლ...   Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili   საბითუმო ნამდვილა...   Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი   ჰერელი ვერცხლის ქუ...   Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი   უი არც გამიგია ეგ ქ...   Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili   ჰერელი მანდ ძვირი ...   Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი   ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი...   Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili   აკაკი ბოლოს გამოვ...   Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M   მოგვთა თაყვანისცე...   Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M   ამ თემაზე იყო ადრე ...   Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M   ახლა ვიპოვე მართლმ...   Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva   A.V.M 10-ძველი აღთქმის ს...   Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano   G_saxva ეგ მამა აკაკი მე...   Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva   qetevano ძალიან კარგი :D წ...   Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano   G_saxva კიი მაქვს. ეხლა ...   Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva   qetevano არა მასე როგორ ...   Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano   G_saxva კი გათხოვებ, წიგ...   Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva   G_saxva კი გათხოვებ, წი...   Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano   G_saxva მაილი მომეცი პმ-...   Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli   ,,დასაბამად ღმერთმ...   Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M   azazeli გვასალიას ლექც...   Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva   azazeli აზაზელო ეშმაკი...   Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M   G_saxva ჩემი ჯგუფელი ყო...   Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva   A.V.M მერე გაწიე პროპა...   Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†   რომელია გურამ?   Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M   †სერგი† ასტამაა ბი...   Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva   A.V.M მერე შე კაი კაცო...   Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M   შემოიხედე აქ. G_saxva http:/...   Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†   აზაზელს მივცემ მა...   Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli   დებორასა და ბარაკი...   Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M   ნახეთ რა კაცი დავა...   Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli   სერგი შენ ნიჭიერო. ...   Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M   azazeli ძმა ხარ ასტამ ! ...   Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli   მზადება მიდიამელე...   Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli   აბიმელექის შეთქმუ...   Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli   საღმრთო გამოცხადე...   Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M   azazeli jigari xar...   Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli   1) შესავალი 2)წმიდა ე...   Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli   ომიკური კრიზისის დ...   Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა   89 შეკითხვა ქრისტია...   Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva   ჩავქვესკნელდი :D   Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M   შანკარა ამ შეკითხ...   Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M   შანკარა GMADLOB ! მომი...   Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა   რაციონალური მეცნი...   Jun 14 2014, 01:56 PM
A.V.M   ,,იუდაიზმში სქესობ...   Jul 26 2014, 11:21 PM
azazeli   ისრაელის გაყოფვის ...   Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ...   Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M   პატრიოტიზმი ძველ დ...   Sep 1 2014, 10:05 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Oct 21 2015, 05:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 10:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი